ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

სუპერლიგის ფინალში ბოლო 2 სეზონის ჩემპიონები – თსუ და “ქუთაისი 2010” შეხვდებიან. იმერული კლუბი მოქმედი ჩემპიონია, უნივერსიტეტელებმა კი ტიტული ბოლოსწინა სეზონში მოიგეს. ჩემპიონობის შემდეგ, ორივე გუნდმა ევროტურნირზე იასპარეზა და თავი არც ერთს არ შეურცხვენია. რომელი მათგანი გახდება საქართველოს ჩემპიონი და მოიპოვებს ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობის უფლებას, მაისის ბოლომდე გამოჩნდება, როცა ფინალური სერია დასრულდება.

ორივე გუნდმა ნახევარფინალური სერია 3:1 მოიგო. თსუ-მ გურჯაანის დელტა დაამარცხა, ხოლო ქუთაისმა – ზესტაფონის მარგვეთი. თსუ-ს ნაკლებად და ქუთაისელებს გამარჯვების მოპოვება გვარიანად გაუჭირდათ. წინა მატჩის მსგავსად, ქუთაისელებმა ამჯერადაც 2 ქულით – 85:83 იმარჯვეს, თუმცა კრისტიან ჯონსს საფინალო სირენის თანხლებით ნასროლი სამქულიანი რომ ჩაეგდო, სერიაში ანგარიში გათანაბრდებოდა.

მარგვეთმა ქუთაისს ამჯერადაც დიდი ბრძოლა გაუმართა და შანსს ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა. ის კი არა, მეორე პერიოდში მარგვეთი 12 ქულით იგებდა და ქუთაისი რთულ სიტუაციაში იყო. ზესტაფონი ალბათ ასე ვერ გაუძალიანდებოდა ფავორიტად მიჩნეულ ქუთაისს, რომ არა ელაია ჯოინერის ტრავმა. ამერიკელი ლეგიონერი ქუთაისელებს ვერ ეხმარება.

მესამე პერიოდში კოტე ტუღუშის ტაქტიკურმა მანევრებმა თამასის სცენარი ქუთაისელთა სასარგებლოდ შეცვალა. სტუმრებმა ლიდერობა მოიპოვეს, ხოლო მარგვეთი კვალში ჩაუდგა და ბოლო წამებამდე ცდილობდა დაწინაურებას, რისი შანსიც ზედ სირენის წინ, ბოლო შეტევაში გაუჩნდა, მაგრამ როგორც გითხარით, ჯონსმა გამარჯვების სამქულიანი ააცილა.

ქუთაისის შემადგენლობაში ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა სუპერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ არჩეულმა გიორგი კორსანტიამ, რომელმაც 38 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 12 ქულა დააგროვა გიორგი სულაბერიძემ, ხოლო ბეა ბექაურის ანგარიშზე 7 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. მარგვეთში 19 ქულით და 9 მოხსნით ჯონსი გამოირჩა, ვახტანგ გაფრინდაშვილმა 22 ქულა დააგროვა,

თსუ-მ გურჯაანში სერიის გადამწყვეტი მატჩი კლასიკურად მოიგო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს დისკვალიფიცირებული კარსონ ბაშამი და ტრავმირებული ოთო ფხაკაძე აკლდათ, თუმცა ვინც მოედანზე იყო, სამაგალითოდ იბრძოლეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 82:66, არადა, რა სხვაობაც დაფიქსირდა, სწორედ იმდენით მოიგო თსუ-მ ბოლო პერიოდი. ანუ მესამე ათწუთეულის წინ ანგარიში თანაბარი იყო.

ზედ მესამე პერიოდის სირენის თანხლებით დანია კინგსბი, ანგარიში პირველად და უკანასკნელად გაათანაბრა. თსუ სულ სხვანაირად მობილიზებული დაბრუნდა მოედანზე და ბოლო პერიოდი გაქცევით დაიწყო. ძალიან მალე უნივერსიტეტელთა უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა და თამაშიც ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.

თსუ-ს ალექსანდრე ფევაძემ ულიდერა – 22 ქულა, 18 მოხსნა. 14 ქულა მოაგროვა ვილი ისიანმა, გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 11 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი დაგროვდა. გურჯაანელთაგან 17 ქულით ჯორდან სვოპშირი გამოირჩა. 16 ქულა დანია კინგსბის ანგარიშზეა.

ფინალური სერია 20 მაისს დაიწყება და ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც 3 გამარჯვებას მოიპოვებს. მესამე ადგილისთვის მატჩში მარგვეთი ზესტაფონში გურჯაანის დელტას უმასპინძლებს.

GBF

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს

გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"