ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „არსენალი“ 2:1 დაამარცხა, ორრაუნდიანი დაპირისპირება 3:1 მოიგო და ფინალში გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ დემბელემ მიღებული ტრავმის შემდეგ ვარჯიში დაიწყო, პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სასტარტოში მის ნაცვლად მაინც ბარკოლა დააყენა. კვარაცხელიამ თავიდან თამაში მარცხენა ფლანგზე დაიწყო, დუემ მარჯვენაზე, ბარკოლამ კი უფრო ცენტრში. დებიუტში სტუმრებმა სამი მომენტი ვერ გამოიყენეს: რაისის თავური მიზანს ასცდა, მარტინელის და ედეგორს გატანა დონარუმამ არ დაანება. მე-17 წუთზე ხვიჩას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. შემდეგ კონტრშეტევისას შანსი დუემ ვერ გამოიყენა. მერე „კვარა“ რაისმა წააქცია და მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო გამომუშავებულ საჯარიმოს ფაბიანის გოლი მოჰყვა, რომელმაც რიკოშეტით მასპინძლები დააწინაურა. ცოტა ხანში ქართველმა ბარკოლა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან რაიას ვერ აჯობა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო და ისევ გადაარჩინა დონარუმამ თავისი გუნდი, როდესაც საკას დარტყმული ბურთი მოიგერია. მერე ჰაკიმის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში ხელზე ლიუის-სკელის მოხვდა, მაგრამ ვიტინიას შესრულებული პენალტი რაიამ მოიგერია. ლუის ენრიკემ ბარკოლა დემბელეთი შეცვალა. ჰაკიმიმ კი „მეთოფეთა“ კარი დალაშქრა. თუმცა, მალე საკამ ანგარიში შეამცირა. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან. იერიშისას ხვიჩას კალაფიორისთან შეხლა-შემოხლა მოუვიდა და არბიტრმა ორივეს ყვითელი ბარათი უჩვენა. დარჩენილ დროში არაფერი შეიცვალა და პსჟ-მ გაიმარჯვა.

31 მაისს, მიუნხენში ფინალში პსჟ „ინტერს“ შეხვდება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - არსენალი 2:1

გოლები: 1:0 ფაბიანი (27), 2:0 ჰაკიმი (72), 2:1 საკა (76)

გამოუყენებელი პენალტი: ვიტინია (69, პსჟ)

მესტო
საოცარი მიღწევის ზღვარზეა ხვიჩა. საფრანგეთის ჩემპიონატი უკვე მოიგო. ასევე შეიძლება მოიგოს იტალიის სერია ა და თუ სამართალია, წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის შემხედვარე ინგლისის პრემიერლიგის ტიტულიც ეკუთვნის. სიტი-ლივერ-ვილა-არსენალი სკოლის წიგნებივით რომ მიაწყო ერთმანეთზე ))))
არნო
სომხურ- მეგრული ფინალი გველოდება!!
კობუჩი
არ გვინდა ეს საცდელი საიტი დააბრუნეთ ის კარგი დრო
კობუჩი
დააბრუნეთ ძველი საიტი. ფინალამდე გაქვთ დრო
კობუჩი
მხოლოდ შვიდი კომენტარი სტატიაზე სადაც ძველ საიტზე ბუმი იქნებოდა. მტრები ხართ საკუთარი თავების თუ რას აკეთებთ ვერ ვხვდები შემოგეცალათ ხალხი
G.LA
No Messi, no Neimar, no mbappe PSG in final. ეს არის SBC sport კომენტატორის სიტყვები. ბევრნი მეუბნებოდნებ მესი, ნეინარი და მბაპე იყვნენ და ვერაფერიო, ახლა შენი კვარა მათზე მეტიაო თუ დემბელეო? ენრიკემ შექმნა გუნდი სადაც ყველა ფეხბურთელს სჯერა თავის თავის და დარწმუნებულნი არიან თავის თავში. ასე ვერ იყო და ვერ იქნებოდა იმ დიდ მართლაც ვარსკვლავებთან ერთად. ჩვენი ბიჭი ფინალში და იმედით ვართ ყველანი. გილოცავთ ყველას. წარმატება და ჩემპიონობა კვარას.
Xo.
პსჟ-ში რატომ გადავიდაო ყველას დებილი ეგონა პარიზში რომ ჩავიდა, ძალიან ბევრი დებილი მთელ მსოფლიოში რუსებიც კი წერდნენ კრუასანების საჭმელად და საგულაოდ ჩავიდა პარიზშიო თორე საფეხბურთო თვალსაზრისით სისულელეაო მანდ ჩასვლა, იმის მიუხედავად მაგათი რუსი საფონოვიც არის მაგ გუნდში გაუთრიათ უკვე ფინალში. ჭკუა არ ქონიაო ყველა მაგას იძახდა მსოფლიოში. ეხლა რა?! ჩაა#***** მეინა სუყველას აი უკვე ლიგის ფინალშია გასული, ეგ არის ყველაზე მაგარი. იმიტო რო სადაც მე ვარ ბიჭო, იქ არიო მაგარი
უფროსი
ვიდეო https://youtu.be/WAVuvgboJq4?si=0TVfJPqRAZWzkkm7
zura222
ხვიჩამ ყვითელი რომ მიიღო იმის მერე პირველად ვნატრობდი რომ შეეცვალა ენრიკეს ხვიჩა D მაგრა დავპანიკდი რომ მეორეც არმიეღო იმიტომ რომ თამაშის ბოლოსთვის მოიმატებდა დაძაბულობა იქნებოდა პროვოკაციები და ხვიჩას ფიცხი ხასიათი რომ ვიცით შეიძლება აყოლოდა( საბედნიეროდ გადავრჩიით )))
მალხაზ ჯობავა
გილოცავთ ძმებო ქართველებო! ძველი ფორმატის სპორტალზე ვწერდი, რომ ხვიჩას თამაშთან ერთად, ფეხი აქვს ყისმათიანი და სადაც არ უნდა გადავიდეს, ყველგან ჩემპიონი იქნებამეთქი! ისემც აგიხდეთ ყველაფერი როგორც ეს გამართლდა. დაველოდოთ ფინალს ,სადაც დავინახავთ კვარას ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში.
მოცლილი
მე ვიცოდი,რომ პსჟ ფინალში გავიდოდა და ახლა ფინალი იქნება ძალიან მაგარი- კვარა რომ გადამწყვეტ გოლს გაიტანს,თან იტალიის წინააღმდეგ. როგორი გაფაციცებით ადევნებენ ისევ თვალს მის თამაშებს.ეგრე უნდა მაგათ :-):-) :-).
ტუკო რამირესი
გილოცავთ, ძმებო!
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა