but football club-ი გაზეთ „ეკიპის“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლიდან გამომდინარე,, გუნდში ბრედლი ბარკოლას მდგომარეობა რთული გახდა:

„არსენალთან“ მატჩისას ბარკოლას გამოუყენებელი დიდი შანსი. პსჟ-ს სატრანსფერო ფანჯარა ლიგა 1-ში: ის ფსიქოლოგიური პრობლემების გამო გუნდს დატოვებს?

„სეზონის პირველი ნახევრის შესანიშნავად ჩატარების შემდეგ, ბარკოლა ვერ მიხვდა, ზამთარში გუნდში კვარაცხელია რატომ მივიდა. ამან მასზე უარყოფითად იმოქმედა...

„ეკიპი“ ბრედლის არასტაბილურ სეზონს განიხილავს. საფრანგეთის ნაკრებში ევრო 2024-ზე წარმატებულად ასპარეზობის შემდეგ, დედაქალაქური კლუბის შემადგენლობაში სეზონის პირველი ნაწილი დიდებულად ჩაატარა, მაგრამ იანვარში კვარაცხელიას შეძენის მერე, მისმა შედეგიანობამ მკვეთრად იკლო. „ლიონის“ ყოფილი ფეხბურთელი ვერ მიხვდა, კლუბის ხელმძღვანელობამ რატომ დაიმატა ქართველი, რომელიც მის პოზიციაზე თამაშობს. ამის გამო ფლანგის გამოცვლა მოუწია, სადაც ნაკლებად ეფექტურია...

გუნდში არავითარი განსაკუთრებული სტატუსი არ აქვს, ეს „კვარას“ მისვლიდან გამოწვეული კონკურენციით და დუეს ჩინებულ ფორმაში ყოფნით აიხსნება. ამის მიღმა, ბარკოლას ჩავარდნის პერიოდი თვითგამოხატვის ნაკლებად ხელსაყრელ კონტექსტში იღებს სათავეს. ზამთარში ქართველის გადაბირება, მან მეტადრე საწყის პერიოდში, მტკივნეულად აღიქვა.

როგორც ჩანს, ბარკოლა ზაფხულში წასვლას განიხილავს და ეს მიუხედავად იმისა, რომ როგორც გუნდში ამბობენ, მწვრთნელთან, ლუის ენრიკეთან საკმაოდ კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ „სუფთა“ ცენტფორვარდის დამატებას აპირებს, გარემარბების პოზიციაზე, ორ ადგილზე დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონკურენცია ძალიან მაღალი იქნება“.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ ხვიჩას "პარი სენ ჟერმენში" გადასვლამდე ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარკოლას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

Guriec
ვახ ჩემი კი! "ბროკოლა" ეტყობა ხილვები გაწუხებს? მახსოვს კვარა რუბინში რომ იყო, მაშინაც იჩითებოდნენ შენნზირი ბარკოლები შენ მართლა ბროკოლა და კომბოსტო შენა! ხომ დაუფსა ხ იჩამ კრიტიკაზე ყველას სუმ მალე? ისე დააფსამს შენს პრაგნოზებსაც! ბუმბული არა ბუნდღა ტოროლასი ბლიად! რამ გაგაბოტოტათ ბლიად არ მესმის, შენი რამე მიითვისა? რატომ გშურთ ასე ძლიან ამ ოქრო ბიჭის? რომ აღარ იცით ტალახით როგორ გასვაროთ? უბედურები რომ ხართ, იმასაც კი ვარ ხ დებით ბლიად, ის ტალახი, რომელსაც მისი მისამართით ისვრით, თქვენვე რომ გთხვრით, ისიც კი არ გესმით! ხტცუ ბლიად! მოგიდღანთ ლოღიკა და ცარიელი თავის კოთხო!
გურულო
სულელია ეგ ბავშვი! დაიხსომეთ, თუ პუსუჟუდან წავა, მისი კარიერა დაყვინთავს. გვინახია ასე განწყენებულების უმიზნოდ ხეტიალი და ბოლოს გაქრობაც... კოუტინიო, ედენ აზარი, რა მოთამაშეები იყვნენ ხომ გვახსოვს? და რას მიაღწიეს თავიანთი სიბრაზით და ხეტიალით? თან ბარკოლა მათთან ჯერ ახლოსაც კი ვერ მივა! მეცოდება ადამიანურად და ვფიქრობ, ენრიკე მოუნახავს მას გულის გასაღებს და მალე ჩადგება კალაპოტში...
გიორგი
უკმაყოფილო პირველრიგში თავისთავთან უნდა იყოს კარგი ფეხბურთელია მაგრამ დუეს და კვარას ბევრ რამეში ჩამორჩება მაგალითად ათლეტურად სუსტია ხისტ ბრძოლაში არ შედის თუ შედის სულ მარცხდება ტექნიკურად არაუშავს მაგრამ ისეთ კომპონენტში როგორიც დარტყმაა საშუალო და შორი დისტანციიდან მოიკოჭლებს და კვარას და დუესთან ახლოსაც ვერ მივა გავიხსენოთ ასტონ ვილასთან გატანილი გოლები რა სიზუსტის და რაც მთავარია სიძლიერის იყო დუეს და კვარას შესრულებით
მწარე
რამდენჯერმე ათამაშეს მარცხნივ, ხოლო მარჯვნივ კვარა. მაგალითად ლივერპულთან. ფორმაში არ არის. თან დაცვაში ცუდად ეხმარება. ეგრე, მიზეზ-მიზეზ დოს მარლი აკლიაო.
ბარკოლა
მოვქ ზაფხული და ვნახავ თქვენს კვარას ბუმბულს ველად გაშლილს:)))))) ვაი თქვენს პატრონს
Gio
Xvicha aris oqro kaci da bevri mitqma motqma dairxa mis garshemo!! Mara rac ar unda tqvan da moimizezon jer sadaa !??!!??!!??! Esetia qartuli suli guli da geni
Levani
ფსიქოლოგიური პრობლემები მეც მაქვს 3 კვირა ხელფასის დახარჯვის მერე.
მეგრელი
ელიტაში რო ხარ ამბიციური უნდა იყო, ეს ლოგიკურია. შურს რაც შეეხება არც ჩვენ ვართ ვინმეზე ნაკლები ძამია ))))
ჯუჯი
მაღალი კლასის ფეხბურთელია და არ არი გასაკვირი მისი უკმაყოფილება.
ჯონი 1
ძალიან ამბიციური და შურიანი არსებებია "მაგნები"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
[VIDEO] ისაკის დუბლი 3 წუთში და ბარკოლას დებიუტი - "ლივერპულმა" "იფსვიჩი" მარტივად დაამარცხა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ლუის ენრიკე ძალიან მკაცრია - "ლივერპულში" სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა" - ბარკოლამ განმარტა, რატომ უადვილდება "ლივერპულში" თამაში
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა