გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" შემადგენლობაში "მესტალიაზე" გამართული ბოლო საშინაო შეხვედრის შემდეგ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ბიძინა ბარათაშვილმა დააჯილდოეს. ვიზიტი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ჩვენი კოლეგების, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვით, რომელშიც 75 ჟურნალისტი მონაწილეობდა, გიორგი მამარდაშვილმა 107 ქულა დააგროვა, 88 ქულით მეორე შედეგი ლაშა ბექაურს ჰქონდა, მესამე ადგილი კი 69 ქულით ლაშა ტალახაძემ დაიკავა, რომელიც საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი 6-ჯერ გახლდათ.

გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება და დღემდე მასში ფეხბურთელთაგან მხოლოდ სლავა მეტრეველმა, მურთაზ ხურცილავამ, რამაზ შენგელიამ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიმარჯვეს.

გიორგი მამარდაშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო სპორტულ ჟურნალისტებს. ჩემთვის ძალიან საპატიოა ეს პრიზი, მითუმეტეს, როცა ოლიმპიურ წელს მოვიგე. დასაფასებელია ეს ყველაფერი და დიდი მადლობა მათ.

გიგა გვენცაძე: შარშანდელი, ოლიმპიური წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო ქართული სპორტისთვის. და ასეთი სერიოზული კონკურენციის პირობებში, როდესაც ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, საბედნიეროდ, მრავლად გვყავდა, გამარჯვება, ალბათ, განსაკუთრებით მისალოცია. წარმატებები მინდა ვუსურვო გიორგის, რომელიც ქართული ფეხბურთის დიდი იმედია.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია

გურულო
შეეშვით რა ამ ბანკებს, ყველა სპორტი კარგია და აუცილებელია მომავალი თაობების ჯანსაღი აღზრდისთვის! და კიდევ, დღეს ბექაური არა მარტო ქართულ სკოლებში, არამედ, დარწმუნებული ვარ უცხოეთის სკოლებშიც ძალიან ბევრი ბავშვი იცნობს და შეჰხარის! ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი ბაყბაყდევის, ლევან საგინაშვილის უდიდესი წარმატებები, თუ ესეც არაპოპულარული სპორტია თქვენი აზრით და დავიკიდოთ? ისე,როგორც სპორტულმა ჯორნელისტიკამ დაიკიდა? სპორტი დღეს აღმავლობის გზას ადგას ისე, როგორც არასდროს და იმის ნაცვლად, რომ ჩვენც აქტიურად ჩავერთოთ მისი ყველა სახეობის პოპულარიზაციაში, აჯობებს დავნომროთ, რომელია ნომერი 1 და რომელი ნომერი 7? ვფიქრობ ძალიან ზერელია ასეთი მიდგომა და ღირს ამაზე დაფიქრება...
ნაპოლეონი
ოდესღაც გაზეთ სარბიელის მართლაც ძალიან მაგარი ახალგაზრდა ჟყრნალისტები სიბერეში ფულზე გაიყიდნენ და სამშობლოს ტიპიური მოღალატეები გახდნენ ე.წ პეოევროპულ ნარატივის ამოფარებული. .სილქნეტის ჟურნალისტები ხომ საერთოდ მარაზმია სანდრო ცნობილაძის თამადობით.მახსოვს კოსოვოსთან ბათუმში 0- 1 წაგების მერე ატეხილი კრიტიკისა ლევან სალუქვაძემ როგორო სად ვალენსია და სად ანორთოსისიო. . .არადა ის თამაში 0-4 რომ არ წავაგეთ პირადად ლორიას დამსახურება იყო. . .ზესამარცხვინო ჟურნალისტებმა არჩევანიც შესაბამისი გააკეთეს. ...სანდრო ცნობილაშეს რომ კითხო 1990 ში მარადონას ცარელა კარიდან ბურთი ხელით არ გამოუტანია.არცე ლეკეტუშის პენალტი არ იყო საჯარიმოს გარეთ ორი მეტრით მომხდარი დარღვევისთვის და ეს მხოლოდ იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის ნაკრები დაზარალდა მაგით. . .ნაძირლების ხროვას მთლიანად ბიძინა ბარათაშვილის თამადობით
555
კი ბატონო, ნამდვილად არის ჭიდაობა ეროვნული სახეობა და საუკუნეებს ითვლის, თუმცა პოპულარობით ფეხბურთთან ახლოსაც კი ვერ მივა.მიდი აბა და შედით ნებისმიერ სკოლაში და იკითხეთ ვინ არის ლაშა ბექაური, შეიძლება სწორი პასუხი გაგცეს თითო-ორმა ბავშმა,მერე მიდით და იმავე ბავშვებს ჰკითხეთ ვინ არის გიორგი მამარდაშვილი და მერე ნახავთ განსხვავებას. ფეხბურთი სპორტის N1 სახეობაა და ყველაზე დიდი სიხარული სწორეს რომ ფეხბურთელებმა მოუტანეს ჩვენს ქვეყანას. მე პირადად ქართველი ხალხი, ასე ერთიანი და ბედნიერი არასდროს მინახავს, როგორც პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ არაფერს ვერჩი ბექაურს, ოქროს ბიჭს, პირიქით ძალიან ვგულშემატკივრობ და წარმატებებს ვუსურვებ მას.
ზედა მეზობელი
როცა არჩევანი გაქვს ლაშა ტალახაძე,ლაშა ბექაური და გიორგი მამარდაშვილი,ხოლო შენ მამარდაშვილს ირჩევენ ე.ი. მიკერძოებასთან გვაქვს საქმე.როცა ქვეყანაში პრიზებს მიტომ გასცემენ რო ამისიანი ან იმისიანი გონიათ,ეე მანდ აქვს ქვეყანას და ხალხს დარხეული. ობიექტურად,არც მძლეოსნობა არის მარტივი და არც ძიუდო,უფრო ეს უკანასკნელი არის ძალიან რთული,რადგან შეცდომის უფლება არ გაქვს,ერთი შეცდომა და მარცხი გარანტირებული გაქვს. ბექაურმა ზედიზედ მეორედ მოიგო ოლიმპიადა ამ ახეობაში,ძალიან დომინანტია თავის წონაში და ფაქტობრივად ამ წონის მესია. ტალახაძემ ზედიზედ 3 ოლიმპიადა მოიგო და არც ეს არის პატარა ამბავი,ფაქტობრივად ისიც მესია ამ სახეობაში. მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა,კარგი სეზონიც ქონდა,თუმცა ამ ორს კარგი კი არა,სასწაული წელი გამოუვიდათ. ეს ამბავი იცით რას გავს,1978 წელს მარადონა რო არ წაიყვანეს მსოფლიოზე მხოლოდ იმიტო რო პოლიტიკური შეხედულება სხვა ქონდა. არავის ეგონოს რო იმ პერიოდის არგენტინაში ცხოვრება საამაყო იყო,ჩვეულებრივი ფაშიზმი მძვინვარებდა. დღესაც ეგრეა,მოფაშისტო ელემენტები მომრავლდნენ ქვეყანაში,სხვადასხვა გამომცემლობებში მოკალათდნენ და ასეთ რაღაცეებს აკეთებენ,რაც უეჭველად ქვეყნის სირცხვილია. აქ კომენტარებში საერთოდ სიბნელეა,რა შუაშია ვინ პარლამენტში შევიდა ან გამოვიდა,სპორტულ მიღწევებზე არის საუბარი და საქართველოს საუკეთესო სპორტსმენზე. მამარდაშვილი არ არის საქართველოს წინა წლის საუკეთესო სპორტსმენი,ეს ცხადზე ცხადია,გინდ იქედან და აქედენ შეტენეთ ეს პრიზი,არაფერი იცვლება. მთავარი პრიზი კი არ არის,მთავარია რას ფიქრობს ხალხი,ამ ხალხისთვის საუკეთესო ბექაურია,ზოგისთვის ტალახაძე,ხოდა რა შუაშია მამარდაშვილი? ამბობენ,რომ ქოჩორაშვილი ჩაქცეული ნაციაო,ხოდა თუ დაიმსახურებს ამ პრიზს,რატომ არ უნდა მისცენ? რა შუაშია ნაცობა და ქოცობა გაუგებარია. ახლა რო ადგნენ და ქოჩორაშვილი არ გამოიძახონ ნაკრებში,კიდევ ბევრი,მერე რას იზავთ? ხომ იტყვით რო ეს უსამართლობა არის? უბრალოდ,ფაშისტები ხართ და ადამიანებს ამისტებად და იმისტებად ყოფთ.გავა დრო და ეს გადაივლის,ის ამბავიც დამთავრდება და თქვენ ყველას შეგრცხვებათ მინიმუმ,სახლიდან გამოსვლა გაგიხდებათ შეუძლებელი. არ შეიძლება არაწორი დიდხანს გაგრძელდეს,ეგრე არ ხდება და არც მოხდება.მერე რას იტყვით,არ ვიცოდით და შეგვაცდინესო? აგერ გეუბნებით რა ხანია,უბრალოდ გონება გაქვთ დახშული და სულ ეგ არის ამბავი. ამ საუკუნეში ფაშიზმის ადგილი არ არის,მით უფრო საქართველოში.საიდან მომრავლდით ამდენი ფაშისტი ამ ქვეყანაში ეგეც გაუგებარია,უფრო სწორად,გასაგებია რატომაც მომრავლდით,თუმცა მაინც გაუგებარია ქართველთან ფაშიზმს რა უნდა?!
ჯუჯი
გაუგებარია რა პრიზზეა საუბარი და რა პერიოდს განეკუთვნება.თუ საუკეთესო სპორტსმენზეა საუბარი,მაშინ ორმაგად გაუგებარია.
გიორგი
ერთადერთი სპორტული გამოცემაა სადაც სიმართლეს თუ იტყვი არმოწონება მეტი იქნება ვიდრე მოწონება
ვახო-ს
ნამდვილად,ბექაური უინტელექტო,მარიაჟი გრუზინია!!

სათაურის პასუხად : თუ კი სპორტული მიღწევებით შევხედავთ და ზოგადადაც, სიზმარში თუ აჯობებს მხოლოდ.

თქვენ გგონიათ ბიძინამ არ იცის ? თავის მაგიერ კომპიუტერი აქვს, მაგრამ ოლიმპიელები მაგის მსოფლმხედველობას არ შეესაბამებიან . მიკერძოებული დაჯილდოებაა.

ფეხბურთზე ლექციას რომ გვიკითხავთ , ჭიდაობა რომ ეროვნული სახეობაა და ათასწლეულებს ითვლის , ეგ თუ გაგიგიათ.

და რა მხრივ არ იწვევს სიმპატიას და რა მნიშვნელობა აქვს ვის არ მოსწონს ლაშა , მსოფლიო სპორტისთვის. ბექაური თავის სახეობაში არის მოვლენა , როგორც ტალახაძე. თანაც , ბექაურმა მეორე ოქრო მოიპოვა 23 წლის ასაკში, გენომ ჭიდაობაში ( ფაქტობრივად ეროვნული სპორტის სახეობაა) ბრინჯაოს, ვერცხლის შემდეგ ოქრო მოიპოვა და თალახაძემ მესამე ოლიმპიური ოქრო. ყვლაფერია ნათქვამი. წარმოუდგენელი ხასიათის სიმტკიცეა საჭირო სამ ოლიმპიურ ციკლს რომ გაუძლო . პიროვნულადაც ეს სამეული ნებისმიერ ქართველს უყვარს, ქართული ვაჟკაცები და ეროვნული და ქრისტიანული ღირებულების პატივისმცემელი ხალხია. მამარდა ძალიან გვიყვარს , მაგრამ სპორტული თვალსაზრისით მიკერძოებული პრიზი მისცეს, რაც არაა გასაკვირი მამარდას ბექ ჟურნალისტებისაგან. ლაშას , ლაშას და გენოს არაფერი დააკლდებათ, მაგრამ ამათ არაპროფესიონალური " მეჟდუსობოიჩიკი " გამოუვიდათ.
ვახო
გარდა წმინდა სპორტული ასპექტისა მგონია რომ ფასდება ასევე პიროვნება, მისი აურა სხვებთან დამოკიდებულება.. ბექაური ამ მხრივ რავი სიმპათიას იწვევს??
მამუკა
ძალიან კარგი არჩევანია. გიორგი საუკეთესო სპორტსმენობასთან ერთად, ღირსეული ადამიანიცაა.
გიორგი
სპორცმენის შეფასებისას მნიშვლენოვანია შედეგი როგორც გუნდურ სახეობებში ისე პერსონალურში ოლიმპიადაზე გამარჯვებაზე წინ კიარადა გათანაბრებაც არასწორია სხვა ნებისმიერი ტურნირის გამარჯვებულის
Porto
ძველ ჟურნალისტებს რეზბები მოეშვათ თუ რა ხდება!! კაცი ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, თან გლობალურ სპორტის სახეობაში, სადაც უმაღლესი დონის კონკურენციაა და ფეხბურთელი დაასახელეს საუკეთესო სპორტსმენად?! მამარდა შარშან საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად იყო. მაგრამ არა საუკეთესო სპორტსმენი. სამართლიანობა და ლოგიკა ყოველთვის აუცილებელია!!
555
მე როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი შეიძლება სუბიექტურობაში ჩამეთვალოს, მართალია არაფერს ვერჩი ბექაურს რომელმაც ოქრო დადო ოლიმპიადაზე, თუმცა თუ შედარებას გავაკეთებთ, ფეხბურთი ქართველი კაცისთვის სულ სხვა ფენომენია, 40 ათასამდე გულშემატკივარი ჩავიდა გერმანიაში ჩვენი გუნდის გასამხნევებლად და იქ ჩვენმა ნაკრებმა რაც გააკეთა, ამას ახლა არ მოვყვები, ისედაც ყველამ კარგად იცის. იმ ნაკრებში კი მამარდა ციხე-სიმაგრე იყო ჩვენი გუნდის და შეიძლება ითქვას გადამწყვეტი როლიც კი შეასრულა ჩვენს წარმატებაში.ასე რომ, სრულიად დამსახურებულია ეს პრიზი მამარდასთვის.
დდდ
მე ის აზრი გამოვიტანე, რომ საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მოუგია (ვულოცავ მამარდას) და როგორც ჩანს, გასული წლის.... თუ ვერ გამოვიცანი, არაუშავს, გამომძიებლობას მაინც არ ვაპირებ...
ნაპოლეონი
მამარდას ღმერთმა სიკეთე მისცეს მარა ასეთი ტიპის გამოკითხვაში გადამწყვეტი უნდა იყოს ქვეყნისთვის მოტანილი სარგებელი
tngh
1964 წელს სლავა შეუდარებელი იყო!!! ნანატრ ჩემპიონონაში მისი წვლილი უდიდესი იყო!!!
!!-ს
არ გეზარება შენივე კომენტარს რომ თვითონვე ეხმაურები? )))
!!-ს
სხვა ქართველმა სპორტსმენებმა ზდიონ უცხოელ,შავკანიან ქალებს,მაგიტომაც არის,რომ ყოველ წელს ახალი გუნდების ძებნა უწევთ!!

გაიხარე მამარდ შენს ლამაზ,ქართულ ოჯახთან ერთად,ძალიან მიყვარს შენი და კვარას ქართული ოჯახი,ამიტომაც ხართ წარმატებულები თქვენს საქმეში!!!❤️❤️
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
Breaking: სანდრო მამუკელაშვილი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელია!
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ტოტენჰემის" კაპიტანმა "არსენალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
[VIDEOS] ზივზივაძემ ჩემპიონატი გოლით, "ჰაიდენჰაიმმა" კი გამარჯვებით დაიწყო
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
Marca: მესიმ მუნდიალის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი მუქარა მიიღო
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
[VIDEOS] ნიდერლანდების ჩემპიონატი იეგოიანის გოლით გაიხსნა - ის მატჩის MVP გახდა
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
პირველ ტაიმში ალისონმა ითამაშა, მეორეში მამარდაშვილმა - "ლივერპული" სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს
[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
"უნდა წავიდეს, ისე თამაშობს, თითქოს 150 სმ-იანი იყოს" - The Sun "ლიდსთან" მატჩის მერე, მამარდაშვილის მიმართ "ლივერპულის" გულშემატკივრების კომენტარებს აქვეყნებს
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა