გიორგი შერმადინის "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ვეღარ იბრძოლებს. აღნიშნული ტურნირის ოთხთა ფინალს საბერძნეთის დედაქალაქი მასპინძლობს, სადაც "ტენერიფესთან" ერთად თურქული "გალათასარაი", ბერძნული აეკ-ი და ესპანური "უნიკახა" მონაწილეობენ. დღეს გამართულ ნახევარფინალში შერმადინის "ტენერიფემ" სტამბოლის "გალათასარაისთან" მატჩი 80:90 წააგო და ფინალში ვერ გავიდა.

თამაშის საკვანძო მონაკვეთი მესამე მეოთხედი იყო, რომელიც თურქულმა კლუბმა 24:12 მოიგო და საბოლოოდ, დიდწილად, სწორედ ამის ხარჯზე გაიმარჯვა. ქართველმა ცენტრმა არასრულ 22 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 4-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, შესაბამისად, 100%-იანი სიზუსტით ისროლა. "ტენერიფეში" ბომბარდირი მარსელინო უერტასი გახლდათ, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, თუმცა სარგებლიანობის ინდექსით მას შერმადინმა აჯობა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში "უნიკახამ" 91:86 დაამარცხა აეკ-ი და ფინალში გასულ "გალათასარაის" შეუერთდა. "ტენერიფე" მესამე ადგილისთვის მატჩში აეკ-ს დაუპირისპირდება.

GBF.GE

შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
შერმადინი "ტენერიფეს" უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
[VIDEO] შენგელიას წარუმატებელი დებიუტი - "ბარსელონა" "ჰაპოელ თელ ავივთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში - თსუ-მ "ქუთაისი" მესამე ოვერტაიმში დაამარცხა
ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია
[PHOTO] "არ შეიძლება მისი დედა იყოს... 20 წლის გოგოს წააგავს" - "კაირატის" მეკარის დედამ ყველა გააოგნა
პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს - ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს
[VIDEO] როგორ აიღეს მამარდაშვილის კარი მეორედ - კუკურელიამ ახსნა, რა იყო "ლივერპულის" მთავარი სისუსტე ამ მომენტში
კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო - ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი დებიუტი ახალ გუნდში - "ტორონტო" დენვერთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა