ამას წინათ პრაღაში გამართულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს თასზე 18 წლის გორელმა ფალავანმა ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) უძლიერესის ტიტული მოიპოვა...

ამას წინათ პრაღაში გამართულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს თასზე 18 წლის გორელმა ფალავანმა ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) უძლიერესის ტიტული მოიპოვა. ეს ტურნირი მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობის დასადგენად ერთ-ერთი საკვანძო შეჯიბრება იყო და ვინაიდან საქართველოს ნაკრებში წონით კატეგორიაში ორ ფალავანზე მეტის დაფინანსება ვერ ხერხდებოდა, შავდათუაშვილი კი ქვეყნის ჩემპიონატზე მესამე პრიზიორი გახდა, გუნდს საკუთარი ხარჯით გაჰყვა.

საერთოდ, სპეციალისტები მას პერსპექტიულ ფალავნად მიიჩნევენ და საქართველოს ჩემპიონატზეც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ. ეროვნულ ჩემპიონატში ნახევარფინალამდე წარმატებით გადალახა ყველა ბარიერი. შემდეგ კი ფრიდონ გიგანთან დაუდევრობით დამარცხდა. `არბიტრის შეცდომა აშკარა იყო, თუმცა ლაშაც საბედისწეროდ შეცდა, როდესაც მსაჯის რეაგირების მოლოდინში შეწყვიტა პაექრობა. სამწუხაროდ, მაშინ იმდენად დაძაბული, ემოციური ფონი იყო (მსაჯობაზე სხვადასხვაგვარი რეაგირების მიზეზით დარბაზში რამდენჯერმე ჩხუბიც ატყდა), რომ ვითარების გართულებას მოვერიდეთ და შავდათუაშვილის მარცხს იძულებით შევურიგდით~ _ იხსენებს მისი პირადი მწვრთნელი ნიკოლოზ ბიბილაშვილი. საბოლოოდ, ამ წონაში კიდევ ერთი გორელი, ლაშა ლომიძე გახდა ჩემპიონი, მეორე ადგილზე გიგანი გავიდა, შავდათუაშვილს კი მესამე ადგილი ერგო.

პრაღაში მისი უშუალო კონკურენტები, ლომიძე და გიგანიც ჭიდაობდნენ. ლომიძემ მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო, გიგანმა - ორი. შავდათუაშვილმა ჯერ შვეიცარიელი იანიკ ალემანი გააკრა ბეჭებზე, შემდეგ - იტალიელი ენრიკო პარლატი და სლოვენიელი ანდრაზ იერები, ნახევარფინალში პოლონელ გჟეგოჟ ლევნსკის, ფინალში კი ებრაელ გოლან პოლაცკის სძლია.

`გული მწყდებოდა, რომ საქართველოს ჩემპიონატზე რაც შემეძლო, ის შედეგი ვერ მივიღე. მას შემდეგ იმ ხელმოცარვის გასაბათილებლად მიწევს ბრძოლა. საერთაშორისო არენაზე დამაჯერებლად კი გამოვედი, მაგრამ ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებში ადგილის მოსაპოვებლად ეს არ კმაროდა. ჩეხეთის ტურნირი გაცილებით მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა ყოფილიყო. ამიტომ მადლობლი ვარ ბატონი სოსო ლიპარტელიანის, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, პრაღაში მეჭიდავა. იქ გარკვეულწილად ორმაგი ფსიქოლოგიური წნეხის დაძლევაც მომიხდა _ გამარჯვების გარდა, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ჩემი ამბიცია უსარგებლო ტრაბახს დაემსგავსებოდა და... გაჭირვებით ნაშოვნი ფულიც წყალში ჩამეყრებოდა. ამიტომ ორმაგად გავიხარე გამარჯვებით~ _ გვითხრა ლაშამ.

ნაკრების მთავარ მწვრთნელს სოსო ლიპარტელიანს, მართალია, ჯერ არ გადაუწყვეტია 66 კილოში საევროპო (ბულგარეთი) მონაწილის ვინაობა, მაგრამ არც იმას მალავს, რომ გამოკვეთილი ფავორიტი სწორედ შავდათუაშვილია.

` ლაშა პერსპექტიული ფალავანია და მასზე სამომავლოდაც დიდ იმედებს ვამყარებთ. ტექნიკურად ჭიდაობს, ფიზიკურადაც კარგადაა მოზადებული, თუმცა მის დადებით მხარედ დისციპლინას უფრო აღვნიშნავდი. შრომისმოყვარეობის გამოა, რომ ვარჯიშზე მაქსიმალურად იხარჯება და შემდეგაც ხშირად რჩება სავარჯიშოდ. იმედი მაქვს, შანსის მიცემის შემთხვევაში სოსო ლიპარტელიანს იგი გაუმართლებს კიდეც~ _ დასძინა გორის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის ხელმძღვანელმა ანზორ თენაძემ.

ფოტოზე: პრაღის ტურნირის კვარცხლბეკი, მარცხნიდან მეორე ლაშა შავდათუაშვილი

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"