"დინამო არენაზე" "ბარსელონას" ლეგენდებისა და GEO11-ის მატჩი ჩატარდა, რომელიც სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 3:1.

მე-2 წუთზე იაშვილმა და არველაძემ ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, შოთამ კი კარში დარტყმა ვერ მოახერხა. მალევე, რონალდინიოს მახვილგონივრული პასით სავიოლა მეკარესთან პირისპირ გაჰყავდა, ლომაიამ ბურთზე დროულად ითამაშა. საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი კუთხური მოაწოდა, ბურთს აკონტროლებდა და იაშვილმა კარისკენაც გაისროლა. მეათე წუთზე ნავალოვსკიმ მინდვრის ცენტრში რონალდინიოსთან იუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. მალევე, რონალდინიომ ლიტმანენს უალმაზესი პასი გაუკეთა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. რონალდინიოს ეფექტურ თამაშს გულშემატკივრების ოვაციები მოჰყვა. მე-16 წუთზე მეკარე ანგოიმ სანდრო კობახიძის დარტყმული კუთხურზე მოიგერია. ჯამარაულის ნაცვლად შეცვლაზე შესული გოგუა აქტიურობდა. ჯერ შეტევაში ჩაერთო, შემდეგ კი რონალდინიოს ორთაბრძოლაში ბურთი აართვა. რონალდინიოს მორიგი კარგი პასის მცდელობა ამჯერად კალაძემ ჩაჭრა. 25-ე წუთზე GEO11-მა გაიტანა - იაშვილის ეფექტური და ზუსტი პასის შემდეგ ნავალოვსკიმ ანგარიში გახსნა. 30-ე წუთზე ლომაიამ დეჰუს ურთულესი დარტყმა მოიგერია. 34-ე წუთზე სავიოლამ ანგარიში გაათანაბრა 1:1. 58-ე წუთზე რონალდინიოს შორეული პასი სორიანომ გოლად აქცია - 1:2. გაფრთხილება ედგარ დავიდსმაც მიიღო. მალე ნიდერლანდელის დარტყმა როინ კვასხვაძემ დააფიქსირა. 69-ე წუთზე რონალდინიომ კარგი კომბინაცია წამოიწყო, შეტევა სორიანომ გააგრძელა, კარში მინდორზე დაბრუნებულმა სავიოლამ დაარტყა, კვასხვაძემ კი რთული ბურთი მოიგერია. სავიოლამ 72-ზე მაინც გაიტანა - 1:3. რონალდინიო პუბლიკაზე თამაშს აგრძელებდა და ტრიბუნებსაც იყოლიებდა. 78-ე წუთზე შეტევაში კალაძე ჩაერთო, საპასუხო შეტევაში კი რონალდინიომ ლამაზად ითამაშა და მოედანიც ოვაციებით დატოვა.

თბილისი. „დინამო არენა“

GEO11 - "ბარსელონას" ლეგენდები 1:3

გოლები: 1:0 ნავალოვსკი (25), 1:1 სავიოლა (35), 1:2 სორიანო (56), 1:3 სავიოლა (72)

GEO11 (სასტარტო): ლომაია, კალაძე, ცხადაძე, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კობახიძე, ნავალოვსკი, ჯამარაული, იაშვილი, ყენია, შ. არველაძე

შეცვლაზე შევიდნენ: კვასხვაძე, კვირკველია, ნემსაძე, ცქიტიშვილი, გოგუა, ღუდუშაური, ჰარტვიგი, სირაძე, დემეტრაძე

"ბარსას" ლეგენდები(სასტარტო): ანგოი, ნავარო, კრისტანვალი, დეო, სერხი, ედმილსონი, დავიდსი, ლიტმანენი, ჟიული, სავიოლა, რონალდინიო

შეცვლაზე შევიდნენ: მასიპი, მაქსველი, კოკუ, ლოპესი, ოკუნოვო, ვალიენტე, სორიანო

გელა ნუგზარაშვილს
თუ არ გინდათ ვინმე გაძალებთ, რომ უყუროთ?! რაც შეეხება "ცეკვა-თამაშსს" ევრო კავშირის დაკრულზე ხომ კარგად კუნტრუშობთ ,ვითომ ევროპელებო? შიმშილზე კი გეტყვი, ძაან გეტყობათ ღიპებზე!
არა ნაცებს.
სასაცილო იცი რა არის? ეს საცოდავი ნაცები და მათი "პატალა ჭინკები" სხვებს, რომ ეძახიან მონებს, ამ დროს თვითონ ნაბიჯს არ დგამენ, სანამ თავიანთი ბატონებისგან არ მოუვათ ინსტრუქცია და დავალება, თუ როგორ მოიქცნენ, და არ არის ეს მონობა?
გელა ნუგზარაშვილი
ძალიან მომეწონა ლეგენდა ღუდუშაური, აუ, რას დარბოდა, რას მატაობდა, ორჯერ ფეხებში გაუძვრინა სავიოლას. მადლობა კალა, ხიზან, იაშკა, ეს რა მაგარი სანახაობა გვაჩვენე მშიერ ხალხს. როგორც კი დაგვიძახებთ, მაშინვე ვიცეკვებთ არჩევნებზე. კლარნეტი ჩვენზე იყოს, დოლი სოზარამ წამოიღოს და დუდუკი კი იცით ვისაც აქვს. ისეთი სოფელი უნდა ავაშენოთ რომ ევროპა გადავრიოთ. აბა როგორ?
ევროპათუმეებს!
აბა, როგორია ამდენი ზღვა ხალხის დანახვა? აი ეს არის ნაღდი ქართველობა! გასკდით გულზე: ნაცებო, ენჯეობებო,ელჩებო, ბალტიკის განსაკუთრებით ესტონეთის ვაი მთავრობებო! ქართველების ხასიათი კიდევ ვერ ისწავლეს და ვერ შეისწავლეს, რომ ადვილად ვერ მოახვევთ თავს, უზნეობას და ამორალობას! ოჯახი და ტრადიცია არის მთავარი!
zura222
არა რაა ამ ნაც ვირთხებს არაფერი ეშველებათ @ ჩამოვიდნენ მაგარი ფეხბურთელები ხალხმა რონალდინიოს თამაშს უყურა ცოცხლად და რა არის ამაში ცუდი? ხარჯებსაც უთვლიან ის ვირთხები @ თქვე მართლა ხორცმეტებო ბიუჯეტიდან კაპიკი არ დაიხარჯა და თქვენ ვინმემ ამოგაცალათ ჯიბიდან ერთი თეთრი მაინც? მაგრამ არა არაც ზემოდან მოგივიდათ იმას წერთთ შხამი და ბოღმა დაგახრჩობთ თქვენ დათქვენ შეფებს @@@
giorgi
rac meti cnobili veteranebi chamovlen chventan mit ufro ganvitardeba qartuli fexburti.shxamianma adamianebma ki icodet rom am dros bogmisagan guli gagiskdebat
gzp-s
შენ არ გჭირდება, ჩვენ გვჭირდება, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს!
gzp
ვის ჭირდება ეს სანახაობა? ვინ აფინანსებს?
თბილისელი
ჩავიკითხე ღვარძლით სავსე კომენტარები და ერთ რამეში დავრწმუნდი, რომ თქვენაირ შხამით სავსე ადამიანებს არაფერი გეშველებათ! უბრალოდ საცოდავი არ შემდგარი ადამიანები ხართ და ალბათ აქედან მოდის ეგ თქვენი სიბოროტე!
lasha
იმდენი კაცობაც არ ღმოაჩნდათ თამაში საქველმოქმედო ყოფილიყო და გაჭირვებულებს დამხარებოდენ ,,ჩვენები" რა ლეგენდებიც იყვნენ ის შეგნებაც აქვთ
ზაზა
ლეგენდები ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ბარსელონაში ლეგენდარული რასაც ჰქვია იყო მხოლოდ რონალდინიო.დანარჩენები უბრალოდ კარგი ფეხბურთელები,მაგრამ ლეგენდარულები არანაირად. საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება აქ ლეგენდარული ოღონდ საქართველოს მასშტაბით იყვნენ კახა და შოთი.დანარჩენის ლეგენდარულობა ღიმილის მომგვრელია.ვინ არის ლეგენდა? გოგუა,ნავალოვსკი თუ დემეტრაძე? მაგრამ იმ ქვეყანაში სადაც გრიგორიადისი გმირია ამათი ლეგენდობაც მოსულა.
ლუკა
ღუდუშაურის ფეხბურთელება რა ვთქვი, სამოყვარულო დონე იყო ხოლმე. ძმაკაცობს ეტყობა ვიღაცეებთან
Bidzia
ქინქლაძე რატო არ იყო? ასათიანი? ქეცბაია? აბა რაის საქართველო იყო
შავი კაცი
ბლეფაობთ რაღაცეებს, არ მჯერა :)) რონალდინიო მაგდენს ვერ იზამდა, უეჭველი ლომაიაში აგერიათ თქვენ😁😁
zaza
გოგუა რა ნაჯახი და ჯაგა ფეხბურთელიც იყო,ისეთივე დარჩა.რას ერჩოდა სავიოლას.კინაღამ ფეხი მოსტეხა.
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს