"ზესტაფონი" და "დინამო" ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრით, სარეიტინგო ქულების გარდა, თითო მილიონ ევროსაც მიიღებენ
ევროტურნირების მსვლელობისას სისტემატურად გაწვდიდით ინფორმაციებს ქართული კლუბების მონაგარის შესახებ და მათ მიერ მოპოვებულ კოეფიციენტებსაც ვაჯამებდით. ალბათ, გახსოვთ, საქართველო ახლოს იყო 2004 წლის შედეგის გაუმჯობესებასთან. მაშინ თბილისის "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა და დიდწილად სწორედ გია გეგუჩაძის დამსახურება იყო, ქართული კლუბების ჯამურმა მონაგარმა 2,666 ქულა რომ შეადგინა.

"ზესტაფონის" გუშინწინდელმა ფრემ "ბრიუგესთან" კი ეს მაჩვენებელი გააუმჯობესა - ქართული კლუბების წლევანდელი ჯამური კოეფიციენტი უკვე 2,750-ია! იმედია, არც ამაზე შევჩერდებით და "ზესტაფონი" და "დინამო" წარმატებებს კიდევ მიაღწევენ. ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში ქულების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, რაც უახლოეს წლებში ქართული კლუბების უკეთესი საევროთასო გზის გარანტია იქნება.

სარეიტინგო ქულებთან ერთად ჯგუფურ ეტაპზე შეღწევა ფულის შოვნის შესანიშნავი საშუალებაცაა. მხოლოდ ჯგუფში შესვლა კლუბის სალაროს მილიონი ევროთი ავსებს, იქ მატჩის მოგება 140 ათას ევროდ ფასობს, ფრე კი 70 ათასად.

ღმერთმა ქნას, იქამდე ერთმა ქართულმა კლუბმა მაინც მიაღწიოს და ქულებისა და შემოსავლების შესახებ უფრო ვრცლად წერის მიზეზი მოგვეცეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

geosochi
ეხ დინამოს ფრეც დაამატებდა პატარასაც! (((
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა