ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს, შემდეგ კი ინიციატივას მასპინძლები დაეუფლენ, მომენტები შექმნეს, მამარდაშვილმა სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ გარკვეული პერიოდი თამაში გათანაბრდა, დაწყნარდა. 76-ე წუთზე გიორგი გამოსვლაზე ბურთს ვერ შესწვდა, მსაჯის, მანსანოს აზრით, მოურინიოს შეეჯახა და ჟორდანმა პენალტით „ალავესს" გამარჯვება მოუპოვა. არადა, არბიტრის გადაწყვეტილება, რომელმაც მომენტი ვიდეოგამეორებაზე გადაამოწმა, საკამათო გახლდათ.

ქართველი მეკარე ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 7.6, Whoscored 6.9, flashscore 6.6.

აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრებისგან განსხვავებით „ღამურების“ შემტევები აქტიურები ვერ იყვნენ.

ამით შეწყდა „ვალენსიას“ 10-მატჩიანი წაუგებელი სერია (6 მოგება და 4 ფრე), 45 ქულით მე-11 ადგილზეა და 18 მაისს, ბოლოსწინა ტურში „ბილბაოს“ უმასპინძლებს.

ვიტორია-გასტეისი. „მენდისოროსა“

ალავესი - ვალენსია 1:0

გოლი: ჟორდანი (79, პენ)

გიორგი
მე სადმე ვახსენე ნაკრები ან ვალენსია დააღალატაო? პირიქით ორთავეს წარმატებაში დიდია გიორგის წვლილი რაც შეეხება ფსონს აუტი მქოდა დადებული და მასზე გიორგის ამპულიდან გამომდინარე გავლენა არის ნული
Kote
ნაპოლეონი, იასონას უდარი და ზურა-222 ერთი კაცი მგონია. მყრალი, ქართველებისადმი მტრული კომენტარებით. ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!

ნაპოლეონი ხარ და სხვების კატასტროფაზე არ უნდა ლაპარაკობდე.დაბრუნდი ელბაზე,ან ასათიანზე!მოგხედავენ.
ლუდქარხანა
ნაკრები არა შენ დაგაღალატა უკვე მრავალჯერ
გიორგი
პენალტზე გადაბრალება არასწორი მგონია ვალენსია რაღაც უცნაურად თამაშობდა თითქოს დრო გაყავდა ბურთს სულ გვერდზე ან სულაც უკან აგორებდა გიორგიც ბურთის თამაში შეყვანისას ტემპს აგდებდა თითქოს მეტოქის თავბრუდამხვევი შეტევებიდან გადაქანცულ გუნდს ამოსუნთქვის საშვუალებას აძლევდა სულელია ის ხალხი ვინც უამრავ ფულს იხდის და სტადიონზე დადის სპექტაკლების სანახავად არც ჩვენ გამოვირჩევით დიდი ჭკუით ვინც ფსონებს ვაკეთებთ და გვჯერა წარმატების

აქ დადებულ ვიდეოზე არ ჩანს,მაგრამ ბოლო წუთზე,ალავესის საჯარიმოში ხოსე გაიას ყელში მოსდეს ხელი და პირდაპირ მიწაზე დაანარცხეს.მსაჯმა,რომელმაც როგორღაც მოძებნა მეკარის კონტაქტი თავდამსხმელთან,უკვე მის მიერ დარტყმის განხორციელების შემდეგ და პენალტი დანიშნა,ყურადღებაც კი არ მიაქცია ისეთ დარღვევას,რომელზეც რაგბიში ულაპარაკოდ გააძევებდნენ დამრღვევ მოთამაშეს.ალავესს ქულები სჭირდება დარჩენის გარანტიისათვის და თუ მსაჯობას ამ კუთხითაც შევაფასებთ,საკმაოდ მუქი სურათი შეიქმნება,მსაჯის კაიკაცობაზე.
სხვა
დააღალატებს? ევრიპის ჩემპიონატს უყურე? ეგ რომ არა და სეივები არაფერი გამოვიდოდა
ნაპოლეონი
ეს ბიჭი აუცილებლად დააღალატებს ნაკრებს იმდენად კატასტროფაა გამოსვლაზე რომ დევაძე ძოიძე ლომაია გვარამია და სხვა მრავალი კატასტროფა მეკარე მახსენდება. . .

როცა შეფასება 7,6 დან 6,6-ს შორის მერყეობს,მანდ არავითარ კრიტერიუმებზე აღარ შეიძლება ლაპარაკი.პენალტი საკამათო კი არა,ყურით მოთრეული იყო.ლაივ ბალზე ვუყურებ ხოლმე მატჩებს და ეს რეპორტაჟი,რუსულ ენაზე მიჰყავდათ.კომენტატორმა პირდაპირ თქვა,რომ გადასამოწმებლად წასული მსაჯი,მიზეზს ეძებდა,რაიმე მიზეზით გაემართლებინა არასწორად დანიშნული პენალტი და როცა როგორც იქნა კონტაქტი იპოვა,სიხარულით მიანიშმნაო,პენალტის ნიშნულზე.ახლა ლოზანა- ბაზელის თამაშს ვუყურებ და ლოზანას მცველი ბურთზე ახტა,თუმცა ბურთს მთლიანად ასცდა და ბოლოს ხელზე დაეცა.ვარმა ეწს პენალტად არ მიიჩნია.იქ კი,პენალტი და გაფრთხილებაო.თამაშის მიწურულს,მამარდამ ორი მაგარი დარტყმა მოიგერია,თუმცა რატომღაც მოგერიებებში არ ჩაუთვალეს.გამეორებაზე ჩანდა და იქ თამაშგარეც იყო,მაგრამ თამაში არ შეჩერებულა და ჩვეულებრივ გააგრძელეს.პენალტის მომენტში,რა თქმა უნდა მამარდას შეცდომა იყო,გამოვიდა და ბურთს რომ ვერ მისწვდა,მაგრამ შეცდომა ერთია და პენალტი მეორე.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"