თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" იტალიის სერია A-ს რეგულარული ჩემპიონატი მოიგო და პლეი ოფის ნებისმიერ სტადიაზე მოედნის უპირატესობ დაიბევა. ბედის ირონიასავით იყო, ბოლო ტურში ცხრილის სათავეში თანაბარი ქულებით მყოფი გუნდები – "ვირტუსი" და "ტრაპანი" შეხვდნენ. მატჩი ბოლონიაში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით – 101:96 დასრულდა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. ბოლონიელებმა ოვერტაიმში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, მანამდე კი ბეწვის ხიდზე გაიარეს. ბოლო წუთზე ანგარიში თანაბარი იყო და ბოლო შეტევა "ტრაპანისი" იყო, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა და თამაში ექსტრახუთწუთეულში გადაიზარდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. თორნიკემ 3-დან სამივე ორქულიანი ააცილა, 3-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო და 6-დან 6 საჯარიმო გამოიყენა. "ვირტუსს" უილ კლაიბერნმა 28 ქულით, 10 მოხსნითა და 6 პასით ულიდერა.

პლეი ოფის პირველ, მეოთხედფინალურ სტადიაზე "ვირტუსის" მეტოქე "ვენეცია" იქნება, რომელმაც მე-8 ადგილი დაიკავა და რომელშიც ქართველი ფორვარდი, გიგა ჯანელიძე თამაშობს. გიგას თამაშის შანსი იშვიათად ეძლევა. ბოლო ტურში მან "ვარეზესთან" მოგებულ მატჩში მხოლოდ 1 წუთი ითამაშა.

GBF.GE

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე