გრაცის შტურმის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ზედიზედ მეორედ ავსტრიის ბუნდესლიგაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

შეგახსენებთ, "კიტე" ავსტრიული ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე 2023/2024 წლების სეზონშიც გახდა.

მიმდინარე სეზონში კიტეიშვილი განსაკუთრებული შედეგიანობით გამოირჩევა, მიმდინარე სეზონში მან "გრაცის" მაისურით ყველა ტურნირზე 40 მატჩში 13 გატანილი გოლი და 4 საგოლე პასია, კონკრეტულად ბუნდესლიგაში კი თავი 30 მატჩში 12 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში "შტურმი" 39 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან "ვოლფსბერგერს" 3 ქულით უსწრებს.

გურულო
კიტე ნაღდი მეომარი ბიჭია! ჩვენი ჯილა!
რეალისტი
კიტე საქართველოს ნაკრების ხერხემალია

ავსტრია სერიოზული საფეხბურთო ქვეყანაა და ზედიზედ ორი სეზონი საუკეთესოობა და ჩემპიონობა,ძალიან სერიოზული წარმატებაა.გულით ვულოცავ ოთარს, დიდ წარმატებებს და კიდევ უფრო მეტის მიღწევას ვუსურვებ იქაც და ნაკრებშიც.

თავისი სათამაშო დონით,კიტე უკვე მრავალი წელია,ტოპ 5 ლიგის დონეზეა,მაგრამ ხშირი ტრავმიანობა უშლიდა ხელს,სერიოზულ გუნდში გადასასვლელად.უკვე ორი წელია სერიოზული ტრავმა არ ჰქონია(სამჯერ ხეზე დავაკაკუნე) და ეს ორი წელი,ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელია.თუ ძალიან სარფიანი წინადადებით არ მიმართეს,არა მგონია მხოლოდ სახელის გამო გადავიდეს სხვა გუნდში.ჩემპიონია,კაპიტანია,დაფასებულია,ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობს,ქალაქი ფაქტობრივად მშობლიურივით გახდა და დიდი მიზეზის გარეშე,რატომ დატოვებს კომფორტულ გარემოს?
ლევანი
გილოცავ ოთო! შენ ძალიან მაგარი ქართველი კაცი ხარ! გენაცვალე, სიბერე ჯერ შორსაა, გვჭირდები. დიდება საქართველოს!
ვახო
დროა წახვიდე ავსტრიიდან!
tngh
კიტე ბევრ "ბოღმის" ბუკეტს გაუხეთქავს გულს!!!
llcl
გილოცავ კიტე! ღმერთმა კიდევ ბევრი წარმატება მოგცეს ქვეყნის სასახელოდ!
ოეეეეეეე
ასე როგორ უნდა გაზომდე კაცი, რომ ქართველის წარმატება ცინიკური კომენტარებით შემაკო და ბინძურ პოლიტიკაში გადეშვა. ეგ რომ იქური იყოს, უკვე ავსტრიის ნაკრებში ეყოლებოდათ და ბევრ სხვა ნაკრებაც დაამშვენებდა. კლასითაც და ადამიანობითაც. რა შუაშია პოლიტიკური სუბიექტებზე აპელირება - ასერ ოგორ დაზომბდით - არ შეგიძლიათ პოლიტიკის გარეშე გაიხაროთ ერთი კარგი ქართველის კარგი ამბებით?
ზაქარია
ავსტრია მე-13 არის ევრობაში კოეფიციენტების მიხედვით. ეს 32 რის მიხედვით არის?
1
1
სიმართლე
ვულოცავ კიტეს, დამსახურებული ჯილდოა! ორგზის საუკეთესო ფეხბურთელობა (თუნდაც ავსტრიის ჩემპიონატის) შესანიშნავი მიღწევაა და ემსახურება ახალი, უკეთესი ნაბიჯების გადადგმას მის კარიერაში. მოკლედ, ამ ზაფხულსაც თუ მისმა აგენტებმა ვერ მოუძებნეს ტოპ-ჩემპიონატის რომელიმე გუნდი (სავარაუდოდ, ბუნდესლიგაში), მაშინ სასწრაფოდ გამოიცვალოს და ვინმე უკეთესი მონახოს
სამართალი
"ბოღმის ბუკეტების" საყურადღებოდ: ფიფას რანკირებით ავსტრია ოცდამეორეა. https://www.sofascore.com/football/rankings/fifa
კახი
ჩვენი ნაკრების ხერხემალია და რა დასანანია რომ 30 წელს მიუახლოვდა. კიტე რო ეხლა 25 წლამდე იყოს, დარწმუნებული ვარ ევროპული გრანდები კიტესთვის იომებდნენ. წარმატებები კოტე გენაცვალე.
გიორგი
დავითს რა იცი რომ 'არაფერი წინადადებები წამოვა'? ავსტრიის ჩემპიონატიდან კარგ გუნდში არავინ გადასულა? ყველაფერი რაც პირველად თავში მოგივა არ უნდა დაწერო.
T.q
ზედიზედ 2 სეზონი ეს მართლაც სერიოზული აღიარებაა მალადეც კიტე გილოცავ შენც და ქართველებსაც იამაყეთ ბიჭებო საქართველოს ოსტორიისთვის ოქროს ხანა დგას ამ მომენტისთვის და კიდევ უფრო უკეთეს მომავალს გისურვებთ თურმე ჩვენც შეგვძლებია თუ მონდომება გვექნება საამისო. კიტე ორი სეზონია საუკეთესოა კვარა სერია ას საუკეთესო და შარშან სამართალი რომ ყოფილიყო მამარდა ლალიგის საუკეთესო მეკარედ უნდა დაესახელებინათ მაგრამ არაუშავს იგი მაინც იტყვის თავის სათქმელს სადაც საჭიროა!
თემური
ავსტრია რეიტინგში მე-11 ადგილზეა!
დავით
კი ევროპაში, მაგრამ მხოლოდ ავსტრიაში, რომლის ჩემპიონატის დონე 32-ეა ევროპაში. ასე რომ არაფერი წინადადებები არ წამოვა. ჰო მართლა ქართული ოცნებიდან შეიძლება წამოვიდეს წინადადება
გიგო პაპა
პირველი ქართველია რომელიც ევროპაში ზედიზედ ორჯერ გახდა საუკეთესო ფეხბურთელი. მგონია, ბევრი წინადადადებები წამოვა ზაფხულში კარგი გუნდებიდან.
თემური
ვულოცავ, კარგ ვაჟკაცს
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
[VIDEO] კლოპის თვალწინ შოუ დადგა - კიტეიშვილის მაგარი გოლი და დუბლი "ზალცბურგთან"
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ოთარ კიტეიშვილი: ყველაფრის გამოსასწორებლად დრო გვაქვს!
[VIDEO] "მომეცით ბურთი! ყველას კარში დარტყმა გინდათ!" - კიტეიშვილი თანაგუნდელებმა წყობიდან გამოიყვანეს
"შტურმი" თებერვლის თვეში 4 შეხვედრას გამართავს
ამჯერად აქილევსის მყესის პრობლემა - კიტეიშვილი კვლავ ტრავმირებულია
ოთარ კიტეიშვილმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა