ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა ლოკაუტის თაობაზე საკუთარი აზრი გამოთქვა
ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა, რომელიც ამჟამად "შარლოტ ბობკეტსის" მფლობელი გახლავთ, საკუთარი აზრი გამოთქვა ლოკაუტის თაობაზე.

"ამ მომენტისთვის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაახლოებით 22-23 კლუბი წაგებაშია. ეს არანორმალური სიტუაციაა. მოთამაშეებთან უნდა მივაღწიოთ ურთიერთგაგებას იმასთან დაკავშირებით, რომ კლუბებმა ფული უნდა იშოვონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ხელფასს ვერავინ გადაუხდის.

კლუბების მფლობელები არ აპირებენ უკან დახევას და არ წამოეგებიან კალათბურთელების მხრიდან შანტაჟზე. მთლად საქმის კურსში არ ვარ, მაგრამ მესმის, რომ თანაბარუფლებიანი პარტნიორები უნდა ვიყოთ - ჩვენ ხომ ერთ საქმეს ვემსახურებით. იმისთვის, რომ NBA-ში ბიზნესმა იმუშაოს, სწორად უნდა გავანაწილოთ ფინანსები. დაბალი ბიუჯეტის მქონე გუნდები მხოლოდ მოგებულები დარჩებიან, თუ მკაცრ სახელფასო ლიმიტს შემოვიღებთ", - ამბობს კალათბურთის ლეგენდა.

ამასობაში, ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ NBA-ის ხელმძღვანელობამ წინასასეზონო მატჩების კალენდარი გამოაქვეყნა. პირველი მატჩი 9 ოქტომბერს არის დაგეგმილი, სულ კი 114 შეხვედრა უნდა გაიმართოს, მათ შორის მატჩი ჰაიფას "მაკაბისა" და "ორლანდოს" შორის.

თუმცა ამ კალენდრის გამოქვეყნებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ყველა წინასასეზონო შეხვედრა გაუქმებული იქნება ლოკაუტის მიზეზით. მხრეებმა რომც მოილაპარაკონ ახალი კოლექტიური ხელშეკრულების შესახებ და სეზონი გადაარჩინონ, შანსი იმისა, რომ ეს სექტემბერის ბოლომდე მოხდება, ნულის ტოლია.

ამერიკული პრესა წერს, რომ ლეგენდარული რეჯი მილერი, შესაძლოა, მშობლიური კლუბის - "ინდიანა" პეისერსის" ადმინისტრაციულ შტაბში მოხვდეს. ლაპარაკია გენერალური მენეჯერის პოსტზე ლარი ბერდის ჩანაცვლების შესახებ. ამ უკანასკნელმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ეს ბოლო სეზონი იქნება მისთვის კლუბში.

"რეჯი ყურადღებით განიხილავს ჩვენს წინადადებას და იმედია, დათანხმდება კლუბში მუშაობას", - ამბობს "ინდიანას" მფლობელი ჰერბ საიმონი.

ლოკაუტის პერიოდში კიდევ ერთი კალათბურთელი აპირებს უცხოეთში თამაშს, კერძოდ, "ტორონტო რეპტორზის" ბრაზილიელი ლეგიონერი ლეანდრო ბარბოზა სამშობლოში დაბრუნდება და "ფლამენგოს" რიგებში ჩაირიცხება. მხარეებმა უკვე შეათანხმეს კონტრაქტის დატალები, რომელიც ლოკაუტის დასრულებამდე იქნება ძალაში.

გასულ სეზონში 28 წლის მცველმა რეგულარულ ჩემპიონატში 58-ჯერ ითამაშა და საშუალოდ 13.3 ქულა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"