"შავი ლომი" 15 მაისს ბრიტანულ ტურნეში 30 მორაგბით გაემგზავრება და შოტლანდიურ ფრენჩაიზებთან - "ედინბურგ A’-სთან და "გლაზგო ვორიორსთან" ამხანაგურ თამაშებს გამართავს.

რიჩარდ ქოქრილის შეგირდები "ედინბურგს" 17 მაისს, ხოლო "გლაზგოს" 22 მაისს ეთამაშებიან.

ბრიტანული ტურნესთვის ჩვენს გუნდს ოთხი ახალი მოთამაშე დაემატა. "შავ ლომში" ადრეც უთამაშია (2021-2022 წლები) და ახლაც გუნდთან ერთადაა ქუთაისის "აიას" მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი. ახალი სახეები არიან თბილისის "ლელოს"მგეზავი გელა ხელაძე, "ხვამლის" ცენტრი ზაურ ლუტიძე და "აიას" ფულბეკი ოთარ მეტრეველი.

ტრავმის გამო შოტლანდიაში ვერ მიდიან ბურჯი გიორგი ჩხარტიშვილი და ცენტრები - იოანე მეტრეველი და თორნიკე კახოიძე.

გაფართოებულ შემადგენლობაში 17 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა.

შეგახსენებთ, "ედინბურგს" "შავი ლომი" წლევანდელ ჩელენჯ თასზე ეთამაშა და მეტოქემ საკუთარ მოედანზე 36:15 გაიმარჯვა.

რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში "ედინბურგს" 17 ტურის შემდეგ 44 ქულა აქვს (7 მოგება, 1 ფრე, 9 მარცხი, 14 ბონუს-ქულა) და მე-10 ადგილზეა. "გლაზგო ვორიორსი" 59 ქულით (11 მოგება, 6 მარცხი, 15 ბონუს-ქულა) მესამე პოზიციაზეა.

შავი ლომი შოტლანდიაში

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დათო აბდუშელიშვილი, ვასილ კაკოვინი, თენგიზ ზამთარაძე, შალვა მამუკაშვილი, ირაკლი ქვათაძე, ბაჩუკი ჭუმბაძე, კახაბერ დარბაიძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი, გიორგი სინაურიძე, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ლუკა ივანიშვილი;

ხაზი: ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, თენგიზ პერანიძე, გიორგი ბაბუნაშვილი, გელა ხელაძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე, ლუკა ცირეკიძე, ოთარ მეტრეველი.

Rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა