„გალათასარაიში“ იჯარით გაშვებული ვიქტორ ოსიმენი მალე „ნაპოლიში“ უნდა დაბრუნდეს და ჯერ გაურკვეველია სად გააგრძელებს კარიერას.

Sky Sport-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ განაცხადა, რომ ოსიმენის 75 მილიონ ევროდ გამოსყიდვაზე მხოლოდ „ალ ჰილალი“ და „ალ აჰლი“ არიან თანახმა, თუმცა ნიგერიელი საუდის არაბეთში გადაბარგების წინააღმდეგია და ევროპის რომელიმე კლუბში თამაში სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

თურქული „ფანატიკის“ ცნობით, ოსიმენი „გალათასარაის“ ლიდერია, გულშემატკივრების კერპია და სტამბოლური კლუბი მის შესაძენად მზადაა 66 მილიონი ევრო გადაიხადოს, თავად ფეხბურთელს კი წლიურ გასამრჯელოდ 9 მილიონი დაუნიშნოს.

ვიქტორი ამ სეზონში სუპერლიგის 27 მატჩში გატანილი 24 გოლით ბომბარდირია, აგრეთვე 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ნეაპოლურ კლუბთან კი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

„გალათასარაი“ 32 ტურის შემდეგ 83 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ფენერბაჰჩეს“ 8 ქულით უსწრებს და დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

ცოფიანი სპილო
მერე დარჩეს, ევროპა თუ უნდა, გალათასარაი ზუსტად რომ სტამბოლის ევროპულ ნაწილში ბინადრობს, გოლებს იტანს, ხალხს უყვარს, ლიგაზეც გამოვა, მერე კიდე უკეთეს გუნდშიც დაუძახებენ, თუ თავი ისევ გამოიჩინა
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს