საფრანგეთი. ლიგა 1. III ტურის წინ: პარიზელი გულშემატკივრები მენეზისა და ხავიერ პასტორეს დუეტისგან ბევრს ელიან
ლუქსემბურგულ “დიფერდანჟთან” ევროპის ლიგაში ხავიერ პასტორეს ფანტასტიკური დებიუტი ჰქონდა - მარკოს სეარა და ჟერემი მენეზი საგოლე გადაცემებით მოამარაგა.

მართალია, ანტუან კომბუარე აცხადებდა, შეიძლება ფეხბურთელს დასვენების საშუალება სექტემბრამდე მივცეო, მაგრამ გუნდში შექმნილმა მცირე კრიზისმა მას არგენტინელის საქმეში ჩართვა აიძულა. ამ ნაბიჯმა აშკარად გაამართლა. ხვალ კი მთელი საფრანგეთი ლიგა 1-ში “ვალანსიენთან” მის დებიუტს დაელოდება.

დედაქალაქელი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან პასტორესა და კიდევ ერთი დებიუტანტის მენეზის დუეტის შეთამაშებას. “პარიზში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მოხარული ვარ, რომ ძალიან თბილი დახვედრა მომიწყვეს. დღესაც უბედნიერესი ადამიანი ვარ. მგონია, რომ კარგად ვითამაშე, - განაცხადა სამხრეთამერიკელმა ლუქსემბურგელთა განადგურების შემდეგ. - უნდა აღვნიშნო, რომ მენეზი დიდებული ფეხბურთელია, დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ერთად დიდ საქმეებს შევეჭიდები. 90 წუთი ვითამაშე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე ხომ ვარჯიშებს სულ რაღაც 10 დღეა რაც დავუბრუნდი, შესაბამისად საუკეთესო ფორმას ბევრი მიკლია. კვირას ვითამაშებ თუ არა, არ ვიცი. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. გამოგიტყდებით, მინდორზე გასვლას მართლა ვისურვებდი. კარგი იქნებოდა ახალი საშინაო სტადიონის დაგემოვნება”.

ბოლო დღეებში პრესაში ძალიან ბევრი დაიწერა, რომ ანტუან კომბუარე გადაყენების საფრთხის წინაშე იდგა, თითქოს მის ადგილას კარლო ანჩელოტი უნდა დანიშნულიყო. “დიფერდანჟთან” მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ გააკეთა: “ჩვენ კლუბში სერიოზული გეგმები გვაქვს დასახული. კომბუარეს მუშაობით კი კმაყოფილნი ვართ. მას გუნდშიც ენდობიან. აქედან გამომდინარე მომავალს იმედის თვალით ვუყურებ. დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს. ჩამოყალიბებულ მექანიზმში არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ”.

გუნდი ლუქსემბურგში ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელის გარეშე გაემგზავრა. მათგან “ვალანსიენთან” შეხვედრისთვის ცოტა თუ იქნება მზად. მწყობრში ჩადგა ნიკოლა დუშეზი, მაგრამ საეჭვოა მან სალვატორე სირიგუ ძირითადს მიღმა დატოვოს. ევროპის ლიგის მატჩში განაცხადში არ იყვნენ ასევე ნენე, მამადუ სახო, კრისტოფ ჟალე, სილვენ არმანი, მოჰამედ სისოკო და გიიომ ოარო.

საფრანგეთი. ლიგა 1. III ტური

დღეს

ბორდო-ოსერი 21:00

ბრესტი-ლიონი 21:00

კაენი-ლილი 21:00

დიჟონი-ლორიანი 21:00

ნიცა-ტულუზი 21:00

აიაჩო-ევიანი 23:00

ხვალ

მონპელიე-რენი 19:00

ნანსი-სოშო 19:00

პსჟ-ვალანსიენი 19:00

მარსელი-სტ. ეტიენი 23:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...