საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს მიმდინარე სეზონში წლის პირველი ტიტულის მოგებას ეცდება. ჩვენებური ბორდოს ჩელენჯერის ფინალში 21 წლის ფრანგს, მსოფლიოს 36-ე ნომერ ჯოვანი მპეტში პერიკარს კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

ნიკოლოზმა ბორდოში ფინალამდე გზა ბრწყინვალედ განვლო და მართლაც შესანიშნავ ფორმაშია. ქართველმა გზად ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი, ფრანგი ქუენტინ ჰალისი, აშშ-ის წარმომადგენელი ბრენდონ ნაკაშიმა და ნიდერლანდელი ტალონ გრიკსპური ჩამოიცილა.

აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი, რომელიც მსოფლიოს 35-ე ნომერი გახლავთ, ბასილაშვილმა მე-2 სეტში 6:0 გაანადგურა. გრისპურს კი მართლაც გამორჩეული სეზონი აქვს. მან წელს ისეთ ჩოგბურთელებს მოუგო, როგორებიც ალექსანდ ზვერევი და მატეო ბერეტინია, თუმცა ქართველთან შანსი არ ჰქონია.

ნიკოლოზმა გუშინ ფინალში გასვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, თუ რამ მოუტანა თავდაჯერება და წარმატებული თამაში ბორდოს ტურნირიზე. ირკვევა, რომ მიმდინარე კვირაში ქართველმა ყოფილ მწვრთნელ იან დე ვიტთან განაახლა თანამშრომლობა. დე ვიტი ის ადამიანია, რომელთან ერთადაც ბასილაშვილმა დიდი ტურნირები, ჰამბურგი და ბეიჯინგი მოიგო და ჩვენებურის წარმატებებიც სწორედ მას უკავშირდება.

მოკლედ, ნიკამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დე ვიტმა მას წარმოუდგენელი თავდაჯერება და საჭირო რჩევები მისცა. ის აღნიშნავს, რომ მწვრთნელთან მუშაობა კორტზე და კორტს მიღმაც ძალიან სიამოვნებს. ქართველი ყოველთვის ამბობდა, რომ მას ხშირად ფსიქოლოგიურად უჭირდა, დე ვიტი კი ამ კუთხით შესანიშნავი მენტორია, რადგან მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის ჩოგბურთელებს ასევე ფსიქოლოგიურად და მენტალურადაც აძლიერებს.

დავუბრუნდეთ ფინალსაც და ვთქვათ, რომ ბასილაშვილმა იქ მოხვედრით 90 სარეიტინგო ქულა და 20 590 ევრო უკვე გაინაღდა. თუ დღეს ნიკოლოზი მოიგებს, დამატებით 85 ქულასა და 14 310 ევროს მიიღებს.

ვთქვათ ისიც, რომ ტურნირის დაწყებამდე ჩვენებური მსოფლიოს 157-ე ნომერი გახლდათ, ახლა კი LIVE რეიტინგში 132-ე პოზიციაზეა. გამარჯვებისა და 85 ქულის დამატების შემთხვევაში კი დიდი შანსია, ქართველმა ორშაბათიდან ტოპ 110 ჩოგბურთელში შეაღწიოს.

აქვე გეტყვით, რომ დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

უი, როგორ მოპუტკუნებულა

სამწუხაროდ ნიკამ წააგო ფინალში, მაგრამ გამოიმუშავა 20 590 ევრო და 90 სარეიტინგი ქულა. ფინალში გამარჯვებულმა გამოიმუშავა 34 900 ევრო და 175 სარეიტინგო ქულა.
ირაკლი
წააგო უკვე
მერაბ-ს
ახლანდელი გერმანელი გელფრენდიც კარგად ყვლეფავს,მილიონერი გამხდარა ბასილაშვილის ხელში!!!
მერაბ ბაკურაძე
aba kofili meugle motxovs fulebs
ვაჟა მასწავლებელი
ძალიან გამიხარდა ბასილას წარმატება რასაც როგორც ჩანს, ხელი შეუწყო ძველ "ბებერ" მწვრთნელთან დაბრუნებამ. კარგი გაგებით ორი "ბებერი ხარი" კიდევ ბევრ აღმართს "მოხნავს! გამოდის, რომ საფრანგეთის ჰაერი კვარასთან ერთად - ბასილასაც მოუხდა?!.
შაკო
მეჩვენება თუ ცოტა მოპუტკუნდა ნიკოლოზა?
ვვვ
კარგი ამბავია. მაგრამ "ისიც ვთქვათ" სრულიად ზედმეტია. თქვი პირდაპირ და მივხვდები, რომ თქვი ;) არა და ლამის დაამკვიდრეთ უკვე (არა მგონია, ყველგან და ყოველთვის ერთი ჟურნალისტი მოგვიწოდებდეს ყოველი თქმის წინ - ისიც ვთქვათო...
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი დამარცხებულია - ბასილაშვილი ალმათის მასტერსის მერვედფინალშია
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა