<p>ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალის“ დამარცხების (2:1, 1:0) შემდეგ, Prime Video-სთან კომენტარი პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა:</p> <p> </p> <p>„ფინალში გასვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემი ოცნება იყო. თითქოს სიზმარია. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. „ინტერთან“ რთული თამაში გველის, რომელმაც ფინალში გასვლა დაიმსახურა. სიმონე ინძაგის გუნდს პატივს ვცემთ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, ჩვენც ფინალში ვართ და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვიმსახურებთ. თასის პარიზში ჩამოსატანად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება“.</p>
ქომაგი
გენაცვალე კვარა, ოქრო ხარ ბაჯაღლო და იღბლის/ბედნიერების მომტანი. უფლის ნებით, გახარებული გვენახე 31 მაისის ღამეს (ჩვენთან ერთად)
ნათია
გაიხაროს შენმა გამზრდელმა კვარა
სოსო
სამწუხაროდ ინტერიც შესანიშნავად იცნობს კვარას და კარგად იცის,მის წინააღმდეგ როგორ უნდა ითამაშოს.ალბათ კარგად გეხსომებათ,როგორ ეთამაშებოდნენ ჯარიმის ზღვარზე და ზღვარს მიღმა.ყოველ ეპიზოდში მაქსიმალური ტკივილის მიყენებით და მძიმე ტრავმის მიყენების შიშით.ამ დროს იტალიელი მსაჯები გულმოდგინედ იყურებოდნენ ხოლმე სხვა მხარეს.აქ მსაჯი იტალიელი არ იქნება,მაგრამ ფინალია,ერთი მატჩი ტარდება და ინტერის ზეგამოცდილი ფეხბურთელები,საჭიროების შემთხვევაში,პირველ რიგში ალბათ სწორედ ზეხისტი თამაშით შეეცდებიან პსჟს ტექნიკური ფეხბურთელების განეიტრალებას.რა თქმა უნდა ინტერს დიდებული ფეხბურთის თამაშიც შეუძლია და ითამაშებს კიდეც,მაგრამ უხეშობა და პროვოკაციაც მათი არსენალის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და მის გამოყენებაზე უარს არასოდეს იტყვიან.
კოტე
გეთანხმები ორივე კარგი იყო გუშინ, მაგრამ ჰაკიმიც ძალიან კარგი იყოს და ბევრს მუშაობდა თან გოლიც შეაგდო, ვფიქრობ დამსახურებულადაც გახდა თამაშის საუკეთესო. კვარას დარტყმული რომ ძელს არ მოხვედროდა მერე გენახა მაგის შეფასება.
ჟორა გაბრიჭიძე
კვარა დიდი თილისმაა და ყველგან წარმატება მიაქვს. გაიხსენეთ რა მდგომარეობა ჰქონდა პსჟ-ეს ჯგუფურ ეტაპზე კვარას მისვლამდე, მისი მისვლის შემდეგ კი გუნდმა მაღალი სიჩქარე ჩართო და ჯგუფში დარჩენილი ორი თამაშიც მოიგო და დღეს ფინალშიდაც გავიდა. რაც შეეხება ფინალს ინტერი კვარასთვის კარგად ცნობილი გუნდია და იცის, როგორ მოარგოს გასაღები. მალე ჩემპიონთა თასი გვენახოს ხვიჩას ხელში.
სოსო
სუპერ თამაში ქონდა კვარას - შემტევს ყველაზე მეტი ართმევა ქონდეს, ვერ ვიხსენებ. კარგია, რომ იამალი ფინალში ვერ გავიდა, თორე მაგის დამჭერი ფრანგებს არავინ ყავთ. კვარა ჯარიმიდან შეაგდებს და ფინალი ერთით ნოლი დამთავრდება:-))
მიშა
პატრიოტიზმით არაა ნაკარნახევი მაგრამ ამას ვიტყვი. ხვიჩა რო არ ეყიდათ დარწმუნწბული ვარ ფინალში ვერ გავიდოდნენ.
დავითი
არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ხვიჩა იყო საუკეთესო ორივე გუნდის შემადგენლობიდან. დონარუმას არ ვივიწყებ, საოცარი სეივები ქონდა, მაგრამ რაც შეეხება თამაშის მოგებას, ეს სრულად ხვიჩას ბრწყინვალე თამაშის დამსახურება იყო. ჩემი აზრით, ამჟამად ხვიჩა უდავოდ არის პსჟ–ს ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი. კაპელო ნაღდად დამეთანხმება))
lasha
მოიგებენ ფრანგები ფინალს უკვე იმსახურებენ :) კვარახელია დიდი ძალა დაიმატეს. იმასახურებს ფინალში გოლის გატანას
მალხაზ ჯობავა
მაგარი ხარ კვარა! და ფეხბედნიერი, რაც შენ გუშინ ითამაშე ყოჩაღ. ვორლდსკორების და ფლეშსკორების დედაც ერთი, შენი შემფასებელი და დამფასებელი შენი ხალხია, და ევროპის წამყვანი სპეციალისტები. მადლობა ჩვენი გახარებისთვის, და თასით ჩამოსვლას გისურვებ საქართველოში და შენს მშობლიურ სამეგრელოში.
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია