დოჰაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

პირველ შესარჩევ ეტაპზე, A ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან: ესპანეთი, უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთის პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული და ხორვატია/დანია/ნორვეგიის პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფის მეორეადგილოსანი.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასასვლელად ორი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მოგვიწევს. პირველი ჯგუფიდან შემდგომ ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გავა და B ჯგუფის 3 საუკეთესო დაუპირისპირდება. ჩვენს მეწყვილე B ჯგუფში მოხვდნენ : საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და ჩრდ.მაკედონია/უნგრეთი/რუმინეთის პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული.

საბოლოო ჯამში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი გავა. სწორედ ეს გზა გაიარა საქართველოს ნაკრებმა 2021-2023 წლებში, როცა პირველად, ისტორიაში გავიდა მსოფლიოზე და იაპონიაში გამართული მუნდიალის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

პირველი ეტაპის 6 მატჩისთვის გამოყოფილი იქნება 3 სათამაშო ფანჯარა, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დაიწყება და 2026 წლის ივლისში დასრულდება. მეორე ეტაპის თამაშები კი 2026 წლის აგვისტოში დაიწყება, ნოემბერში გაგრძელდება და 2027 წლის თებერვალში დასრულდება.

სხვა ჯგუფები

B ჯგუფი: საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, B ჯგუფის გამარჯვებული.

C ჯგუფი: სერბეთი, თურქეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, A ჯგუფის მეორეადგილოსანი.

D ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ისლანდია, ლიეტუვა.

E ჯგუფი: D ჯგუფის გამარჯვებული, გერმანია, ისრაელი, კვიპროსი.

F ჯგუფი: ლატვია, პოლონეთი, C ჯგუფის მეორეადგილოსანი, C ჯგუფის გამარჯვებული.

G ჯგუფი: B ჯგუფის მეორეადგილოსანი, საფრანგეთი, ბელგია, ფინეთი.

H ჯგუფი: სლოვენია, ჩეხეთი, შვედეთი, ესტონეთი.

GBF.GE