კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-15 ტურის ოთხი მატჩი გაიმართა. აქედან სამში ფრე დაფიქსირდა, მხოლოდ გორის "დილამ" იმარჯვა: გორელებმა სტუმრად დიდი ანგარიშით აჯობეს "დინამო ბათუმს" და ლიდერ "იბერია 1999"-თან ჩამორჩენა ოდნავ შეამცირეს. ახლა სხვაობა 8 ქულაა.

გარეჯი 0:0 თელავი

კახურ დერბიში გოლი არ გავიდა. "გარეჯი" მე-8 წუთიდან ათი კაცით თამაშობდა, რადგან თამაზ ცეცხლაძე გააძევეს ორი გაფრთხილების გამო. მომენტები ორივე კართან შეიქმნა.

მაგალითად, არბიტრმა ბაქარ ბრეგაძემ "გარეჯის" სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, მაგრამ VAR-ზე გადაამოწმა და ჩათვალა, რომ ვახო ბედოშვილზე წესები არ დარღვეულა.

ცხრილის ქვედა ნაწილში დაძაბულობაა. მეშვიდე ადგილზე მყოფი "გარეჯი" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს აუტსაიდერ "თელავს", რომელსაც 9 ტურია არ გაუმარჯვია. ბოლოს თელაველებმა სწორედ "გარეჯთან" მოიგეს - 1:0.

კოლხეთი 1913 2:2 იბერია 1999

ფრე ფოთში. მოქმედი ჩემპიონი "იბერია 1999" კვლავ წაუგებელია, თუმცა ოთხმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. "კოლხეთი 1913" კი ბოლოსწინა ადგილზეა.

თბილისელები გიზო მამაგეიშვილის ახლოდან გატანილით დაწინაურდნენ. ეს მამაგეიშვილის მეხუთე გოლია სეზონში. პირველივე ტაიმში იბერიელთა შემტევმა იური ტაბატაძემ კარგი გარღვევის მერე პენალტის უფლება მოიპოვა და თავადვე დაარტყა, თუმცა მეკარე დემეტრე ბულისკერიამ აუღო ბურთი... იური ტაბატაძემ წინა ტურშიც გააცუდა პენალტი.

ვერ გაიტან, გაგიტანენ - ასე მოხდა, ფოთელებმა ანგარიში გაათანაბრეს. კვლავ გიორგი აბუაშვილი... შორიდან ჩახვეული დარტყმით გაათანაბრა და ტაიმი 1:1 დასრულდა. ეს აბუაშვილის მეშვიდე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, სულ კი ფოთელებს 10 ბურთი აქვთ გატანილი.

56-ე წუთზე მასპინძლები წინ გავიდნენ: დავით ფაღავამ ჩააწოდა და ლადო ჩიხრაძემ ნახევარბრუნში დაარტყა. მშვენიერი გოლი იყო.

მალევე, თბილისელებმა გაათანაბრეს ლუკა სილაგაძის გატანილით. შეცვლაზე შესულმა სილაგაძემ საჯარიმოში კარგად იმოქმედა და მაღალ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 2:2.

დინამო ბთ 0:3 დილა

გორის "დილამ" სტუმრად სძლია "დინამო ბათუმს", რომლისთვისაც ეს ზედიზედ მესამე მარცხია. "დილა" კი მეორე ადგილზეა და ამჯერად 8 ქულით ჩამორჩება ლიდერ "იბერია 1999"-ს.

36-ე წუთზე ბათუმელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ გორელთა ნახევარმცველმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ვერ მოახერხა გატანა... ტაიმის ბოლოს კი "დილა" მაინც დაწინაურდა: ჟან-მარკ ტიბუემ თავურით დააწინაურა თავისიანები.

მეორე ტაიმში "დილას" ფორვარდმა შოთა შეყილაძემ ითამაშა მშვენივრად, სოლო-გარღვევა, მცველსა და მეკარეს გასცდა, მერე კი ცარიელ კარში გაიტანა. შეყილაძის მეექვსე გოლია სეზონში.

77-ე წუთზე კი აბუბაქარ კონტემ დაამატა ლუკა ხარატიშვილის მიერ მოგერიებულ ბურთს და ანგარიში 0:3 გახდა.

გაგრა 1:1 დინამო თბ

ორივე გუნდი კარგ ფორმაში შეხვდა ამ მატჩს. დინამოელებს ზედიზედ სამი გამარჯვება ჰქონდათ და "გაგრას" სამმატჩიანი წაუგებელი სერია.

მე-14 წუთზე "გაგრა" დაწინაურდა გიორგი ხარებაშვილის გოლით. ხარებშვილმა ზურაბ ჭავჭანიძის გრძელი პასის შემდეგ მცველსაც დაასწრო და მეკარესაც, დარტყმა მოასწრო და 1:0.

რამდენიმე წუთში კი მათე ვაწაძემ გაათანაბრა. გიორგი გვასალიამ ჩააწოდა, ვაკო გვილიამ ვაწაძეს დაუგდო ბურთი, რომლის პირველი დარტყმული მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ისევ მათემ იმარჯვა და 1:1.

პირველი ტაიმის ბოლოს ჯაბა კანკავა გააძევეს უხეშობისთვის. თუმცა ვერც "გაგრამ" დაასრულა მატჩი თერთმეტი კაცით: 78-ე წუთზე ფორვარდმა დავით გოცირიძემ იუხეშა მეტოქის საჯარიმოში და მანაც წითელი ბარათი მიიღო.

"დინამო თბილისი" მესამე ადგილზეა. "გაგრა" კი - მეექვსეზე.

erovnuliliga.ge

tngh
სასიამოვნოა, რომ "ტორპედო" უახლოვდება სამეულს!!!
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა