ყველა ფრანგული გამოცემა ვარაუდობს, რომ პსჟ-ს მწვრთნელი ლუის ენრიკე „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში იმავე თერთმეტეულს გაიყვანს მოედანზე, რომლითაც „ემირეითსზე“ თამაში დაიწყო, მაგრამ აქ არის ერთი შესაძლო პრობლემა, რაც მისთვის თავსატეხია.

კერძოდ, მზადაა თუ არა სრული დატვირთვით საასპარეზოდ უსმან დემბელე, რომელმაც ტრავმა მოირჩინა. არც ისაა გამორიცხული, გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნოს და ესპანელმა სპეციალისტმა უნდა გადაწყვიტოს, დააყენოს თუ არა დემბელე სასტარტოში.

სხვა მხრივ არანაირი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ლუის ენრიკემ წამყვანი ფეხბურთელების უმეტესობა „სტრასბურგთან“ დაასვენა - აშრაფ ჰაკიმი, ნუნო მენდეში და მარკინიოსი სახლში, ხვიჩა კვარაცხელია, ვიტინია და ვილიან პაჩო კი სათადარიგოთა შორის დატოვა. მედიის მტკიცებით, „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელები ოპტიმისტურად არიან განწყობილი, ლუის ენრიკე, ალბათ, დემბელეს მაინც თავიდანვე ათამაშებს, დუე მარჯვენა, ხოლო „კვარა“ უმეტესად მარცხენა ფლანგიდან შეუტევს.

პსჟ-ს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე, კვარაცხელია, დემბელე.

გელა
ოო არსენალი თავს არ დაზოგავს მაგარი დრამა იქნება...გოლების მანქანა შეიძლება ეხლა აამუშაოს!!!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე