"ზესტაფონის" ფეხბურთელმა იმ უფლებით ისარგებლა, რომელსაც ჩვენთან ვერავინ იყენებდა
ბუბა დაუშვილის ნაბიჯმა საფეხბურთო სამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მან "ზესტაფონთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა, ფიფას მიერ მინიჭებული უფლება გამოიყენა და ლვოვის "კარპატისთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამ ამბავს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. გულშემატკივართა ნაწილი ფეხბურთელს ამტყუნებს, ნაწილი კი მის გადაწყვეტილებას ლოგიკურად მიიჩნევს. ფორუმში "ზესტაფონის" ამბებზე' საკმაოდ საინტერესო და ცხარე დისკუსიაც გაიმართა...

. ქართველი ხალხის ინტერესებს წიხლი არ უნდა ჰკრათ, უნდა იცოდეთ შენც და გეგუჩაძემაც, ეს როდის უნდა გააკეთოთ, თქვე დალოცვილებო, ერთი კვირა ვერ მოითმინეთ? საერთოდ არ გადარდებთ "ზესტაფონი" და საქართველო და 100 დოლარზე მეტს თანხმდებით?

. რაც მეტი ფეხბურთელი წავა და წარმატებული გახდება უცხოეთში, მით უკეთესი ქართული ფეხბურთისთვის. ასე გახდა დანია ევროპის ჩემპიონი. ყველა რომ "ოდენსეში" და "ორჰუსში"' მჯდარიყო, არა მგონია, რაიმე მოეგოთ. და ბოლოს, არსებობს ადამიანის არჩევანის უფლება.

. დაუშვილმა კარიერა 32-34 წლამდე საქართველოში უნდა დაამთავროს და 10 წლის მერე თქვენ, 100 დოლარს დაუხარბებული პატრიოტები შეინახავთ მის ოჯახს?

. ეს იყო წინასწარი კონტრაქტი და ბელგიელებთან თამაშზე უარს არც ამბობდა. უცხოეთში რომ წავიდნენ ქინქლაძე, ქეცბაია, იაშვილი, არველაძეები, კობიაშვილი, ასათიანი, ბევრი სხვა, სირცხვილი იყო? უცხოურ კლუბებში მომზადებულები არ თამაშობენ საქართველოს ნაკრებში? გინდათ, რომ ამ ჭაობ-ჩემპიონატში ჩარჩნენ ეს ნიჭიერი ბავშვები? წავიდნენ, გაიზარდონ და ჩვენც გაგავახარონ, ეს არის ბუნებრივი, კარგიც და თუ ჩვენი ჩემპიონატი უკეთესი გახდება, მიგრაციაც ნაკლები იქნება.

. ერთმა ძალიან კარგმა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი იმიტომ არ გააგრძელა, რომ უკეთეს გუნდში გადასვლის შანსი ჰქონდა. ასე ხდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. რა შუაშია საქართველოს ინტერესები? ის ხომ მოგეწონათ, ხორვატიასთან თითქმის ყველა შეტევას რომ დაუშვილი შლიდა და მოედანზე ყველგან იყო. იქ არ იცავდა საქართველოს ინტერესს? ჰოდა, რახან კლუბს ფული უნდა, ითამაშოს კიდე ორი-სამი წელი საქართველოში?

. კოკაიამ გეგუჩაძეს და დაუშვილს ყველაფერი გაუკეთა და დაფასებას ითხოვს ეს კაცი და არა მალულად კონტრაქტებზე ხელმოწერას. რა ქნას, აბა, რომ ითხოვთ, ეს გააკეთოს და ის ტრიბუნა დაამატოს, საიდან ძმაო? ჩადო ფული და უნდა ფეხბურთელიდან ამოიღოს. დაუშვილს რომ გაყიდიდა, იმიტომ იყიდა მენთეშაშვილი და ხელს არც შეუშლიდა, მაგრამ ამისთანა თამაშისწინა არეულობა შეიტანეს გუნდში მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც. ეს არის სიმართლე!!! დაუშვილი ახალგაზრდაა და შეაცდინეს, გეგუჩაძემ კი ნიშნის მოგებით დატოვა გუნდი!

. კოკაიამ საკუთარი ინტერესების მიხედვით უნდა იმოქმედოს, დაუშვილმა - თავისი. სწორედ ამიტომ არსებობს კანონები, რომ ინტერესების შეჯერება ცივილიზებულად მოხდეს. თუ კოკაიას დაუშვილის კონტრაქტზე ფულის გაკეთება უნდოდა, 3-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა და, ვთქვათ, შარშან გაეყიდა. ორივე ერთად არ გამოდის. 3 წელი მისი თამაშით ხომ ხეირობდა "ზესტაფონი", ეხლა დაუშვილი თავისუფალი აგენტი ხდება და კანონის მიხედვით სრული უფლება აქვს, სადაც უნდა იქ წავიდეს. დუბლებში მისი გადაყვანა კი გაუმართლებელი მგონია.

. წინდახედული ბიჭი ყოფილა, ღმერთმა გაუმარჯოს... ვიღაც გამოჩნდა, ვინც მარტო დღევანდელი დღით არ ცხოვრობს.

რაც უნდა ითქვას, ერთი ცხადია - დაუშვილმა პატარა რევოლუცია მოახდინა ქართულ ფეხბურთში და იმ უფლებით ისარგებლა, რომელსაც ჩვენთან ვერავინ იყენებდა.

კლუბებისა და მოთამაშეების ინტერესები სწორედ ასეთ კრიტიკულ ვითარებაში გადაიკვეთება ხოლმე და, ცხადია, ორივე მხარე საკუთარი ინტერესის დაცვას ცდილობს. თუმცა გამონაკლისებიც ყოფილა: მაგალითად, როდესაც დიმიტრი ტატანაშვილს "ამერთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა, ჩეხეთში მიიწვიეს, მაგრამ

გადასვლამდე ხელახალი კონტრაქტი ფორმალურად გააფორმა, რათა "ამერს" თანხა მიეღო.

თუმცა მაშინ ლაპარაკი იყო 300 ათას ევროზე, დაუშვილს კი "ზესტაფონი" ამ ფასად არ გაუშვებდა და შეიქმნა კიდეც სამწუხარო ვითარება - ამჟამდ კლუბსა და

მოთამაშეს შორის კონფლიქტი აშკარაა.

ცხადია, ეს ამბავი კლუბებისთვის საშიში პრეცედენტია, რაზეც ისინი ამ ახალი წესის შემოღების შემდეგ დაფიქრდნენ და ერთობლივი მოქმედების მონახაზიც

არსებობს, რათა საკლუბო ინტერესები დაიცვან. ეს ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტმა გაგვიმხილა. არ არის გამორიცხული, მოთამაშეთა ასეთი ნაბიჯების აღსაკვეთად ფეხბურთელთა წინააღმდეგ კონტრზომებს მიმართონ, მაგრამ როგორს, ეს არის საინტერესო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mesi
ღმერთმა ხელი მოუმართოს დაუშვილს.უნდა ითამაშოს კარგ კლუბში აუცილებლად .მაგრამ აშკარაა რომ თავის გამდიდრების მიზნით ვიღაცამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი ნაადრევად წასვლა!
Archil
სწორი გადაწყვეტილებააა ბუბას მხრიდან,, სადაც მათ უნდა თამაში იქ უნდა წავიდნენნ ,, ფეხბურთელი სულ უფრო უნდა ვითარდებოდეს და არა ერთ ადგილზე ტკეპნიდეს მიწასს,,, ყველამ თავისი იცის რა... ვუსურვებ ბუბას წარმატებას...
shota
სწორად მოიქცა ბუბა!!!
giorgi
ფეხბურთელია და განვითარება უნდა, აბა იმაზე იფიქროს ზესტაფონის გაბღენძილი პრეზიდენტი რამდენ ფულს იშოვის? თუ ქონდათ შენარჩუნების შნო მიეცათ მეტი ხელფასი, კაცმა კანონიერად გააკეთა ყველაფერი და დუბლებში რო გადაიყვანეს ეგაა კაი საქციელი, იმიტომც იქნება ბრუგე რო გახევს შუაზე მაგ ზესტაფონს ბელგიაში.
otari56
მართლა გუნდში მიდიოდეს, არა უშავს შეიზლება გაგვემართლებინა, მაგრამ კარპატი ლვოვი რომ ზესტაფონს არ ჯობია. მიდის ეგეც მანჩესტერში მიდის, მაგისი საფეხბურთე დონე უფრო დავარდება და ნაკრების მაისურსაც დაემშვიდობება. შევარცხვინე ასეთი ქართველი.
shoda
ვაი ჩვენს თავს, ქვეყანა თავზე გვენგრევა და ეს ხალხი რაზე კამათობს? - გაბღენძილი კრეტინების ქვეყანა: დააკვირდით კომენტარებს, ყველა ყველაფერი იცის!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა