ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ინტერმა“ ბარსელონას“ დამატებით დროში 4:3 სძლია, ორრაუნდიანი დაპირისპირება 7:6 მოიგო და ფინალში გავიდა.

მატჩი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და მარტინესის გოლით დაგვირგვინდა, რომლის თამაში ტრავმის გამო ბოლო მომენტამდე საეჭვო იყო. 42-ე წუთზე საჯარიმოში შეჭრილი ლაუტარო კუბარსიმ წააქცია, მსაჯმა მარჩინიაკმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, ჩალჰანოღლუმ შჩესნის კარი დალაშქრა და „ინტერმა“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.

მეორე ტაიმში სტუმრები გარდაისახნენ, სრულ უპირატესობას დაეუფლენ და შედეგსაც მიაღწიეს: შეტევაში ჩართულმა ერიკ გარსიამ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ზომერის კარში და ანგარიში შეამცირა. ცოტა ხანში სწრაფი კონტრიერიშისას ერიკ გარსიას დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ზომერმა მოიგერია. თუმცა, მალე ოლმომ თანაფარდობა აღადგინა. მარტინესმა კი თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და 71-ე წუთზე ტარემიმ შეცვალა. „ბარსამ“ ზეწოლა გააძლიერა, იამალს ზომერმა არ დაანება გატანა, ხოლო 87-ეზე რაფინიამ გაიტანა და კატალონიურ გუნდი წინ გაიყვანა. თითქოს გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა, მაგრამ კომპენსირებულ დროში აჩერბიმ ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.

99-ე წუთზე ფრატეზიმ „ნერაძური“ დააწინაურა, ბოლოს "ბარსელონა" შტურმზე გადავიდა, თუმცა მეოთხე გოლის გატანა ვერ შეძლო და მილანურმა გუნდმა გაიმარჯვა.

ფინალში „ინტერის“ მეტოქე დღეს პსჟ-სა და „არსენალის“ შეხვედრაში გაირკვევა.

მილანი. „სან სირო“

ინტერი - ბარსელონა 4:3 (ძირ. დრო 3:3)

გოლები: 1:0 მარტინესი (21), 2:0 ჩალჰანოღლუ (45, პენ), 2:1 ერიკ გარსია (54), 2:2 ოლმო (60), 2:3 რაფინია (87), 3:3 აჩერბი (90+3), 4:3 ფრატეზი (99)

- "ინტერი" ფინალში ბოლო სამ წელიწადში მეორედ გავიდა - ისტორიაში მეშვიდედ.

- "ინტერი" ჩემპიონთა ლიგაზე სახლში 972 დღის მანძილზე დაუმარცხებელია.

- "ბარსელონამ" მიმდინარე ტურნირზე 24 გოლი გაუშვა, რაც კლუბის ანტირეკორდია.

- 37 წლის აჩერბიმ ევროტურნირებზე პირველი გოლი გაიტანა.

- რაფინიამ ჩემპიონთა ლიგაზე რონალდოს (2013-2014-ის სეზონი) საგოლე მოქმედებების რეკორდი გაიმეორა - 13 გოლი და 8 საგოლე გადაცემა.

- მარტინესმა მიმდინარე ტურნირზე 9 გოლი გაიტანა და „ინტერში“ 2002-2003-ის სეზონში კრესპოს დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

- დუმფრისის ანგარიშზე „ბარსელონასთან“ 2 შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

- დღევანდელ დაპირისპირებაზე 75 ათასი ბილეთი გაიყიდა, რაც „ნერაძურის“ რეკორდია და კლუბის მოგებამ დაახლოებით 14 მილიონი ევრო შეადგინა.

korden dalass
შავი ბიჭი ვარ და მინდა ცოლად მოგიყვანო,გამომყვები?
Niksonas
მესის, მერე ვერ ვიტან ბარსას და ყოველთვისაც გამეხარდება მისი წაგება! აი ეს მთავარი მიზეზია, რისთვისაც შევიჯავრე ეგ გუნდი. რაც შეეხება ინტერს რატომ ვქომაგობდი? ლაუტარო მარტინესის გამო! არგენტინელია და ლეოსთანაც კარგი ურთიერთობა აქვს, ამის გამოც! ისე, რო მეგობარო! გავაგრძელებ ფეხბურთის ყურებას და ბევრჯერაც ვუსურვებ ინტერს გამარჯვებას! გიგა.
Niksona
შეეშვა ფეხბურთის ყურებას ჯობია.ალბათ ბევრჯერ ყავს შენი გუნდი გამწარებული მეგობარო :)))
davit
მაგარი თამაში იყო ორივე. რეალურად ინტერმა დაამარცხა თავისზე უფრო ძლიერი გუნდი. სწორი ტაქტიკით და ცოტა იღბალით. რა თქმა უნდა ინტერიც ერთ ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში თუმცა დღევანდელი ბარსას დამარცხება მარტივი რამე არ არის. თან სულ ვფიქრობდი ვინ სჯობია პსჟ სთვის ფინალში. მიუხედავად იმისა რომ ლუის ენრიკე კარგად იცნობს ბარსას შიგა სამზარეულოს, მაინც ვფიქრობ რომ ინტერთან უფრო აქვს შანსი. მესმის რომ ურთულესი ფინალი იქნება. ინტერი ერთ ერთი ყველაზე დაბალანსებული და სწორად მოთამაშე გუნდია, თან ფინალი ერთი თამაშია და ყველაფერი ხდება. მაგრამ იმდენად მინდა რომ ხვიჩამ და პსჟ-ემ მოიგოს ლიგა რომ რა ვიცი. ვგულშემატკივრობ ჩვენს ოქროს ბიჭს და მჯერა მოიგებს ლიგას. ჯერ არსენალთან მეორე თამაში არ ყოფილა და მაინც ამას ვწერ. დარწმუნებული ვარ არსენალსავ გაივლის პსჟ და ფილალსაც მოიგებს!!!
ბს
დედა რა იყო ეს!
დავითას
რატომ არის, რომ ყველა შენს კომენტარებში, ეპილეფსიის ნიშნებია?
ზურა 222
ბარსელონას, რომ მოეგო ჩაწყობილი არ იქნებოდა? ინტერმა დამსახურებულად მოიგო და გეყოთ ეს "შეთქმულების თეორიებზე" ბჟუტური.
ოთოს
ფეხბურთმა კი არ წააგო, ბარსამ წააგო და ინტერმა კი კარგი ფეხბურთი გვიჩვენა! ეყოთ ბარსას და რეალს დომინირება! ეხლა სხვების დროა!
კორდენას
ასე, რომ გიყვარს ეს შავები, წადი აფრიკაში და გაყევი ვინმე შავს, შენც დაისვენებ და ჩვენც შენნაირი ხურუშიანისგან!
duo
ნუ მაზგაჩობ
დავით 67-ს
მე ვარ ინტერის სტაჟიანი ფანი და გუშინდელი ინტერის მოგების მერე, ნაღდად ეპილეფსია არ დამმართვნია, პირიქით უბედნიერესი ვიყავი! დავით,სიტყვები შეარჩიე.
გიგა
ყოჩაღ ინტერ! თავიდანვე გბალეშჩიკობდი! ეხლა ფინალში გადამწყვეტი სიტყვა უნდა სთქვა! მესის მერე ვერ ვიტან ბარსას!
korben dalass
ვუყურებ ფეხბურთელების წინ მდგომ ბავშვებს და გული მეთუთქება. განსხვავებით არსენალი პსჟს შეხვედრისგან, ანდაც ასტონ ვილა პსჟ დან, სადაც 12 წინ მდგომ ბავშვიდან 20 დიადი შავკანიან ინდუსები იდგნენ აქ კი სულ თეთრკანიანები დგანან,ეს ნიშნავს რომ ლიბერალიზმი გამართულად არ მუშაობს იტალიაში სირცხვილი! მე დავსჯიდი ამის გამო იტალიას ინტერის მოკვეთით!
Clubman
ორ თამაშში 7 გოლი რაღაც ძალიან არა იტალიური ამბავია :))) ვულოცავ ტიფოზებს
თბილისელი
17 წლის იამალი საოცრებაა.ტექნიკასა და მოედნის ხედვაზე არაფერს ვამბობ,ფიზიკურადაც რომ ასეთი გამძლეა...
zura222
ჩაწყობილი თამაში იყო, აბა ამდენი გოლი ეგეთ თამაში არ გადის, ტოტალიზატორებს მაყუთი აკეთებიეს.
მალხაზ ჯობავა
ჩემი აზრით პსჟ-სთვის ინტერი ჯობია, რადგან მგონია პსჟ-ს დაცვა ვერ გაუძლებდა ბარსას შეტევებს. თუმცა ეს უკვე წარსულია, მთვარია დღეს კვარა და &-იამ მოუგოს არსენალს და ფინალშიი...., აღდგომა და ხვალეო.
ოთო
გუშინ ფეხბურთმა წააგო
ხვიჩას ბრბის რა…?:))
ხოლო გადამწყვეტ გოლს ხვიჩა საკუთარ კარში გაიტანს და ამით მისი ბრბო იამაყებს:)))))
დავით 67
მართლაც საოცარი მატჩი გამოვიდა 3-3 2-ჯერ, მგონი არ ყოფილა ლიგაზე არასდროს. ამიტომაც არის ფეხბურთი არაპროგნოზირებადი, რაც ტოტალიზატორის მოთამაშეებმა ვერ შეიგნეს,მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე. მე რატომ ვქომაგობდი ინტერს, მგონი გასაგებია, რადგან ინტერი უფრო შედარებით იოლი დასამარცხებელი მგონია პსჟესთვის,მაგრამ გამოჩნდა ხალხი რომლებსაც ინტერის გაჩემპიონება ნდომებიათ. აი ამას ვერ ვიგებ. რატომ უნდა გინდოდეს რომ პსჟეს მოუგოს ინტერმა. თუმცა ჯერ პსჟ არაა ფინალში, არ ვფიქრობ რომ არსენალი ადვილი დასამარცხებელია ( თუნდაც ფრე) . ერთადერთი მიზეზი ვისაც ინტერის მოგება უნდა, მას უბრალოდ ხვიჩას წარმატება შურს, ეპილეფსია ემართებათ. სხვა ახსნა არა აქვს ამ ფაქტს!
მეგრელი
რა ძაღლი გუნდია ეს ინტერი, საღოლ. ეხლა ჩააყენებს ავტობუსს ფინალში, ხვიჩას დაუყენებს 3 კაცს
მოცლილი
მე არ მიხარია,იტალია რომ იმარჯვებს.თუმცა,საბოლოო ჯამში, შეიძლება ასე სჯობდეს ფინალისთვის: პსჟ-სთვის უფრო ადვილი მეტოქე იქნება.როგორ გამიხარდება,ხვიჩამ გადამწყვეტი გოლი რომ გაიტანოს...მერე საინტერესო იქნება იტალიელების კომენტარების მოსმენა:-) :-)
toy
ხვალ პსჟ დაამთქნარებს და უყრეტ მერე სვარკას ინტერი-არსენალი.დდდდდდ
ვახო...
ინტერ ამალა! ეს მატჩი, ფეხბურთის ისტორიაში, თავის დამსახურებულ ადგილს დაიკავებს და ეს ფაქტია! ევროპის ყველაზე ხანდაზმულთა გუნდმა, მოუგო, ევროპის ყველაზე ტექნიკურ გუნდს! ბრავო ორივე გუნდს! ინტერ მიყვარხააააარ... ფორცა ინტერ!
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...