ზესტაფონის მარგვეთი სუპერლიგის ნახევარფინალშია. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა ზესტაფონელებმა პლეი ოფიდან გორის ივერიონი გააგდეს. დაძაბულ, დრამატულ, ომის ტოლფას მატჩი, რომელიც სერიის ბედს წყვეტდა, მარგვეთმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ივერიონი მისსავე, ქომაგებით გადავსებულ დარბაზში 92:88 (სტატისტიკა) დაამარცხა.

ეს იყო სუპერლიგის მეოთხედფინალის ერთადერთი სერია, რომელშიც მე-5, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. მოედნის უპირატესობა გორელებს ჰქონდათ, რადგან ცხრილში უფრო მაღალი, მე-4 ადგილი დაიკავეს და გადამწყვეტ მატჩსაც უმასპინძლეს. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ივერიონს უნდა გაემარჯვა, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში ქულა-ქულა ბრძოლაში მიმდინარე მატჩის ბოლო პერიოდში მასპინძლებმა 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

ყველაფერი იმას დაემსგავსა, რაც ამ სერიის წინა, ზესტაფონში გამართულ მე-4 მატჩში მოხდა. მაშინ გორელებმა დასრულებამდე 3 წამით ადრე დამაწინაურებელი ბურთი ჩააგდეს და იმ შეხვედრასთან ერთად მთლიანად სერიის მოგებაც ფაქტობრივად განაღდეს. საჭირო იყო 3 წამის გადაგორება, თუმცა სწორედ ამ დროში, უფრო ზუსტად მის ამოწურვასთან ერთად სანდრო სანაძემ გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო და მარგვეთი გადაარჩინა. სერია გათანაბრდა და გადამწყვეტი, მ-5 მატჩი გორში დაინიშნა, რომლის დასრულებამდე 6:30 წუთით ადრე მასპინძლები 9 ქულით – 83:74 იგებდნენ.

აი, აქ გამოჩნდა ზესტაფონელთა ძალა და ხასიათი. ვახტანგ გაფრინდაშვილის წინამძღოლობით მარგვეთმა 4-წუთიანი გაქცევა მოაწყო, რომელიც 10:0 მოიგო და მატჩის დასრულებამდე 2:20 წუთით ადრე 84:83 დაწინაურდა. ივერიონი რომ იოლად არაფერს დათმობდა, ცხადი იყო და ჯეი პალის მექულეობით გორელებმა დაწინაურება მოახერხეს. თუმცა დროებით – ისევ გაფრინდაშვილმა ორქულიანი ჩააგდო, რასაც მიქაელ უგრეხელიძემ სამიანით უპასუხა და სირენამდე წუთნახევრით ადრე ფრე – 88:88 დაფიქსირდა.

გადამწყვეტი გამოდგა გაფრინდაშვილის სამქულიანი, რომელსაც ზესტაფონელთაგან დაცვაში აღებული ბურთი მიება. აღსანიშნავია, რომ გორელებს შანსი ნამდვილად მიეცათ, მაგრამ ვერც ერთი საკვანძო სროლა ვერ ჩააგდეს. რევაზ როგავამ 2 სამიანი და ორიანი გააცუდა, რაც აკოლ მავეინის დამსახურებაა – ზესტაფონელთა ლეგიონერმა როგავას ნასროლს ორჯერ დააფარა. გორელთა ტაქტიკური ჯარიმის შემდეგ კრისტიან ჯონსმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და მარგვეთი მიუწვდომელი გახადა – 92:88. მატჩიც ამ ანგარიშით დასრულდა, რადგან გორელებმა ბოლო შეტევაც გაცუდეს და მატჩთან ერთად სერიაც წააგეს.

ზესტაფონელთაგან 20 ქულითა და 15 მოხსნით მავეინი გამოირჩა. 25 ქულით ბომბადირი გახდა ვახტანგ გაფრინდაშვილი. 22 ქულა და 5 პასი მალიკ მარტინის ანგარიშზეა. ივერიონში 26 ქულით და 17 მოხსნით საუკეთესო იყო ჯეი პალი. 14-14 ქულა რეჯი მესიდორმა და მიქაელ უგრეხელიძემ მოაგროვეს.

ასე და ამგვარად, მარგვეთმა ნახევარფინალური კვარტეტი შეავსო. ზესტაფონელები ფინალში გასასვლელად სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონ ქუთაისს შეერკინებიან. მეორე წყვილში ერთმანეთს თსუ და გურჯაანის დელტა დაუპირისპირდებიან.

GBF

ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა