პოლონეთის ქალაქ ჩეხანოვოში 22-28 აგვისტოს 1994-1995 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა ევროპის პირველობა გაიმართება
შარშან ვალენსიაში ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის პირველობაზე ლაშა ტალახაძემ (მძიმე წონა) სამი ოქროს მედალი მოიპოვა - ატაცში, აკვრასა და ორჭიდში. დიდი ბრინჯაოს მედალი ერგო ვილი ალექსიძეს (94 კგ). ორივე სპორტსმენი ახლა 18 წლისაა. ტალახაძე სექტემბერში 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე გამოვა.

- ხვალ დილით საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზურაბ ანთაურისა და მწვრთნელ ბეჟან ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით ჩვენი ხუთი ათლეტი პოლონეთის ქალაქ ჩეხანოვოში გაემგზავრება, სადაც 22-28 აგვისტოს 1994-1995 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა ევროპის პირველობა გაიმართება, - გვითხრა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ. - ჩვენს დელეგაციას იქ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვანო გრიქუროვი დახვდება. საქმე ის არის, რომ ბატონი ვანო ოჯახით ჩეხანოვოში ცხოვრობს და შეჯიბრების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაემგზავრა პოლონეთს ცოლ-შვილის მოსანახულებლად.

მსგავს შეჯიბრებაში მეორედ იასპარეზებს ქუთაისელი შოთა მიშველიძე, რომელმაც შარშან ატაცში ვერცხლის, აკვრასა და ორჭიდში კი ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. ორჭიდში მეორე ადგილი მან მხოლოდ ერთი კილოთი წააგო. იმ შეჯიბრებაზე შოთა 56 კილოში გამოდიოდა, წლეულს 62-ში გადმოინაცვლა. მცირე ტრავმა აწუხებდა, ამიტომ ლიგის პირველობაზე ჩაქვში მთელი დატვირთვით არ უასპარეზია, ამის მიუხედავად, 110 კილოგრამი აიტაცა და 130 კილოგრამი აკრა. ევროპის პირველობაზე ორჭიდში 240 კილოზე მეტის დაძლევა შეუძლია, რაც მას, ვფიქრობ, მედალს მოუტანს.

56 კილოში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩაქველი დებიუტანტი რამინ შამილიშვილი მოსინჯავს ძალებს. წლეულს საქართველოს პირველობაზე მან ორჭიდში 205 (90+115) კილოს მოუყარა თავი. ამ შედეგის გამეორებით პოლონეთში რვა საუკეთესოში მოხვედრა შეუძლია.

69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი სპორტსმენი დაიცავს ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას. ჯაბა ჩიბურდანიძეც ჩაქველია. ის და შამილიშვილი აბესალომ ბასილიას აღზრდილები არიან, ოღონდ ჩიბურდანიძე მეოთხე წელიწადია, თბილისში ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით იმაღლებს ოსტატობას. შარშან მან სევილიაში მე-8 ადგილი დაიკავა: 125 კილო აიტაცა და 145 კილო აკრა. წლეულს ლიგის პირველობაზე ეს შედეგები, შესაბამისად, 3 და 5 კილოგრამით გააუმჯობესა, საკონტროლო შეჯიბრებაზე 153 კილოც კი დაძლია. ასე რომ, იმის პოტენციალი აქვს, რომ ჩეხანოვოში მედლებისთვის იბრძოლოს;

რაც შეეხება ამ წონის მეორე წარმომადგენელს, ზუგდიდელ ბეჟან ჭიჭინაძის აღზრდილ ბაჩანა ქუხილავას, იგი საერთაშორისო შეჯიბრებების დებიუტანტია, თუმცა თავისი მონაცემებით პირველ ექვსეულში მოხვედრა შეუძლია: წლეულს საქართველოს პირველობაზე ორჭიდში 265 კილოგრამი (120+145) მოაგროვა. ბოლო ერთ თვეში თავდადებული გარჯით იმდენი შეძლო, რომ ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი შედეგის გაზრდა შეუძლია.

ჭიჭინაძის მეორე შეგირდი თემურ პერტაია (77 კგ), ასაკის მიუხედავად, გამოცდილი სპორტსმენია. შარშან ესპანეთში 255 (115+140) კილოგრამით მე-11 ადგილი დაიკავა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან საგრძნობლად გაზარდა საკუთარი მაჩვენებლები, ლიგის პირველობაზე 125 კილო აიტაცა, 155 აკრა, თუმცა მისთვის 160-კილოგრამიანი შტანგის დამორჩილებაც არ არის ზღვარი. ასე რომ, მთავარია, ჩეხანოვოში ბიჭები არ შედრკნენ, საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ და წარმატებებიც მოვა.

- იანვრიდან ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად სამი საწვრთნელი შეკრება ჩავატარეთ, - ჩაერია საუბარში ზურაბ ანთაური. - განსაკუთრებით ნაყოფიერი ვარჯიშები გამოგვივიდა დუშეთსა და ჩაქვში. ბიჭები კარგ სპორტულ ფორმაში არიან, ტრავმა არავის აწუხებს. მართალია, შეჯიბრებაზე ხუთი სპორსტმენი მიგვყავს, მაგრამ რამდენიმე მედალს ვგეგმავთ როგორც ცალკეულ მოძრაობებში, ისე ორჭიდში. დანარჩენს კი ჩეხანოვოს ფიცარნაგი გვიჩვენებს.

მომავალ შეჯიბრებაზე შარშანდელი ასპარეზობის პრიზიორ შოთა მიშველაძესაც დავეკითხე.

- სევილიაში სამი მედალი მოვიპოვე, ატაცში ჩემი საუკეთესო შედეგი რომ მეჩვენებინა, ორჭიდში ვერცხლის მედალი შემხვდებოდა, ოქროს კი ვერ შევწვდებოდი, რადგან სომეხი სმბათ მარგარიანი, მართლა, ძლიერი იყო. წლეულს ახალ წონაში გამოვდივარ. ადაპტაცია სრულყოფილად არ გამივლია, მეტოქეების შესაძლებლობებიც ნაკლებად ვიცი, მაგრამ, წინასწარი მონაცემებით, შეჯიბრებაში გამომსვლელთა შორის მესამე ვარ. ვეცდები, სულ მცირე შარშანდელი შედეგი გავიმეორო. ცხადია, არც უკეთესი სინჯის მედლებზე ვიტყვი უარს. ბიჭებიც კარგად არიან მომზადებული. იმედია, პოლონეთიდან კარგ განწყობაზე დავბრუნდებით.

ფოტოზე: მარცხნიდან - ბეჟან ჭიჭინაძე, რამინ შამილიშვილი, ჯაბა ჩიბურდანიძე, თემურ პერტაია, ბაჩანა ქუხილავა, შოთა მიშველიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა