
ლიგა 1-ის 33-ე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „მონპელიე“ 4:1 დაამარცხა.
გონსალო რამუშმა ჰეთ-თრიკი შესრულა, ერთი გოლი კი სენი მეილიუმ გაიტანა.
პარიზული გუნდის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადში შეიყვანა, მაგრამ არ ათამაშა და დაასვენა.
მომდევნო მატჩს პსჟ 17 მაისს საკუთარ მოედანზე „ოსერთან“ ჩაატარებს.
მონპელიე. „დე ლა მოსონი“
მონპელიე - პსჟ 1:4
გოლები: 0:1 მეილიუ (44), 0:2 რამუში (50), 0:3 რამუში (59, პენ), 1:3 კულიბალი (64), 1:4 რამუში (65)
