"დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონს გადაწყვეტილი აქვს ზედმიწევნით დააკვირდეს აშშ-ში პრეზიდენტის მომავალ არჩევნებს
მსოფლიოს მესამე ჩოგანი როჯერ ფედერერი პოლიტიკით დაინტერესდა. კერძოდ, "დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონს გადაწყვეტილი აქვს ზედმიწევნით დააკვირდეს აშშ-ში პრეზიდენტის მომავალ არჩევნებს, რომელიც 2012 წლის ნოემბერში გაიმართება, თუმცა საპრეზიდენტო რბოლა სწორედ ახლა იღებს ტემპს.

30 წლის შვეცარიელის აზრით, მომავალი პრეზიდენტი საბოლოოდ გამოფიტული იქნება ფიცის დადებისა და ვალდებულებების ჩაბარების დროს.

როჯერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს - რა აინტერესებს მას ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის პერიოდში. ფედერერის თქმით, ის პრაქტიკულად არ უყურებს ტელევიზორს, არ აინტერესებს სხვადასხვა რეალითი-შოუ, თუმცა განაცხადა, რომ გაოცებული დარჩა 2008 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებით, რომელიც დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ბარაკა ობამამ მოიგო.

"ახლა, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო დავინტერესდი მსოფლიოში პოლიტიკური მოვლენებით. სიმართლე გითხრათ, ადრე ეს ნაკლებად მაინტერესებდა, - ამბობს ფედერერი სააგენტო "როიტერთან" კომენტარისას. - გაოცებული დავრჩი, რამდენად გრძელი და მომქანცველი პროცესია საარჩევნო კამპანია.

ალბათ, თითოეული პრეზიდენტი ფიცის დადების დროს უდიდეს დაღლილობას გრძნობს. და ეს იმ დროს, რომ მისი ნამდვილი სამუშაო მხოლოდ ახლა იწყება. საკმაოდ საინტერესო სანახობაა და აუცილებლად დავაკვირდები ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო რბოლასა და არჩევნების პროცესს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს