შოტლანდიური ტურნეს მეორე თამაშს "შავი ლომი" გლაზგოში, "სკოტსთოუნზე" 22 მაისს, საქართველოს დროით 18:30 საათზე "გლაზგო ვორიორსის" მეორე გუნდთან გამართავს.

რიჩარდ ქოქრილის შეგირდებმა 5 დღის წინ "ედინბურგი A"47:33 დაამარცხეს. ქართველთაგან ლელოები ბაჩუკი ჭუმბაძემ, აკაკი ტაბუცაძემ (2), ზაურ ლუტიძემ, ირაკლი ქვათაძემ, შალვა აფციაურმა და ამირან შვანგირაძემ გაიტანეს.

იმ თამაშის მსგავსად "გლაზგო ვორიორსთანაც" შეცვლები ულიმიტო იქნება და მატჩში მონაწილეობას 30-ივე მოთამაშე მიიღებს. სასტარტო 15-ში ორი ცვლილებაა, თუმცა ხაზში მრავლადაა გადაადგილებები.

ფულბეკის პოზიციაზე თამაშს ოთარ მეტრეველი იწყებს. შალვა აფციაურმა ფრთაზე გადაინაცვლა. თავის მხრივ, ფრთიდან ცენტრში შეიწია ალექსანდრე თოდუამ, რომელსაც დემურ თაფლაძე შეუწყვილდება. დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს აკაკი ტაბუცაძემ, ლუკა ცირეკიძემ და თენგიზ პერანიძემ.

ერთი ცვლილებაა შერკინებაში, სადაც ნიკოლოზ ხატიაშვილის ნაცვლად დათო აბდუშელიშვილს ვიხილავთ. თამაშს კვლავ პირველივე წუთიდან იწყებენ ირაკლი ქვათაძე, ბაჩუკი ჭუმბაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, ლუკა ივანიშვილი, გიორგი კერვალიშვილი და გიორგი სინაურიძე.

22 მაისი. გლაზგო. სკოტსთოუნი. 18:30 (საქ. დრო)

გლაზგო ვორიორსი A (შოტლანდია) - შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ალექსანდრე თოდუა, 12. დემურ თაფლაძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. ლუკა ივანიშვილი (კაპ.), 7. გიორგი კერვალიშვილი, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: ნიკოლოზ ხატიაშვილი, ვასილ კაკოვინი, თენგიზ ზამთარაძე, შალვა მამუკაშვილი, თამაზ ჭამიაშვილი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი; ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, გელა ხელაძე, ამირან შვანგირაძე, ზაურ ლუტიძე.

Rugby.ge

misha
რატომ ტელევიზიით არ აჩვენებენ

თოდუა ცენტრში?ძალიან საინტერესოა!წარმატებებს ვუსურვებ შავ ლომს.
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს