ბოლო წლების ტრადიცია უცვლელია - მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, "უმცროსი ბორჯღალოსნები" თბილისში დასკვნით გასახურებელ მატჩს ინგლისთან, 14 ივნისს თბილისში გამართავენ. შეხვედრა "ავჭალის" სტადიონზე 18 საათზე დაიწყება.

წინა ორი წლისგან განსხვავებით, ამჯერად 20-წლამდელთა მოქმედ ჩემპიონთან მხოლოდ ერთი თამაში გვექნება. 11 ივნისს მეტოქეები "შევარდენზე" ერთობლივ, მართვად ვარჯიშს გამართავენ, სამი დღის თავზე კი "ავჭალაზე" ერთმანეთს შეერკინებიან. შესაბამისად, გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, უქომაგოს ჩვენს გუნდს და დადებითი ემოციებით დამუხტული გააცილოს 20-წლამდელთა მთავარ ტურნირზე.

აქამდე ასე იყო - ორი თამაშიდან პირველს ინგლისელები იგებდნენ, მეორეში კი ლადო კილასონიას შეგირდები რევანშის აღებას ახერხებდნენ. ბრიტანელთა პირველი სტუმრობისას, 2023 წელს ორი მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ ბოლო წუთზე გაშვებული გარდასახული ლელოს შედეგად ინგლისმა 41:35 მოიგო. მეორე მატჩში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" რევანში აიღეს და ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ინგლისი პირველად დაამარცხეს - 40:38.

შარშან ივნისში მეტოქე ექვსი ერის ჩემპიონის რანგში გვეწვია და პირველი თამაში დამაჯერებლად, 31:7 მოიგო. ლადო კილასონიას შეგირდებმა 5 დღეში საოცარი ტრანსფორმაცია განიცადეს და ინგლისის 45:17 დამარცხებით სრულფასოვანი რევანში აიღეს.

"ქართულმა გამოცდილებამ" ინგლისელებს დიდი სამსახური გაუწია და შარშან მათ მეოთხედ მოიგეს 20-წლამდელთა ჩემპიონატი. რაც შეეხება წლევანდელი ფორმაციის ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებს, მათ ექვსი ერის ჩემპიონობა დასკვნით ტურში დათმეს, როდესაც უელსთან 13:23 დამარცხდნენ და საფრანგეთს (რომელიც ურთიერთშეხვედრაში 27:10 დაამარცხეს) სატურნირო ცხრილში 2 ქულით ჩამორჩნენ.

რაც შეეხება ლადო კილასონიას შეგირდებს, მათ 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩემპიონატისთვის მზადების ადრეულ ატაპზე (თებერვალში) სამხრეთ აფრიკელ თანატოლებთან თბილისში ორი თამაში გამართეს და პირველი 29:38, ხოლო მეორე 12:27 დათმეს.

2025 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატს იტალია (მესამედ 2011 და 2015 წლების შემდეგ) უმასპინძლებს. ის 29 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება, თამაშები კი ლომბარდიისა და ვენეტოს ოთხ ქალაქში გაიმართება: კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა.

საქართველო გ ჯგუფში მოხვდა და 29 ივნისს კალვიზანოში ირლანდიას შეხვდება; 4 ივლისს ახალ ზელანდიას ვიადანაში ეთამაშება; 9 ივლისს კი იტალიას კალვიზანოში შეერკინება. ნახევარფინალური თამაში 14 ივლისს ვერონაში, ან ვიადანაში გვექნება, ხოლო ფინალური თამაშები 19 ივლისს კალვიზანოსა და როვიგოში გაიმართება.

20-წლამდელთა ჩემპიონატის ა ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია; ხოლო ბ ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ.

2016 წლიდან მოყოლებული, საქართველო 12-გუნდა ელიტის უცვლელი მონაწილეა და საუკეთესო შედეგი 2023 წელს აჩვენა (მე-8 ადგილი), შარშან და 2018 წელს მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო 3-ჯერ მე-10-ე (2016, 2017 და 2019) იყო. 2020-2022 წლებში ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო ვერ ჩატარდა.

Rugby.ge

ჩვენი პრობლემა ის არის,რომ მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მოსამზადებლად აუცილებელი სერიოზული თამაშების რაოდენობას ვერ ვაგროვებთ,მაშინ როცა ფავორიტები თავის გათამაშებებში საკმარისს თამაშობენ.ინგლისელებმა ჩემი აზრით,პირველი თამაში სრული ძალით ითამაშეს,მეორეში კი,სქემების დახვეწას და გამოუცდელი ბიჭებისათვის მეტი სათამაშო პრაქტიკის მიცემას დაუთმეს.ჩვენებმაც რა თქმა უნდა მთელი სული და გული ჩადეს,განმეორებით თამაშებში.ჰო და მოვიგეთ.წელს მხოლოდ ერთი თამაში გვექნება და რა თქმა უნდა იმ მიზნებისათვის გამოიყენებენ რაც ახლა სჭირდებათ.ჩვენ ისევ თამაშების დეფიციტის ფაქტის წინაშე ვდგავართ და ვნახოთ,რამდენად გვეყოფა სრულფასოვანი მომზადებისათვის.წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს,უკვე აქედანვე!
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს