ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს, შემდეგ კი ინიციატივას მასპინძლები დაეუფლენ, მომენტები შექმნეს, მამარდაშვილმა სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ გარკვეული პერიოდი თამაში გათანაბრდა, დაწყნარდა. 76-ე წუთზე გიორგი გამოსვლაზე ბურთს ვერ შესწვდა, მსაჯის, მანსანოს აზრით, მოურინიოს შეეჯახა და ჟორდანმა პენალტით „ალავესს" გამარჯვება მოუპოვა. არადა, არბიტრის გადაწყვეტილება, რომელმაც მომენტი ვიდეოგამეორებაზე გადაამოწმა, საკამათო გახლდათ.

ქართველი მეკარე ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 7.6, Whoscored 6.9, flashscore 6.6.

აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრებისგან განსხვავებით „ღამურების“ შემტევები აქტიურები ვერ იყვნენ.

ამით შეწყდა „ვალენსიას“ 10-მატჩიანი წაუგებელი სერია (6 მოგება და 4 ფრე), 45 ქულით მე-11 ადგილზეა და 18 მაისს, ბოლოსწინა ტურში „ბილბაოს“ უმასპინძლებს.

ვიტორია-გასტეისი. „მენდისოროსა“

ალავესი - ვალენსია 1:0

გოლი: ჟორდანი (79, პენ)