დინამოელთა მთავარი მწვრთნელი ევროპის ლიგის პირველ მატჩში "აეკის" გამარჯვებას დამსახურებულად მიიჩნევს
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ "აეკთან" ევროპის ლიგის პირველი მატჩის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა აღიარა. გარსია უკმაყოფილო იყო იმით, რომ მისი მოთამაშეები ბოლო წუთებში ფეხბურთს არ თამაშობდნენ.

სამაგიეროდ გარსია პირველი ტაიმით დარჩა კმაყოფილი: "პირველი ნახევარი ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით. აი, მეორე ნახევარი გაცილებით რთული გამოდგა. განსაკუთრებით უკანასკნელ წუთები, როდესაც მხოლოდ თავდაცვაზე ვფიქრობდით.

შემიძლია ვთქვა, რომ "აეკმა" მეორე ტაიმში ძალიან კარგად ჩაატარა და დამსახურებულად გაიმარჯვა".

თბილისში განმეორებითი მატჩის წინ გარსიამ შანსების შეფასებისგან თავი შეიკავა, მაგრამ აღნიშნა, რომ "დინამო" რევანშის აღებას შეეცდება. მისი თქმით, "დინამოს" შანსები რომ იცოდეს, ხელთ ჰარი პოტერის ჯოხი უნდა ეპყრას.

შედეგით კმაყოფილი დარჩა "აეკის" ესპანელი დამრიგებელი მანოლო ხიმენესი: "ეს რთული მატჩი იყო, თუმცა საბოლოო შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩემმა მოთამაშეებმა მეორე გოლი თითქოს წესების დაცვით გაიტანეს. თუმცა მსაჯი ამ ყველაფერს უკეთ ხედავს".

პლეიოფის განმეორებითი შეხვედრა თბილისში 25 აგვისტოს გაიმართება.

მომზადებულია sportena.com-ის მიხედვით

უძლევი
დინამომ უკვე ბევრს მიაღწია წელსვე! გუნდი 2 თვის შექმნილია და ევროპა ლიგის ჯგუფურზე გასვლა უბრალოდ ფენომენალური მიღწევა იქნება და პატარა საოცრებაც მოხდება, მაგრამ ამას ნამდვილად არ ველი წელს და ვერც მოვთხოვ გუნდს. ზესტაფონისგან კი უფრო მეტს ველოდი, გუნდი დიდი ხანია ერთად არის და ევროპა ლიგის ჯგუფურზე მოხვედრა შეუძლია. თუმცა, შარშანდელი შედეგი უკვე გააუმჯობესა ერთი საფეხურით წელს. შემდეგ წელს კი ნამდვილად უნდა გავიდეს ევროპა ლიგის ჯგუფურზე!
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"