"ბორჯღალოსანმა" ბექა საღინაძემ ჩელენჯ თასის ნახევარფინალში "რასინგ 92"-ს ლელო გაუტანა და "ლიონს" ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

26 წლის მესამეხაზელი თამაშში 47-ე წუთზე ჩაერთო, 4წუთში რაქიდან შეუტია და ძალისმიერი ლელო გაიტანა, რის შემდეგაც ანგარიში 18:8 გახდა. საბოლოოდ "ლიონმა" 29:15 გაიმარჯვა და ჩელენჯ თასის ფინალში 23 მაისს ინგლისურ "ბასს" შეერკინება, რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალში "ედინბურგს" სძლია (39:24).

სამწუხაროდ, საღინაძემ ტრავმა მიიღო და 66-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. "ლიონის" რიგებში სრულად გაისარჯა ფულბეკი დავით ნინიაშვილი, ხოლო "რასინგ 92"-ის განაცხადში იყო გურამ გოგიჩაშვილი, რომელიც თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო.

ქართველების "ლიონმა" ჩელენჯ თასის ფინალში 2022 წელს ითამაშა, "ტულონი" 30:12 დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა, ახლა კი იგივეს გამეორებას ინგლისურ "ბასთან" ეცდება.

Rugby.ge

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
ჯერ პრემიერ ლიგაში დარჩით და მერე მოვალო - დე ძერბიმ "ტოტენჰემს" თანხმობა უთხრა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
პსჟ მატჩის გადატანას ითხოვს - "ლანსი" წინააღმდეგია
U21 | ახალგაზრდულმა მარტის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - პირველი ვარჯიში წყალტუბოში
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
თავის აღზრდილს დაიბრუნებენ? - "რეალი" კარვახალის შემცვლელს ეძებს
ანტი-რეკორდის გამეორება 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ - "ტოტენჰემი" ღრმა კრიზისშია
38 წლის ასაკში დიმიტრი პაიემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
[VIDEO] მესიმ პელეს გადაუსწრო - ლეოზე წინ ახლა მხოლოდ ჟუნინიოა
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს