"მედია პალიტრას" და "ლელოს" თანამშრომლობით ალმანახი "ევრობასკეტი" გამოიცა, რომელიც საქართველოს ნაკრებს (1994-2011) ეძღვნება

- მართალია, ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებში რეგულარულად ვთამაშობ და ყველაფერი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, ამ გამოცემამ მაინც ძალიან დამაინტერესა. 90-იანი წლების სანაკრებო ამბები გადმოცემით ვიცოდი და ახლა თვითმხილველთა მონათხრობს გავეცნობი. კარგი საჩუქარია, როგორც გულშემატკივრისთვის, ასევე კალათბურთელებისთვის, - ასეთი იყო ვიქტორ სანიკიძის შეფასება ალმანახისა "ევრობასკეტი" - საქართველოს ნაკრების (1994-2011) შესახებ.

შეიძლება სიმბოლურად გვეჩვენოს, საქართველოს ნაკრებისადმი მიძღვნილი პირველი წიგნის მაინცდამაინც ევრობასკეტამდე 9 დღით ადრე გამოცემა, მაგრამ სიმბოლიზმი არაფერ შუაშია - 90-იან წლებში ინფორმაციული სიმწირე იყო, ნაკრების უცხოური მატჩების სტატისტიკა არ მოიპოვებოდა. ტექნოლოგიების განვითარებას, საქართველოს ნაკრების წინსვლაც დაემთხვა და კალათბურთისადმი ინტერესიც მას შემდეგ გაათმაგდა, რაც გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ასე რომ, ამ ალმანახის მზის სინათლეზე გამოსვლა დრომ და "მედია პალიტრას" და გამომცემლობა "ლელოს" თანამშრომლობამ მოიტანა.

ნაკრების ყველაზე გამოცდილმა კალათბურთელმა, 30 წლის ვლადიმერ ბოისამ კრებული შუა გვერდებზე გადაშალა და ნაკრებში პირველი ნაბიჯები გაიხსენა. რას გრძნობდა თინეიჯერი ბოისა ეროვნული გუნდის თამაშზე ჩეხეთში რომ მიდიოდა, როგორ გადაურჩა 1995 წლის გუნდი ავიაკატასტროფას და რატომ თქვა ზაზა ფაჩულიამ (2007 წელს) ნაკრებში აღარ ვითამაშებო, ამ ამბებს საკალათბურთო ალმანახში დღეიდან წაიკითხავთ.

ამ ალმანახით (ავტორი, "ლელოს"ჟურნალისტი ვაჟა სიმონიშვილი) აღდგა გამოცემათა სერია "ლელოს ბიბლიოთეკა", რომელიც ათეულობით წლებს ითვლის.

ვახტანგ ტყეშელაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"