ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

ხვალ, 8 ივნისს, UFC 316-ზე, მერაბ დვალიშვილი შონ ომალის მეორედ დაუპირისპირდება.  შონ ომალის უკანასკნელი მოწინააღმდეგე სწორედ მერაბი იყო, ვისთანაც იგი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. თავად დვალიშვილმა კი მასთან ქამრის მოპოვების შემდეგ, ტიტული უმარ ნურმაგომედოვთან წარმატებით დაიცვა და სამივე მსაჯის აზრით დაამარცხა დაღესტნელი.

განვიხილოთ მათი პირველი შეხვედრა და გავიგოთ თუ რას გვასწავლის ეს ბრძოლა მერაბისა და შონის ძლიერი თუ სუსტი მხარეების შესახებ. პირველი რაუნდი ორივე მებრძოლმა საკმაო სიფრთხილით დაიწყო, რაც განპირობებული უნდა ყოფილიყო მერაბის მხრიდან გდების საფრთხისაგან, ხოლო ომალის მხრიდან ადრეული ნოკაუტის შესაძლებლობის გამო. ომალი ზემოთ აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე, ცდილობდა დისტანციის დაცვას, რის ფარგლებშიც რაუნდის პირველი ნახევარი უკანა ფეხზე გაატარა. ამან საგრძნობი უპირატესობა მიანიჭა ქართველს. ეს ტენდენცია ომალის ბრძოლის სტილში რამდენიმე ხარვეზს ქმნის. პირველ რიგში, მოჭიდავესთან ბრძოლის შემთვევაში, ამერიკელს უკან დახევის დროს უჭირს ეფექტური თავდასხმების განხორციელება, ვინაიდან და რადგანაც კრივის ან კიკბოქსინგის კომბინაციების დროს მოწინააღმდეგე დაუცველი რჩება ფეხში შესვლისა და გდებისაგან. ეს გდებები კიდევ უფრო მარტივია, როდესაც ომალი ან უკან იხევს ან გალიასთანაა მიბჯენილი. დაახლოებით ამ სცენარით დამარცხდა ის მერაბთან.

მერაბის სტრატეგია მუდმივი წნეხითა და წინსვლით ხასიათდება, ის უფრო ეფექტურად ახერხებდა დისტანციის შემოკლებას, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე თავდაცვას. ყოველ შემთვევაში ამ პროცესში წინ ის მიდიოდა, ხოლო შონს უკან დახევას აიძულებდა. სწორედ ამ წინსვლის დროს მოახერხა მან ამერიკელის დაგდება, მისი დაზიანება და კონტროლის დროის მოპოვებაც. მერაბისა და ომალის ბრძოლის მეორე რაუნდი,იმდროინდელმა კონტენდერმა კიდევ უფრო დიდი უპირატესობით მოიგო. მან გდება რაუნდის დასაწყისში, ამჯერად კომბინაციათა გაცვლის დროს შემოგვთავაზა დარჩენილი დროის განმავლობაში კი მოწინააღმდეგეს ფეხზე ადგომის საშუალება არ მისცა. აქ ჩანს "შუგას" ბრძოლის სტილის კიდევ ერთი ხარვეზი. ის ზედმეტად მარტივადაა კონტროლირებადი მიწაზე და ძალიან უჭირს ფეხზე ადგომა. ანალოგიურ ვითარებაში დააგდო ის მეორე რაუნდში პიოტრ იანმაც და ანალოგიურადვე შეუშალა ხელი ფეხზე ამდგარიყო. როგორც ვხედავთ შონი დაუცველია გდებებისგან გალიასთან, აგრეთვე უკან დახევის და კომბინაციათა გაცვლების დროს, ხოლო როცა ის ძირსაა კარგ გრეპლერთან, მას უჭირს ფეხზე წამოდგომა. მიუხედავად ამისა ომალის გრეპლინგი საკმარისად კარგია რომ გადაურჩეს საბმიშენს(ამ შემთხვევაში გილიოტინის არაერთ მცდელობას მერაბისაგან), თუმცა არც თვითონ მერაბი გამოირჩევა ბრძოლის დროზე ადრე დასრულების სურვილით, ის ეფექტურად იყენებს საკუთარ უპირატესობას სუნთქვისა და ძალების მალე აღდგენის მხრივ. მისი მიზანი ისიც კიარაა, რომ დაასრულოს ყველა გდება, არ ცდილობს დაანოკაუტოს მოწინააღმდეგე ერთი დარტყმით ან იპოვოს მახრჩობელა ილეთი, არამედ მისი მიზანია, რომ დაღალოს ოპონენტი მუდმივი წინსვლით, გდების მცდელობებითა და წნეხით, მიიყვანოს ბრძოლა საჩემპიონო რაუნდებამდე, სადაც თვითონ ანალოგიური ზეწოლით გაანადგურებს უკვე დაღლილ ნებისმიერ მებრძოლს. ეს მიდგომა შედეგიანი აღმოჩნდა, მით უმეტეს ხუთრაუნდიან შერკინებებში, როგორც ომალისთან, ისე იანთან და ნურმაგომედოვთან.

დაღლისაგან გამოწვეული განსხვავება, მებრძოლთა აქტიურობებს შორის პირველად სწორედ მესამე რაუნდში ვლინდება, ეს რაუნდი საინტერესოა იმითაც, რომ ის, ორი მსაჯის აზრით, იმჟამინდელმა ჩემპიონმა მოიგო. რემატჩისთვის პროგნოზის გასაკეთებლად სწორედ ამ რაუნდის განხილვაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამჯერად შონი ეფექტურად იცავდა გდებებს და თითქოს იპოვა კიდეც მერაბის რითმი, რის შედეგადაც მან მოახერხა რამდენიმე გაცვლაში უპირატესობის მოპოვება და ქართველის დაზიანება კომბინაციებით. ამის მიუხედავად, ომალის რაუნდი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით არ მოუგია, რადგან მიუხედავად გარკვეული წარმატებისა, მერაბმა მას საბოლოო ჯამში მეტი დარტყმა გაუტარა მეტი აქტიურობისა და წინსვლის გამო. ეს რაუნდი გვაჩვენებს, რომ მიუხედავად ამერიკელის გაუმჯობესებული დაცვისა, ის უბრალოდ ვერ "დაეწია" ქართველს. სავარაუდოა, რომ ქამრის ყოფილი მფლობელი ტიტულის დასაბრუნებლად ბრძოლის სწორედ ამ ასპექტზე იმუშავებს, თუმცა საინტერესოა რამდენად საკმარისი იქნება ეს მერაბის დასამარცხებლად, გამომდინარე სწორედ ამ მესამე რაუნდიდან. მითუმეტეს, თუ განვიხილავთ, რომ ომალის მოუწევს თავი ჭიდაობისგან კონსისტენტური წარმატებით 25 წუთის განმავლობაში დაიცვას, მეტად საინტერესო ხდება თუ რამდენად მოახერხებს ის საჩემპიონო რაუნდებში თავდასხმას. თუმცა საგულისხმოა, რომ ომალი საკუთარი ძლიერი მხარეებიდან და ბრძოლის სტილიდან გამომდინარე, სავარაუდოდ გეგმავს კიდეც, რომ ბრძოლა დროზე ადრე დაასრულოს. ისევ და ისევ, როგორც ამ მესამე რაუნდში ვიხილეთ, მერაბი საკმაოდ გამძლე აღმოჩნდა ზიანისადმი და მისი დანოკაუტება სულაც არ არის ადვილი - ომალისთვისაც კი.

მეოთხე რაუნდი განვითარდა მსგავსად პირველისა და მეორისა. მერაბმა მარტივად მოახერხა უკვე დაღლილი ომალის პარტერში გადაყვანა, სადაც მან დარჩენილი რაუნდის განმავლობაში აკონტროლა ამერიკელი. არაფერია განსაკუთრებული, რაც პირველი ორი რაუნდის განხილვის დროს არ გვიხსნებია. ხოლო მეხუთე რაუნდი, რაღაც მხრივ წააგავდა მესამეს, მიუხედავად იმისა, რომ მერაბმა ომალის ძირს გადაყვანა მოახერხა, მან შეძლო ფეხზე წამოდგომა და გაცვლების დროს რამდენიმე ეფექტური დარტყმის გატარება. ეს უკანასკნელი რაუნდი, სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით მოიგო ამერიკელმა. საბოლოო ჯამში მერაბმა პირველ შერკინებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. საინტერესო იქნება მებრძოლთა ხელახალი შეხვედრა. როგორც შონმა განაცხადა პირველი ბრძოლისათვის მოსამზადებელ პერიოდში მან დაიზიანა მენჯი, რაც ხელს უშლიდა მას ჭიდაობაში. საინტერესოა როგორ პერფორმანსს გვანახებს ის ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ შეცვლილი ბრძოლის სტილითა და სტრატეგიით, და რამდენად საკმარისი იქნება ამ სტილსა და სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები მერაბის დასამარცხებლად.

ვიხილავთ თუარა ანალოგიურ შედეგს? იქნება თუ არა ომალი რადიკალურად განსხვავებული, თუ დაამარცხებს მას მერაბი კიდევ უფრო დომინანტურად? ამ შეკითხვებს პასუხი ჩვენი დროით 8 ივნისს, ნიუ იორკში გაეცემა.

• dato

https://k318.liveball.ws/news/ufc

• მურო

ევროპაში ვარ. სად ვუყურო მიმასწავლეთ. გმადლობთ

წინა შემთხვევაში ომალი ჩემპიონი იყო, ხოლო მერაბი ქამრის მაძიებელი და ამიტომ რანგით მაღალი მეტს იღებს სიმაღლის მაძიებელზე.

• მერაბი ჩხოროწყუ

მერაბ შენ გენაცვალე, გისურვებთ წარმატებებს,და აფრიალდეს იქ ჩვენი ლამაზი ქართული დროშა,

• llcl

ღმერთი შენსკენ მერაბ! დაანგრიე ეგ ფერადი კაცი!

• Rable

გამარჯობათ. სტატია წავიკითხე და ჰონორარის შესახებაც ეწერა. დვალიშვილზე რამდენიც ეწერა ორჯერ მეტი ომალის ჰონორარი იყი დზ თუ ეს სიმართლეა, რატომ უნდა აიღოს ომალიმ მეტი؟ -თუ პასუხი ვინმეს აქვს მადლობრლი..

• კაკო

მაგარი სტატიაა, ველოდებით მეორე შეხვედრას. მერაბი ჩვენი ლომია

[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა

"მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ" - ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა

"დვალიშვილისთვის სწრაფად გამოჯანმრთელება არ მისურვებია" - რუსეთში ჩასულმა იანმა თავი იმართლა

[VIDEO] ზურიკო დავითაშვილმა "ბასტიას" გაუტანა

"მეცი" - პსჟ. სასტარტოში მხოლოდ ერთი ქართველია

[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!

გოჩოლეიშვილი სასტარტოშია - მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის არიან

რუი პატრისიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

"ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად 17 წლის ეგვიპტელ ფორვარდს განიხილავს

სეზონის ბოლომდე საფრანგეთში - ენდრიკი "ლიონში" გადავა

"რეალის" შესახებ საუბარი არ მსურს" - ფლიკი ლა ლიგაში საჩემპიონო რბოლაზე

"არ მინდა, რომ წავიდეს" - სლოტმა სალაჰის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა

მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს

"ბარსამ" მაგარი მატჩი მოიგო და ევროლიგაზე მესამე ადგილზე გადავიდა

რა შემთხვევაში შევლენ "მეცთან" კვარაცხელია და ბარკოლა შეცვლაზე - Le Parisien-ი განმარტავს

პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან

ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლების გამო კარიერის დასრულება მოუწევს

"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

რა ხდება აზაროვთან დაკავშირებით - კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, უკრაინის ჩემპიონატზე კი არ ათამაშებენ

სომხური გუნდი ევროტურნირზე სომეხი ფეხბურთელების გარეშე თამაშობს

"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა

ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა

იქნება კვარაცხელია შემტევ სამეულში? - წლის ბოლო ტური და სხვა მატჩები

"დროა, ცოლი და შვილები გყავდეს" - იანმა დვალიშვილის პოსტს უპასუხა

მერაბ დვალიშვილი: თუ ომალს რემატჩი უნდა, ის მას მიიღებს

"შოუს დადგმა ვცადე" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

"თოფურიას ცარუკიანთან არ აჩხუბებენ, რადგან UFC-ის არ სურს, რომ თოფურიამ საჩემპიონო ქამარი დაკარგოს" - შონ ომალი

"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა

[VIDEO] "ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ... საქართველოს გაუმარჯოს!" - დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა

"ჩემთან მხოლოდ 5 თეიქდაუნი ჰქონდა, რადგან როცა მაგდებდა ფეხზე აღარ ვდგებოდი" - შონ ომალი

"ეს ჩემი ქმარია!" - პიოტრ იანის მეუღლე მისი მეორე ნახევრის დვალიშვილთან გამარჯვებას გამოეხმაურა

მერაბის სატიტული ბრძოლა გადაიდო? - შონ ო'მალიმ ალჯამეინ სტერლინგი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

[VIDEO] მერაბი თავის სტიქიაშია - ასე გამოჩნდა ქართველი UFC 316-ის პრესკონფერენციაზე

"დვალიშვილისთვის სწრაფად გამოჯანმრთელება არ მისურვებია" - რუსეთში ჩასულმა იანმა თავი იმართლა

[VIDEO] მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი გაანადგურა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა!