სამხრეთ აფრიკის ნაკრებს სამი ერის გათამაშების მორიგ მატჩში, 21 აგვისტოს "ოლ ბლექსთან" შესაძლოა ფრანსუა სტეინი ვერ დაეხმაროს. ამის მიზეზი ტრავმასთან ერთად სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის მენეჯმენტის არადამაკმაყოფილებელი მუშაობაა...

სამხრეთ აფრიკის ნაკრებს სამი ერის გათამაშების მორიგ მატჩში, 21 აგვისტოს "ოლ ბლექსთან" შესაძლოა ფრანსუა სტეინი ვერ დაეხმაროს. ამის მიზეზი ტრავმასთან ერთად სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის მენეჯმენტის არადამაკმაყოფილებელი მუშაობაა.

სტეინის ფრანგულმა კლუბმა, პარიზულმა "მეტრო რასინგმა" გამოაქვეყნა კომუნიკე, სადაც ნათქვამია, რომ ფრანსუა სტეინმა ტრავმა ვერ მოირჩინა და საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში "ბრივთან" ვერ ითამაშებს.

"ფრანსუა სტეინი, ანდრეა მასი, ქარიმ გეზელი და სკოტ ზიმერმანი ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულან და, შესაბამისად, "მეტრო რასინგის" მწვრთნელმა პიერ ბერბიზიემ სტეინი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა".

სტეინი ვარჯიშს, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ოთხშაბათიდან შეუდგება. თუმცა "მეტრო რასინგი" სამხრეთ აფრიკაში მის გაშვებას ამ შემთხვევაშიც არ აპირებს. ამის მიზეზი სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის მიერ სტეინის ნაკრებში გამოძახების დაგვიანებაა.

საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის მოთხოვნით, კლუბს ამა თუ იმ მოთამაშის თავისი ქვეყნის ნაკრებში გამოძახების მიწვევა მატჩამდე ორი კვირით ადრე უნდა მიუვიდეს. ეს წესი სამხრეთაფრიკელებმა დაარღვიეს და "მეტრო რასინგს" სრული უფლება აქვს, ფრანსუა სტეინი სამხრეთ აფრიკის ნაკრებში სათამაშოდ არ გაუშვას.

მიუხედვად ასეთი არგუმენტებისა, "ბოკეს" ხელმძღვანელობა დაჟინებით მოითხოვს სტეინის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"