მსოფლიო რაგბმა 2025 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მსაჯები და ოფიციალური პირები შეარჩია. უკვე ვწერდით, რომ ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი „ოვალური სამყაროს“ - ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ავსტრალიური ტურნეს ნაწილი იქნება.

ვინ იმსაჯებს ბორჯღალოსნებს ტესტებს?

საქართველო ზაფხულის ტესტებს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ირლანდიასთან თამაშით ხსნის. ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული ტიერ1-ის მესამე გუნდია (შოტლანდიის და იტალიის შემდეგ), რომელიც საქართველოში ჩამოვა. შეხვედრა 21 საათზე დაიწყება.

მატჩის მთავარი მსაჯი იტალიელი ანდრეა პიარდი იქნება, რომელიც ბორჯღალოსნების შეხვედრას მეოთხედ განსჯის. წინა სამი თამაშიდან საქართველომ სამივე მოიგო და აქედან ორი სწორედ ტიერ1-ის ქვეყნებთან.

2021 წელს იტალიელის განსჯილ მატჩში რუსეთს კალინინგრადში 23:6 ვძლიეთ; 2022 წელს ისტორიაში პირველად უელსი დავამარცხეთ, თანაც კარდიფში - 13:12; ხოლო 2024 წელს ასევე სტუმრად იაპონიას მოვუგეთ 25:23. ამჯერად ტიერ1-ის ირლანდიას თბილისში ვეთამაშებით და იმედია პიარდისა და საქართველოს წარმატებული სერია გაგრძელდება.

ამის შემდეგ რიჩარდ ქოქრილის გუნდი სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე გაემგზავრება, სადაც 12 ივლისს ბლუმფონტეინში ადგილობრივ ფრენჩაიზ ‘ტოიოტა ჩიტასს’ ეთამაშება, 19 ივლისს კი ნელსპრუიტში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინაშე წარსდგება.

„ქურციკებთან“ მატჩს ინგლისელი მეთიუ ქარლი განსჯის. 2016 წელს მან საქართველოს ნაკრების ორი თამაში იმსაჯა - სოჭში რუსეთს 24:7 ვძლიეთ, ხოლო კილმანროკში შოტლანდიამ 43:16 მოიგო.

RUGBY.GE

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს