ევროპა ლიგის ფინალში „ტოტენჰემმა“ „მანჩესტერი“ 1:0 დაამარცხა, 1984 წლის შემდეგ პირველად მოიგო ევროტურნირი და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

პირველი ტაიმის ბოლოს „ტოტენჰემი“ ბრენან ჯონსონმა დააწინაურა, რის შემდეგაც „მანჩესტერი“ განუწყვეტლივ უტევდა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და მარცხი განიცადეს.

ბილბაო. „სან მამესი“

ტოტენჰემი - მანჩესტერი 1:0

გოლი: ჯონსონი (42)

- ლონდონური გუნდი უეფას სუპერთასზე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს შეხვდება.

- "ტოტენჰემმა" ამ სეზონში "მანჩესტერს" ოთხივე მატჩში სძლია.

- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "ტოტენჰემის" მცველი კრისტიან რომერო დაასახელეს.

- "ტოტენჰემს" ადრე უეფას თასი ორჯერ ჰქონდა მოგებული - 1972 და 1984 წლებში.

- პირველად ითამაშეს ფინალში გუნდებმა, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ჩემპიონატის მოწინავე ათეულში არ არიან - „მანჩესტერი“ პრემიერლიგაში მეთექვსმეტე ადგილზეა, „ტოტენჰემი“ კი მეჩვიდმეტეზე.

- "მანჩესტერმა" ბოლო ხუთი მატჩიდან ერთი მოიგო და ოთხი წააგო, ხოლო ევროტურნირის გამარჯვებული ბოლოს 2017 წელს გახდა.

tngh
ვულოცავ "ტოტენჰემს"... დაიმსახურა!!!
ID
კარგი იყო :) YNWA
ზეგერსი წულეისკირი
ამ ფინალზე ითქმოდა,ორი წყლაწაღებული ერთმანეთს აეკიდაო.ტოტენჰემის ქართველი ფანების არ ვიცი,მარა იუნაიტედის ფანები მაგარი ცუდ დღეში არიან,უტიტულო ტოტენჰემაც მოუგო ფინალი ამ საცოდავებს.არადა,რომ შეხედო ცუდი ფეხბურთელები არ ყავს იუნაიტედს,მარა რათ გინდა,აუარა არის გუნდში ცუდი და ყველა შტერდება.ახლახან 75 მილიონიანი ტრანსფერი გააკეთეს,ვულვზიდან კუნა დაიმატეს და რისთვის იხდიან ამდენ ფულს გაუგებარია. ამ კლუბმა თავის ფანებს ფული იქეთ უნდა გადაუხადოს სტადიონზე მისასვლელად,თუმცა ისიც სათქმელია რო ასეთი გუნდებიც საჭიროა.ვიღაცამ ხომ უნდა აშოვნინოს ფული სხვა გუნდებს?ხოდა იუნაიტედი არის ეგეთი,ხარჯავს იმისთვის რო სხვებმა იხეირონ. ამ ორმა გუნდმა პრემიერლიგაში იმდენი ქულა მოაგროვა რო ადრე მაგდენი ქულით ვარდებოდნენ ლიგიდან,მარა ახლა გაუმართლად,ლესტერი და ის ორი ძალიან ცუდები იყვნენ. ისე მაგარი ცუდი საყურებელი ფინალი იყო,ამდენი ჯარიმა პრემირლიგის გუნდებს არ ახასიათებს,უფრო ჩემპიონშიფური თამაში იყო,ბევრი ჯარიმა და ბევრი ჩაწოდება. წელს ეს ორი გუნდი უფრო ჩემპიონშიფში იყო,ვიდრე პრემიერლიგაში,ხოდა თამაშიც შესაბამისი იყო.ისე არსენალზეც ვთქვათ,ისინი ტიტულის გარეშე დარჩნენ,ტოტენჰემმა მოიგო აგერ და ეს გუნდი ცალკე ცირკია. ლივერპულს დასცინოდნენ,თუმცა ლივერპულს მიზეზები ქონდა.ჯერ ეიზელის ტრაგედია და ევროთასებიდან მოკვეთა,მერე ჰილსბროს ტრაგედია და ფანების დადანაშაულება,მერე ფეხი ვერ აუწყო პრემიერლიგას,თუმცა 10 წელში ულიეს მეთაურობით 4 ტიტულზე იწევდნენ,3 მოიგეს კიდეც. მერე ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი ითამაშეს,ერთი მოიგეს და ერთი ვერა,ხოდა იუნაიტედის დასაცინი რა სჭირდა ლივერპულს? ისიც ფაქტია რო ფინანსურად ვერ იყო მძლავრად ლივერპული,თუ ვინმეს არ გაუშვებდა ფეხბურთელი ვერ მოყავდა,25-30 მილიონი ქონდათ სატრანსფერო ბიუჯეტი.გავიგე ინფლაცია განიცადა ფასებმა,მარა არც ეგრე რო ეს თანხა ძალიან გაზრდილიყო.იუნაიტედმა მარტო პოგბაში 105 მილიონი გადაიხადეს ანუ ლივერპულის 3 წლის სარტანსფერო ბიუჯეტი. ლივერპული 30 მილიონს ხარჯავდა და ლიგის ფინალებს თამაშობდა,105 მილიონი რო დაეხარჯა პრემიერლიგას უფრო ადრე მოიგებდა. ეგეც არ არის,წელს საერთოდ არაფერი დახარჯა და მაინც მოიგო ჩემპიონატი.გამოდის რო ლივერპული სტრუქტურულად ჯობია იუნაიტედს,იციან რასაც აკეთებენ და მშვენივრად უძღვებიან კლუბს.აგერ პსჟ მაგალითი აიღეთ,არ არის აუცილებელი ბევრის ხარჯვა,სწორი ხარჯვა არის საჭირო და შედეგი მოვა. აგერ ლივერპულმა 35 მილიონად ფრიმპონგი დაიმატა,40 მილიონს კერკეზში იხდის,ხოდა ეს არის სწორი მენეჯმენტი. ვირცზეც იწერება,თუმცა ლივერპულის გაბარიტებში არ ჯდება. ისე კი ღირს ვირცი 100+ მილიონი,სადაც კაისედოში იხდიდნენ 130 მილიონს,ვირცშიც თუ გადაიხდიან არ გამიკვირდება,თან ადიდასის კონტრატორია ვირცი,ხოლო გაისად ლივერპულს სასპონსორო შეთანხმებიდან ადიდასი ყველაზე მეტს გადაუხდის.
Vax Vax Vax
ვაა იცის რუბენამ საქმე რა, რამე-რუმე ყველაფერი ესმის! ეს რუბენა ესა ენას რო არ აჩერებს ტიპმა თავის მართლების მეტი არაფერი არ იცის, სადაა ამათი მოსაგები ტიპს რო რუბენა ქვია ესეიგი ფეხბურთი მაგის საქმე არ არის. მორჩა ამბავი მანდ
გარი კეინს არ უთხრათ ტოტენხემა რომ თასი აიღო
ორი ფარჩაკიდან უფრო ფარჩაკი ჩემპ. ლიგაზე გავიდა. მერე დაიჭერს ფრანგული ლილი ან თამარა და გადაუვლის კატოკივით ამ ტოტენჰემს.
ჯელა
ვულოცავ ტოტონჰემს და განსაკუთრებით სონს.სონ მინ კეთილი იყოს შენი ჩემპიონობა,მაგრამ ევროპის სუპერ თასი პსჟ-სია))))
ევროპა ლიგის ნახევარფინალში ორი ინგლისური გუნდი გავიდა
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა