ესპანეთის ჩემპიონატში ერთი მატჩი ჩატარდა. ეს გახლდათ 10-11 მაისს გასამართი 31-ე ტურის შეხვედრა, რომელიც გიორგი შერმადინის გუნდმა წინასწარ ითამაშა, რადგან 8-9 მაისს ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში თამაში უწევს. ტენერიფელთა მეტოქე გახლდათ ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ძლიერი გუნდი "უნიკახა".

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. "ტენერიფე" კარგა ხანს იგებდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში "უნიკახამ" იძალა და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია – 91:78. შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:26 წუთში 23 ქულა, 8 მოხსნა (6 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 13-დან 8 ორქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, გიოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

"ლაგუნა ტენერიფეს" 30 მატჩში 23 მოგება შერჩა, თუმცა, კვლავაც მე-2 ადგილზეა, ლიდერი კი მადრიდის "რეალია" 25 გამარჯვებით. შერმადინის კლუბს მომდევნო შეხვედრა 4 მაისს სტუმრად "ჟირონასთან" ელის.

GBF.GE

შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა