ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ემანუელ პეტიმ Talksport-თან ინტერვიუში "პარი სენ ჟერმენის" შესახებ ისაუბრა.

"არსენალის" ყოფილი ნახევარმცველის თქმით, ბოლო წლებში პსჟ-ს შეცვლილმა სატრანსფერო პოლიტიკამ შედეგი გამოიღო.

"ლუის ენრიკეს პირადი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მასთან "ბარსელონაში" 1 წელიწადი გავატარე. ესპანელზე შემიძლია ვთქვა, რომ შესანიშნავად მუშაობს, ძალიან კარგ გუნდს აკეთებს. უამრავი წლის განმავლობაში პსჟ-ს გულისამრევ გუნდად მივიჩნევდი, რადგან ზედმეტად ამპარტავნები იყვნენ. თითქოს მათი დევიზი ასეთი იყო: "ჩვენი ფულით ყველას ვიყიდით". ადრე როცა ტელევიზორში მათი მატჩები მხვდებოდა, ვთიშავდი.

საქმე მხოლოდ ენრიკეს კარგ მუშაობაში არ არის, გუნდმა სულისკვეთება შეიძინა", - განაცხადა პეტიმ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "პარი სენ ჟერმენი" "ინტერს" დაუპირისპირდება, მატჩი 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ძალიან საინტერესო პოსტია!საიტის ფორმატი კი შესაცვლელია.არ შეიძლება ამის დარჩენა.
ზედა მეზობელი
მართალია ეს კაცი,თუმცა არც ეხლა ხარჯავს ნაკლებს. რაც შეეხება აქაურ კომენტარებს,რა ლიგა მოიგო უკვე პსჟმ? ინტერი ეგრე მარტივად ჩამოსაწერი გუნდი არ არის,ინძაგი მით უფრო. ეს მწვრთნელი თასების მწვრთნელად მიიჩნეოდა და ახლაც ასეა,ლაციოდან სისხლი გაუშრო თასებზე ჩრდილოელ გიგანტებს იტალიაში. მით უფრო რო ერთი ფინალი წაგებული აქვს,მე თუ მკითხავთ,სიტი დაჩაგრა იმ თამაშში და არ გაუმართლა საშინლად. ყველაფერს ჯობია,ჯერ გადახტეთ და მერე ისაუბროთ პსჟ ლიგის მოგებაზე. ფინალში გასვლა არ ნიშნავს მის მოგებას,ფინალს პრაგმატიზმი იგებს და არა ის ფეხბურთი რასაც ენრიკე ათამაშებს მთელი სეზონი. ეგრე ლივერპულმა 3 ფინალი ითამაშა და ერთი მოიგო,რა რეალზე ნაკლებ ფეხბურთს თამაშობდა კლოპის ლივერპული? ბურთი დაახია ანჩელოტის რეალს,მარა ერთთხელ გადავიდა რეალი და გოლი შეუგდო. ეს არის იტალიელების ნიშა,უკნიდან თამაში იციან და რა გგონია რო ბარსას პსჟზე ნაკლები შემტევები ყავს? რაფინიას ყველაზე მაგარი სტატისტიკა აქვს და იამალს კი 2-3 კაცი დასდევდა,თუმცა ინტერი გავიდა ფინალში. ეგრე მარტივად არ არის საქმე,ინტერი უცნაური და საშიში გუნდია,დაცვაც შეუძლია და შეტევაც. აგერ ინძაგიმ,თავისი კაპიტანი მოხსნა ორივე თამაშში და მაინც სასურველი შედეგი დადო. პსჟს იგივე შეუძლია? კვარა ან დემბელე რო გამოაცალა თამაშის მიმდინარეობისას,მერე რას შვებიან? იგივეს ან უკეთესად ითამაშებენ? გამოგიყვანს დირკა დარმიანს და უმაგრეს თამაშს ითამაშებს. ბევრი რო არ გავაგრძელო,ინძაგი მაგარი ტაქტიკოსია და მისი ჩამოწერა არ შეიძლება. მე მგონია რო 60-40 არის შანსები ინტერის სასარგებლოდ. აი,ინძაგი რო არ ყავდეს ინტერს,მერე პსჟს უპირატესობა იქნებოდა. დაიმახსოვრეთ,მწვრთნელები იგებენ თამაშებს,ინტერის თამაშებს ინძაგი იგებს,რადგან თამაშში 5-6 ცვლის სისტემას და ნებისმიერი რამის მოლოდინი უნდა ქონდეს ენრიკეს,ექნება კიდეც. ეგ ენრიკე არ იყო რომაში,რამე ქნა იქაურ ტაქტიკოსებთან? გაგდეს რომადან ეგ კაცი,მერე ბარსა ჩააბარეს და იქ ყველაფერი მოიგო,რადგან მესი ყავდა. ცუდი მწვრთნელი კი არ არის,მაგას არ ვამბობ,პირიქით,მისი სტილი მომწონს,თუმცა იტალიურ გუნდებთან ან მწვრთნელებთან გაუჭირდება,რადგან სისტემას არ ცვლის,როცა მეტოქე შეცვლის. ერთხელ ანჩელოტიმ თქვა კლოპზე,მასთან თამაში ადვილია,რადგან სისტემას არ ცვლისო. დღემდე ეგრე ვფიქრობ,კლოპის ლივერპული იმ ანჩელოტის რეალზე კარგი გუნდი იყო,თუმცა ტიტული რეალს დარჩა.თუ ინტერი მოიგებს,პსჟზე უკეთესი გუნდი არ იქნება და თუ პსჟ მოიგებს,არ იქნება უძლიერესი ევროპაში. კონკრეტულ მომენტში კარგ ფორმაში შეხვდა გუნდი და გავიდა ფინალში. აგერ არსენალს ობიექტურად თავდასხმა არ ყავდა,მიკელ მერინო ყავდა 9 ნომერზე,როცა 8 ნომერია კაცი.იგივე ლივერპული გადაღლილი იყო,რადგან ეს გუნდი ახლა შენდება და ტრანსფერის გარეშე ითამაშა სეზონი. ამიტომაც,დიდი იმედები არ მექნებოდა პსჟს ლიგის მოგების,თუმცა თქვენი საქმეა ეგ. ობიექტურად,ასეა სიტუაცია და არა ისე როგორც თქვენ ამბობთ. კვარას გამო სუბიექტურები ხართ და სუბიექტურს ობიექტურად გვასაღებთ.აგერ იუნაიტედი და ტოტენჰემი არიან ფინალში ევროპა ლიგის,სუპერთასზე ერთერთი შეხვდება პსჟს და რო მოუგოს,რა გამოდის,მათზე მაგრები არიან? 40 ქულაც არ აქვთ პრემიერლიგაში ამ გუნდებს და სულს ღაფავენ,თუმცა კონკრეტულ ტურნირზე კონცენტრაციას ახდენენ,ასეა პსჟს ამბავიც. ტოტენჰემის არ ვიცი,მარა იუნაიტედი მართლა მოუგებს პსჟს სუპერთასს,თუ რათქმაუნდა ორივე იგებს.
jora
პეტი მოდი რა პირად გრძნობებზე პროფილში ილაპარაკე შე მონაკოელო
Porto
ბრიყვებს რა დალევს!!! ქართველი კაცი ხვიჩას უსაფუძვლოდ, რომ გააკრიტიკებს უარესის დაძახების ღირსია!!:))))))))))
ჟორა
მართალი გითხრათ პსჟ-ეს ლიგის მომგებ გუნდათ არ ვთვლიდი და მართალიც მეგონა თავი, რადგან მაშინ ვერ მოიგო ლიგა, როცა იქ მბაპე, მესი და ნეიმარი თამაშობდენ. არც ის მეგონა, რომ კვარას მისვლით წელსვე გალიდერდებოდა. მე ყველაფერ ამას გაისის სეზონში ვფიქრობდი, მაგრამ ჯგუფური ეტაპის ორ ბოლო შეხვედრას რომ ვუყურე და ისიც გავისიგრძეგანე რა დაემართებოდა გუნდს, როცა კვარა მიიღებდა ლიგაზე თამაშის უფლებას, მაშინვე დავწერე, რომ გუნდი ფინალში აუცილებლად გავიდოდა.
დ
...და ვინ შესძინე ეს გამარჯვებულის სულისკვეთება? რა თქმა უნდა კვარამ. ყველა დამცინოდა, როცა ვამბობდი, ძალიან კარგია, რომ პსჟ-ში გადავიდა, აწი პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს მეთქი. რა უნდოდა პსჟ-შის ამბობდა გულშემატკივრების 90%. აქაურებმაც აღიარეთ, რომ ასე ფიქრობდით და ამას არც მალავდით. ერთი რამე გავიწყდებოდათ, კომბლეს და ზოგიერთ სირს თუ არ ჩავთვლით, რომ კვარა ჩემპიონადაა დაბადებული და ამას უნდა მიმხვდარიყო ყველა, მას შემდეგ, რაც მან ნაპოლიში გააკეთა.
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
პეტი: "ბარსელონა" "რეალს" წინააღმდეგობას ვერ გაუწევს
ორი ამოცანა - რას გეგმავს პსჟ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე?
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
"დასვით სკამზე!" - პეტიმ რონალდო გააკრიტიკა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"მისმა ფეხბურთელებმაც იციან, რომ სისულელეებს ლაპარკობს" - პეტიმ ამორიმი გააკრიტიკა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
"წარმოდგენა არ გაქვთ, ლუის ენრიკეს პსჟ რამდენად მაგარი გუნდია" - ემანუელ პეტი
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთისა" და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, მაგრამ..." - პეტიმ დემბელე გააკრიტიკა
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
"მას, როგორც ფეხბურთელსა და როგორც ადამიანს, ვაღმერთებ" - პსჟ-ის პრეზიდენტი თავისი გუნდის მოთამაშეზე
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"მას ჩემი ცოლი უფრო აინტერესებდა, ვიდრე მე" - ხესემ ალ ხელაიფზე ისაუბრა
"შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს" - პეტიმ იამალზე ისაუბრა
პსჟ-ს პრეზიდენტმა სუპერლიგის დახურვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ" - ალ-ხელაიფიმ პსჟ-ს მოთამაშე გამოარჩია