პარიზში წლის მეორე დიდმა სლემმა საფრანგეთის ღია პირველობამ აიღო სტარტი, სადაც ძირითად ბადეში მონაწილეობას ორი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა მიიღებენ.

კალაშნიკოვა ავსტრალიელ მაია ჯოინტთანაა შეამხანაგებული და პირველ წრეში საკმაოდ ძლიერ ლიუდმილა კიჩენოკისა და სოფია კენინის წყვილს შეხვდება.

რაც შეეხება ბასილაშვილს, რომელმაც საკვალიფიკაციო ბადეში სამი მატჩი მოიგო და ძირითად ეტაპზე გააღწია, პირველ წრეში 21 წლის პორტუგალიელს, მსოფლიოს 201-ე ნომერს ენრიკე როშას შეხვდება.

ჩოგბურთელები ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდნენ და 2024 წლის დასაწყისში მურსიას ჩელენჯერის ფინალში პორტუგალიელმა ქართველი სამ სეტში 6:3, 6:7, 5:7 დაამარცხა.

"როლან გაროსის" საპრიზო ფონდი გასულ წელთან შედარებით 5.21%-ით მეტია და 56.352 მილიონ ევროს შეადგენს. როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში კი გამარჯვებული 2,550,000 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ბასილაშვილმა ტურნირის ძირითად ბადეში გასვლისთვის 43 000 ევრო უკვე გამოიმუშავა. თუ ის როშას აჯობებს, დამატებით 35 000 ევროსა და 10 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

წარმატების შემთხვევაში ნიკოლოზი ძირითადი ბადის მეორე წრეში ან ფრანგ ალექსანდრ მიულერს ან ჩეხ იაკუბ მენშიკს დაუპირისპირდება. თუ კი ქართველმა იქაც მატჩი სათავისოდ დაასრულა, მაშინ კიდევ 39 000 ევროს მიიღებს. ორი მატჩის მოგებით ჩვენებურს ჯამში 117 000 ევროს გამომუშავება შეუძლია. რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპებზე საპრიზო ფონდი გაცილებით იზრდება და მაგალითად, თუ ჩოგბურთელმა მერვედფინალს უწია მას 265 000 ევროს მიღება შეუძლია.

ბასილაშვილისა და როშას მატჩის თარიღი და დრო დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მიუხედავად იმისა რომ წააგო გამოიმუშავა საპრიზო თანხა 78 000 ევრო და 10 სარეიტინგო ქულა.
გიორგი
წააგო პირველივე წრეში!
ჯელა-ს
რატომ ნერვიულობთ მის ფულებზე? ბევრი აქვს ხალხო,ნეტა ყველას მოქცათ მაგდენი ფული და ქონება!!!
გრუზინი
ჩოგბურთისთვის თავი დაუნებებია და მოდელობა დაუწყია!
გიორგი-ს
მარტო მე ვარ საჭორაოდ შემოსული??გადახედე ქვემოთ კომენტარებს!შენ რისთვის შემოხვედი ამ საიტზე? სალოცავად?
გიორგი
საჭორაოდ ხარ შემოსული?

მის გერმანელ გელფრენდს ისეთი სექსუალური ფოტოსესიები უდევს ინსტაგრამზე,ქართველ პროფესიონალ მოდელებს არ აქვთ ეგეთი ფოტოსესიები!!დოროყაშვილსაც გადაუჯოკრა!!😂
dato
ქულები არასწორად გაქვთ დათვლილი, რომელ ეტაპსაც რა ქულა უწერია ეგ მაგ ეტაპზე წაგების შემთხვევაში მისაღებ ქულას და თანხას ნიშნავ და არა მოგების შემთვევაში
გულშემატკივარო
აცალეთ ამ ბიჭს თამაში და ცხოვრება. რა თქვენი საქმეა რამდენს გამოიმუშავებს და ვის ახარჯავს ფულს. როლან გაროსო ჯერ არ დაწყებულა და უკვე სულსა და ჯიბეში უძვრებით.
Rivenlino-ს
ნუ გეჩინია,ბასილაშვილს იმდენი ფულები აქვს,მის ყოფილ ცოლსაც ეყოფა,ამჟამინდელ შეყვარებყლსაც და მომავალ შეყვარებულსაც!
Rivelino-ს
არც მისი გერმანელი გელფრენდი იკლებს ბასილაშვილის ფულებს და გულაობას!მილიონერი გამხდარა მის ხელში!

შენ რატო გისკდება გული!აქვს კაცს ბლომად ფული!!!
ჯელა
შეარგოს ღმერთმა რამდენიც გამოიმუშავა.მადლობა sportall ს სპორტული სიახლეებისთვის,მაგრამ არაა აუცილებელი ჯიბეში ჩახედვა
Rivelino
მიდი, მიდი, ქერდიყოშვილს არ გამოაპაროთ
ალკარასის სასწაული და დაუჯერებელი გამარჯვება როლან გაროსის ფინალში
ბასილაშვილი როლან გაროსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] ბასილაშვილს 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი და მოწინააღმდეგეც ტაშს უკრავდა - რა ბრწყინვალე სპორტული საქციელი ჩაიდინა ქართველმა კვალიფიკაციის ბოლო მატჩში
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი დამარცხებულია - ბასილაშვილი ალმათის მასტერსის მერვედფინალშია
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა