<p>ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებმა იმ ქალი ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნეს <br> ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებმა იმ ქალი ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნეს, რომლებიც უაილდ-ქარდის წყალობით მოხვდებიან ძირითად ბადეში. მათ შორის არის 37 წლის ამერიკელი ჯილ კრეიბასი, რომელიც ამჟამად 116-ე ადგილს იკავებს WTA-ის კლასიფიკაციაში. მასთან ერთად სპეციალური მიწვევა მიიღეს შემდეგმა ჩოგბურთელებმა: ამერიკელებმა სლოუნ სტივენსმა (110), ელისონ რაისკემ (117), ჯეიმი ჰემპტონმა (130), ლორენ დევისმა (331), ფრანგმა არავან რეზაიმ (107) და ავსტრალიელმა კეისი დელაკუამ (286). უაილდ-ქარდის მერვე მფლობელს კი ამ კვირას სპეციალური ტურნირის დახმარებით გამოავლენენ, რომელიც კორეჯ-პარკში გაიმართება.</p><p>17 წლის ლორენ დევისი ამერიკის ღია პირველობის შარშანდელი ჩემპიონია იუნიორებს შორის. რეზაიმ და დელაკუამ კი უაილდ-ქარდი ამერიკის ჩოგბურთის ფედერაციასთან საფრანგეთისა და ავსტრალიის ანალოგიური ორგანიზაციების მიერ შეთანხმების თანახმად მიიღეს.</p><p>საინტერესოა, რომ WTA-ის ტურის ვეტერანი ჯილ კრეიბასი ზედიზედ 44-ედ ითამაშებს "დიდი სლემის" ტურნირების ძირითად ბადეში - ეს სერია 2000 წლიდან იღებს სათავეს. ეს ამერიკელი ზედიზედ 10 სეზონს ასრულებდა ტოპ-ასეულში, ხოლო საუკეთესო შედეგი რეიტინგში 2006 წელს ჰქონდა, როცა 39-ე პოზიციაზე დამკვიდრდა.</p>
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე