თურქული პრესა წერს, რომ "გალათასარაი" საქართველოს ნაკრებისა და "სენტ ეტიენის" 24 წლის შემტევის ზურიკო დავითაშვილის დამატებით სერიოზულადაა დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, ქართველის გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-დან გავარდა და სავარაუდოდ, ჩვენებური ზაფხულში კლუბს შეიცვლის, სტამბოლელები კი მომდევნო სეზონისთვის გაძლიერებაზე უკვე ფიქრობენ.

fotospor წერს, რომ თურქულმა მხარემ ზურიკოს აგენტ მამუკა ჯუღელთან შეხვედრა მოითხოვა. მათ ფეხბურთელის პირობების შესწავლა სურთ და თუ ყველაფერი მათთვის მისაღები იქნება, მაშინ "სენტ ეტიენს" შეთავაზაებასაც გაუკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ადრე დავითაშვილის სახელი კიდევ ერთ თურქულ ცნობილ გუნდ "ბეშიქთაშს" დაუკავშირეს, თუმცა ეს ამბავი არ დადასტურდა. რაც შეეხება "გალათასარაის", სტამბოლელებმა წელს თავისი ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგეს, მომდევნო სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ.

ვერ დააკავებს.ლიგა 2-ში შემოსავლები გაცილებით მცირეა,ზურიკოს კი,საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს და გადახდა გაუჭირდებათ.მეორე მხრივ,ზურიკო 10 მილიონი ღირს და მისი გაყიდვით,სენტ ეტიენი საკმაოდ დიდ შემოსავალს მიიღებს,რომელსაც გუნდის ხელახლა დაკომპელქტებისათვის გამოიყენებს.გუნდიდან სხვებიც წავლენ,ვისაც ლიგა 2-ში ჩაყოლა არ სურს და მაღალ დონეზე თამაშის პოტენცია აქვთ.
გივი
ტიტულებისთვის და ლიგაზე თამაშისთვის იდეალური ვარიანტია,მაგრამ ტოპ 5 ის გუნდებიდან აუცილებლად ექნება შეთავაზებები და რაც არ უნდა ვილაპარაკოდ სულ სხვა დონეა იქ თამაში... ზოგიერთის გამკვირვებია საფრანგეთს რომ არ მიიჩნევს ტოპ 5 ის დონის, პსჟ მანდ არ თამაშობს? ან ლიონს რა დაუწუნეთ მანჩესტერს რომ გაცდენოდა ევროპა ლიგაც შეიძლება მოეგო და რავი აბაა...
გიორგი
ჩვენ გვეკუთხებით?
gel-100
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რო უტვინოების ჯგუფი აკომენტარებს ზურიკოს შესახებ თითქოს გალათასარაიში გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იყოს, აბა სენტ-ეტიენი სჯობია მით უმეტეს გავარდნილიი?? მე თუ მკითხავთ მაგ სენტ-ეტიენს ლიგა ერთშიც რო დარჩენილიყო მაინც სჯობია გალა და მით უმეტეს ლიგა ორში ნაღდად არ უნდა ჩაყვეს, თუ ექნება წინადადება ლიგა ერთში ზურიკოს მინიმუმ 10-ეულში გასული გუნდიდან კი ბატონო მაგალითად ბრესტი,ტულუზა,ოსერი,სტრასბურგიდან დანარჩენ შემთხვევაში ჯობია გალაში გადასვლა იმ შემთხვევაში თუ რაღაც სათამაშო გარანტიას და მისთვის მისაღებ პირობებს შესთავაზებენ, ჩემპიონ და ისტორიულ გრანდზეა საუბარი რომელიც მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და ეს ბევრ რამეს გადაწყვიტავს ზუკას კარიერისთვის, ზოგადადაც თუ ტოპ-5 ლიგიდან კარგი წინადადება არ ექნება მეორე ლიგებში თამაშს თუნდაც ინგლისისა იყოს ჯობია გალათასარაი, გუნდში ოსიმენი, ჯეკო,იკარდი და იმდენი ვარსკვლავი თამაშობს ზუკა ბევრ რამეს ისწავლის მათგან, ტრამპლინათაც ბევრად უკეთესია გალა ვიდრე მეორე ლიგის გუნდები, რაა გულერი თურქეთიდან არ გადავიდა რეალშიი თუ სხვა ფეხბურთელები აღარ გახსოვთ რომლებიც თურქული გუნდებიდან გადავიდნენ ტოპ-5 ში?? თან გუნდიც არი და გუნდიც გალა გრანდია თურქული და არა მარტო თურქული ჩემპიონატის ისე როგორც ბენფიკა, სპორტინგი,პორტო,სელტიკ-რეინჯერსი,ბრიუგე,ანდერლეხტი,აიაქსი,პსვ და მსგავსი გუნდები,
ზედა მეზობელი
აქ ისე საუბრობენ,თითქოს ბარსელონას ან ლივერპულის კონტრაქტი უდევს წინ და ზუკა გამწარებული გაიძახის,გალათასარაიში გამიშვითო.უცნაური ხალხი ვართ ქართველები,ამ საიტის მომხმარებლები უფრო უცნაურები არიან,საიდან და რას გამოაგდებენ გაუგებარია.თუ სხვა ვარიანტი არ ექნება,ლიგა ორში ჩასვლას არ ჯობია გალათასარაი და ჩემპიონთა ლიგა? ჯერ ლიგა ერთი რა ჩემპიონატია და მერე ლიგა ორი თქვით თქვენ,ხოდა ჩემი აზრით,არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი მისთვის. სულ ისეთ გუნდებში თამაშობს ეს ბიჭი რო ვარდებიან და საჩემპიონო ამბიციიის გუნდში მისი ხილვა კარგი იქნება,თან ლიგაზეც არ არის უამბიციო გუნდი,მოგება არა მარა ფლეიოფს დაუმიზნებს. არ ვეთანხმები იმ აზრს რო თურქეთში მხოლოდ კარიერის ბოლოს მიდიან,გააჩნია ფეხბურთელს და მის გაქანებას. მესის იქ 18 წლის ასაკში ვერ ჩაიყვანა,შეიძლება 58 წლის ასაკშიც ვერ ჩაიყვანო და ვერც იამალის წაყვანას შეძლებ,მარა საშუალო დონის ფეხბურთელები ბევრნი მიდიან. აგერ ოსიმენი წავიდა და რა ცუდი ფეხბურთელი გახდა? არ უდგას კარგი დროება ზუკას და მგონია რო რეინკარნაცია თუ უნდა თავისი კარიერის,ეს არის ღმერთისგან ბოძებული შანსი.შეუბეროს მაგ ჩემპიონტაში და უყურადღებოდ არ დარჩება. შოთა და აჩიკო არველაძე მაქედან წავიდნენ ევროპაში,რა აიაქსში ვერ იბურთავა თუ რეინჯერსში,რა ლალიგა ვერ ითამაშა? აჩიკო ტრავმებმა გააწამეს თორე ისიც დადებდა დონეს. წარმატებები ზუკას სადაც არ უნდა იყოს და რა გუნდიც არ უნდა ერქვას ან რა ჩემპიონატიც. საქართველოდან პირდაპირ ტოპ 5 ჩემპიონატი ვერა,ეგ იშვიათობა არის და მხოლოდ მამარდას შეუძლია.კვარაც იდეაში ეგრე გამოვიდა,თუმცა რუსული კლუბიდან მიიქცია ყურადღება.აი,მამარდამ ნადვილად საქართველოდან და ევროტურნირიდან.ხოდა ეხლა ლივერპულის ბილეთების შეკვეთა მისცა და იქ მიდის.აი,ზურიკო ვინ უნდა ნახოს ლიგა ერთში? რა გგონია რო მილიონობით მაყურებელი ყავს მაგ ლიგას? ჩემპიონთა ლიგა სხვა ამბავია,ყველა გიყურებს და ზუკასაც შეამჩნევენ.

ხოო, ზურა 222?

ებიჯო, რა თურქეთი. უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. დაატრიალე აგენტი და მოთხოვე ტოპ ლიგის გუნდში ტრანსფერის გაჩარხვა. შედეგები კაი აქვს და ნაკრების ფეხბურთელია. თურქებმა საქართველოს ჩემპიონატიდან იყიდონ ფეხბურთელები.
გეო
თვითონ ყველგან კარგათ თამაშობს და ყველას ჯობია, სადაც გადადის, მაგრამ ყველა მისი გუნდი რატომღაც ვარდება.
ჟორა გაბრიჭიძე
ყველა ასე თუ ისე ტოპ ჩემპიონატების გუნდები, ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ეძებენ და ირჩევენ. საფრანგეთის მეორე ლიგაში ფეხბურთელს არც ერთ ძლიერი გუნდი არ ეძებს და კარგახანს დარჩება ზურიკო მეორე ლიგაში.
თბილისელი
როდის მერე გახდა ლიგა1 ტოპლიგა?
duta
shen rom ggonia ise araa mazgachok
ნაპოლეონი
გადასარევი ვარიანტია
შაქრო გაბისაშვილი
მაინც ფრანგული გუნდები მგონია!
Kaxa
რა ვქნა არ მემეტება თურქეთის გრანდში რო გადავიდეს. ასე მგონია ჩარჩენა და ასე გაირბენს წლები. თურქეთში მიდიან კარიერის ბოლო წლებში რავი რამდენი ჩამოვთვალო. მერტენსი, ჯეკო, იკარდი,იოზილი და ბევრი კიდე ძველი ფეხბურთელები. მირჩევნია ტოპ 5 ის საშვალო გუნდში იყოს ვიდრე გალაში.
toy
მეეჭვება სენტეტიენმა გაუშვას.
tngh
წარმატებები ზურიკოს და საქართველოს ნაკრებს!!!
სიმართლე
გალათასარაიში გადასვლა ურიგო ვარიანტი ნამდვილად არაა, თუმცა მაშინ თუკი ლიგა1-ში (ან სხვა ტოპ-ლიგაში) ალტერნატიული ვარიანტი არ გამოჩნდება
ბათუმი
მშვენიერი წინადადებას პირველი სურვილისას

გალათასარაის მთავარი ამოცანა,ოსიმენის გამოსყიდვა,ან თუნდაც იჯარის გაგრძელება იქნება.საფრანგეთიდან თურქეთში წამოსვლა,თუნდაც ასეთ ძლიერ გუნდში,არა მგონია ზურიკოსათვის მისაღები ვარიანტი იყოს.ძალიან აგრესიული მაყურებელია თურქეთში!
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
"არსენალი" ტროსარის "ბეშიქთაშში" გაყიდვაზე თანახმაა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
სტასენმა "სენტ ეტიენი" დატოვა და ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდა - რა ბედი ელის დავითაშვილს?
თურქები აღარ ხუმრობენ - სალაჰისა და ლუკაკუს შემდეგ, ვლაჰოვიჩიც წაიყვანეს და ლეაოსაც უმიზნებენ
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
"არაჩვეულებრივ ფეხბურთელობასთან ერთად, ფანტასტიკური ადამიანია" - "სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა