სეგუნდა დივიზიონის ბოლო სამ ტურში „გრანადამ“, რომლის ღირსებასაც გიორგი წიტაიშვილი იცავს, ორი წააგო, ერთი ფრედ დაასრულა, მეშვიდე ადგილზეა და ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ აქვს.

ზედ ჩემპიონატის ფინიშის სწორზე კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელი, ფრან ესკრიბა გადააყენა და მის ნაცვლად ხოსე როხო მარტინ „პაჩეტა“ დანიშნა.

ua-football-ი Blitz-ე დაყრდნობით იტყობინება, რომ თუ „გრანადა“ ლა ლიგაში ვერ გადავიდა, წიტაიშვილი სოფიის ცსკა-ში გადავა და ამის ალბათობა 95%-ია. აღნიშნულია, რომ ქართველს მეორე დივიზიონში დარჩენა არ უნდა, ბულგარულმა კლუბმა მისი ზამთარში გადაბირება ვერ შეძლო, ახლა კი ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა.

წიტაიშვილს კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო „გრანადში“ სეზონის ბოლომდე იჯარის წესით თამაშობს.

24 წლის წიტაიშვილმა ამ სეზონში სეგუნდა დივიზიონის 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 1.5 მილიონი ევროა.

ნუგზარი
წიტა მაგარი ბიჭია და კარგ გუნდშიც ითამაშებს. გრანადს ერთი წლით ჰყავდა იჯარით. ნებისმიერ შემთხვევაში ახალი კონტრაქტი იქნება საჭირო. კიევის დინამოსთან 2026 წელს უმთავრდება ვადა. ანუ დინამო ნებისმიერ შემთხვევაში გაყიდვას მოინდომებს, რომ გაისად უფასოდ არ გაუშვას. გაითვალისწიეთ ეს ყველლაფერი, სანამ კომენტარებში სიბრძნეების ფრქვევას და ჭკუის სწავლებას დაიწყებთ. თქვენზე დიდი გამოცდილება თვითონაც აქვს, მამამისსაც და მითუმეტეს მის აგენტასაც და მათზე მეტად, თქვენ ვერ გენდომებათ რომ კარგ გუნდში მოხვდეს.
G.A.L.
უმცროსო "წიტა" მოუსმინე მამას, მის გამოცდილებას. 25 წელი არის ის ასაკი როდესაც შენი მაქსიმუმი უნდა გამოავლინო და რამოდენიმე წელი შეინარჩუნო. ოღონდ განსხვავებით ერთი კაცისგან, მკაცრი რეჟიმი უნდა დაუწესო საკუთარ თავს. შენ ყველაფერი გაგაჩნია ლალიგაში სათამაშით. ასაკიც ხელს გიწყობს. ასე რომ არანაირი ბულგარეთი, ესპენეთი ან იტალია, სერია ა! წარმატებები უმცროსო "წიტა"!
გურულო.
მთელი კარიერა რომ ესპანეთის მეორე ლიგაში მოუწიოს გატარება, მაინც ჯობია დარჩეს! ასე ვფიქრობ მე. ჩაკვეს მსგავსი მონაცემები რომ ჰქონდეს, კიდევ ჰო, ჩაკვემ სლოვანი ტრამპლინად აქცია, ფორმაში შევიდა და კი ვხედავთ ხლა სადაცაა და სულ მალე კიდევ უფრო მაღალი დონის კლუბში გადავა. წიტა კი რაღაცნაირი შეუმჩნეველი მოთამაშეა. ცუდი რომ არაა, ნაკრებში მისი მიწვევაა ამის დასტური. უფრო პრესინგის ფეხბურთელი მგონია მე, ვიდრე შეტევის და მეგოლეს, მაგრამ ფაქტია, რომ გოლებიც გამოსდის, არც თუ ხშირად, მაგრამ მაინც. მოკლედ, წარმატებები ჩვენს ბიჭს და დაუღალავი შრომის ძალა ვუსურვოთ! ღმერთი შეგეწიოს ბაბუ! ბიძაშენები ჩემი ბაღნობის ძმაკაცებია ისე, რომ იცოდე.:)

ესპანეთშია და მუდმივად თამაშობს.კიდევ ერთი წელი დარჩა კონტრაქტი,კიევის დინამოში.ეს ნიშნავს,რომ ფეხბურთელს გაჰყიდიან,თანაც საკმაოდ იაფად.რა ბულგარეთი?უკრაინელები წერენო.ესე იგი კიეველებს უნდათ მისი ბულგარეთში გაყიდვა.არა მგონია წიტას სურვილიც ეგ იყოს.მის გარეშე კი,ვერაფერს იზამენ.ჯერ 25 წლისაც არ არის და მგონი შეუძლია საკუთარი კონტრაქტი გამოისყიდოს,მერე კი,თავისუფალი აგენტის სტატუსით მოძებნოს გუნდი.შესაძლოა ეს მისთვის უფრო მომგებიანი იყოს.2018 წლიდან კიევის დინამოს საკუთრებაა და რაკი პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება,გასაქანი არ მისცეს.ახლა უკვე აქვს წასვლის შესაძლებლობა და ზეწოლას ვეღარ მოახდენენ.ვფიქრობ მოახერხებენ შეთანხმებას.
Levan1
Laliga 2 ის ნორმალურ გუნდში ჯობია თამაში ვიდრე ბულგარეთის ჩემპიონატში, ესპანეთში სხვა კლასია და სხვა სტილი, განვითარება ესპანეთში ბევრად უფრო შესაძლებელია ვიდრე ბულგარეთში.
TT
ამ უგზოუკვლო ფეხბურთელმა კიევის დინამოსთან სიცოცხლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი? რა აღარ დამთავრდა, რა უბედურებაა, რა ვერ მოცილდა ამ კიევის დინამოს.
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა