ჰარი რედნაპი იმედოვნებს, რომ ორშაბათამდე ანუ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრამდე ლასანა დიარასთან კონტრაქტს გააფორმებს და ფეხბურთელს ათამაშებს
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელი ჰარი რედნაპი იმედოვნებს, რომ ორშაბათამდე ანუ „ოლდ ტრეფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრამდე ლასანა დიარასთან კონტრაქტს გააფორმებს და ფეხბურთელს ათამაშებს.

დიარა 26 წლის ფრანგი ნახევარმცველია, ეგრეთწოდებული ჩამშლელი ფუნქციის მქონე ფეხბურთელი, რომელიც 2009 წლის შემდეგ „რეალში“ თამაშობს. რამდენადაც ინგლისური პრესისთვის გახდა ცნობილი, დიარაში „დეზები“ დაახლოებით 6 მილიონ ფუნტს გადაიხდიან.

რედნაპი დიარას შეძენას იმიტომ ჩქარობს, რომ ტომ ჰადლსტოუნი და სანდრო ჰყავს დაშავებული. „სფურზის“ თავკაცი „ვესტ ჰემიდან“ სკოტ პარკერის ყიდვაზეც არ ამბობდა უარს, მაგრამ „ჩაქუჩებმა“ პარკერში 8 მილიონი ფუნტი მოითხოვეს, ხოლო 31 წლის ფეხბურთელში ამხელა თანხის გადახდა, რასაკვირველია, ძნელი საქმეა.

როდესაც დიარა „დეზებთან“ კონტრაქტს ხელს მოაწერს ჰონდურასელი უილსონ პალასიოსი „სტოკში“ გადავა. სტოკელთა თავკაც ტონი პულისს „ტოტენჰემისგან“ თავდამსხმელის პიტერ კრაუჩის ყიდვაც უნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა