ფიგურული ციგურაობა ზამთრის სპორტის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივად მიმზიდველი სახეობაა. ბოლო დროს საქართველოში მისი პოპულარიზება გაიზარდა, მეტი ყურადღებაც, დაფინანსებაც და წარმატებაც. Sportall.ge მარიამ ჩიტაძეს ესაუბრა, ვინც ნიჭიერი სპორტსმენი იყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო მისი საციგურაო კარიერა სათანადოდ ვერ განვითარდა. ის განვლილ კარიერასა და დღევანდელობაზე გულწრფელად გვესაუბრა.

დასაწყისი

"5 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა ფიგურულ ციგურაობაზე შემიყვანეს, რამდენიმე თვე ვიარე, საციგურაო მოედნის ტექნიკური პრობლემების გამო ვარჯიშები შეწყდა და სიარული მხატვრულ ტანვარჯიშზე განვაგრძე. შემდეგ, როცა გავიგე, რომ ყინულზე ვარჯიშები განახლდა, ისევ ფიგურულ სრიალს იმ იმედით დავუბრუნდი, დაპირებები არსებობდა, დედაქალაქში სტანდარტული ზომის საციგურაო მოედანი აშენდებოდა. სამწუხაროდ, კარიერა ისე დავასრულე, ეს არ მოხდა."

პირველი წარმატებები

"მოგეხსენებათ, როგორი ახალგაზრდა სპორტის სახეობაა, მითუმეტეს ქალთა ერთეულთა კატეგორიაში. ფაქტობრივად, 15-დან 20 წლამდე ყველა უმაღლესი რანგის შეჯიბრზე ასპარეზობა და თავის დამკვიდრება უნდა მოასწრო.

8 წლის ვიყავი, როცა ეროვნული ნაკრები ჩამოყალიბდა და მეც მისი წევრი გავხდი. შემდეგ იყო შეჯიბრებები, ძალიან დატვირთული რეჟიმი, ორჯერადი ვარჯიშები. დაახლოებით 10 წლის ვიყავი, როდესაც საქართველოს ჩემპიონობა პირველად მოვიპოვე."

იდეალი

"ჩემი მისაბაძი მაგალითი მაშინ კორეელი მოციგურავე, ოლიმპიური ჩემპიონი იუნა კიმი იყო. ვფიქრობ, პატარა სპორტსმენებისთვის უმნიშვნელოვანესია, ჰყავდეს გმირი. ყოველთვის ვცდილობდი, რომ მისთვის მიმებაძა და ვფიქრობდი, რომ სრიალის სიმსუბუქით და მანერებით ვგავდით კიდეც ერთმანეთს."

რთული გადაწყვეტილება

"ფიგურული სრიალი სპორტის გარდა არის ხელოვნებაც და მრავალმხრივ განვითარებას მოითხოვს. დავდიოდი ცეკვაზე, ქორეოგრაფიაზე, აკრობატიკაზე და ა.შ. მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ყოველდღიურად დიდი ფიზიკური დატვირთვისა, არ მახსენდება შემთხვევა, რომ სკოლაში მოუმზადებელი წავსულიყავი, სკოლაც მედალზე დავასრულე.

აშშდან მოწვევა მქონდა, რომ სპორტული კარიერა გამეგრძელებინა. ეს ბევრ სირთულესთან და რისკთან იყო დაკავშირებული. მაშინდელი ფედერაციისგან არ იყო არანაირი ხელშეწყობა, ქვეყანაში არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვქონდა. საბოლოოდ, ძალიან რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მომიწია, აღარ გამეგრძელებინა სპორტული კარიერა და იმ მომენტში მთელი დრო განათლების მიღებისთვის დამეთმო. მაშინ ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გადატანა თუმცა ახლა მივიჩნევ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. გული მწყდება იმაზე, რომ ამ ყველაფრის გამო ჩემი თავი ბოლომდე ვერ ამოვწურე, როგორც სპორტსმენმა და ის რესურსი, რომელიც გამაჩნდა, ბოლომდე ვერ გამოვიყენე. სამწუხაროა, რომ ჩემს გარდა იგივე მიზეზების გამო ბევრმა ნიჭიერმა მოციგურავემ დაანება თავი დიდ სპორტს. ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს და ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია.

ფიგურული სრიალი ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იქნება და ვცდილობ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს, პოპულარიზება გავუწიო, ამ ულამაზესი სპორტის სახეობით მაქსიმალურად ბევრი ბავშვი დაკავდეს, მოხდეს ბავშვების სელექცია და მათი განვითარება."

შეცვლილი ვითარება

"დღეს კარდინალურად განსხვავებული ვითარებაა, ახლა, ფიგურული სრიალის ფედერაცია ყველა ასაკობრივ კატეგორიას განვითარებაში ხელს უწყობს და ასევე, მინდა აღვნიშნო სასიხარულო ფაქტი, რომ წელს თბილისს და ბათუმს ორი საერთაშორისო სტანდარტების მქონე საციგურაო მოედანი შეემატა, რაც სახეობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. მიხარია, რომ დიდი მხარდაჭერა გვაქვს სპორტის სამინისტროს და ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან, რაც შედეგებზეც აისახება. ჩვენი ფედერაცია მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავს და ძალ-ღონეს არ იშურებს იმისთვის რომ მაქსიმალურად მაღალი შედეგები დაიდოს."

ურთიერთობა სხვებთან

"სიამოვნებით მინდა ვთქვა, რომ ურთიერთობა სხვა სახეობის წარმატებულ სპორტსმენ გოგონებთან მაქვს. ყოველთვის საინტერესოა ერთმანეთის ისტორიების და განვლილი რთული სპორტული გზის ამბების მოსმენა. ზოგი მათგანი ახლა მწვრთნელია ან მსაჯი და ა.შ. ყველას გულწრფელად ვგულშემატკივრობ და რა თქმა უნდა, მოქმედ სპორტსმენებსაც. როცა იცი რამხელა შრომა დგას თითოეული ასპარეზობის უკან, მინდა რომ ყველას დაუფასდეს.

ვფიქრობ, ვინც დიდ სპორტში იყო, ამა თუ იმ ცხოვრებისეული გამოწვევების წინააღმდეგ გამკლავება მეტად შეუძლიათ. ეს განსაკუთრებით დავინახე, მაშინ როცა ჩვენს საამაყო მხატვრულ ტანმოვარჯიშეს სალომე ფაჟავას "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვადევნებდი თვალს. მონაწილეობას იღებდა ტრამვირებული მენჯით და შემდეგ უკვე ამ პროექტში თვითონაც გამოვცადე მოტეხილობით მონაწილეობა. არასპორტსმენები უმნიშვნელო დაბრკოლებებსაც დრამატულად გამოხატავენ. რა თქმა უნდა, მესმის, მათ ხომ არ აქვთ ისეთი ფიზიკური დატვირთვა და სირთულეები გამოვლილი, რაც სპორტსმენებს.

მივიჩნევ, რომ ბავშვობაში ყველა ადამიანი უნდა დაკავდეს სპორტით, რადგან სპორტი აძლიერებს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. რაც შეეხება ფიგურულ ციგურაობას, ვურჩევ ყველა მშობელს, მიიყვანონ შვილები ყინულზე, განსაკუთრებით ისინი, რომელთაც ალერგიის, სასუნთქი გზების და სუსტი იმუნიტეტის პრობლემები აქვთ."

მარიამმა სწავლა განაგრძო და დარწმუნებული ვარ,იქაც წარმატებული იქნება.ემოციურად ძალიან ძნელია,მაგრამ ვფიქრობ,სწორი გადაწყვეტილება მიუღია.ყველგან წარმატებას ვუსურვებ.
Porto
რა კადრები მიუღიათ!!
შაკო
რა ეშხიანი გოგოა
llcl
რა ლამაზი მოციგურავე გვყოლია, არავინაა ქართველ ქალზე ლამაზი და ეშხიანი, საწყენია, ნამდვილად დაამშვენებდა მსოფლიო ციგურაობას! წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრებაში!
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია