ამიერიდან ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და მეტალურგიული კომბინატი "მეტალურგზე" ერთობლივად იზრუნებენ
რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში მეპატრონის შეცვლა "მეტალურგზეც" აისახა. მმართველ დირექტორ ბუბა ტყავაძეს არ სურს მხოლოდ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა და უფრო ამბიციური გუნდის კონტურებს ხაზავს.

ამბიციური მწვრთნელია მის მიერ დანიშნული კობა ჟორჟიკაშვილიც, რომელმაც "მეტალურგის" თავისი შეხედულებისამებრ დაკომპლექტება დაიწყო, რამდენადაც ამის საშუალებას დარჩენილი სატრანსფერო პერიოდი აძლევს.

ერთ-ერთი ახალწვეული კლუბის ყოფილი მოთამაშეა - თავდამსხმელი გიორგი ჭედია, რომელიც რუსთაველთა კლუბში 2010 წელს გადავიდა და კლუბთან ერთად ჩემპიონობა მოიპოვა. შემდეგ ისე მოხდა, რომ თურქულ "ტრაბზონში" გადასვლის მოიმედე აზერბაიჯანულ თავუზის "თურანში" აღმოჩნდა. ერთი სეზონის შემდეგ კი "ლელოს" გამოუტყდა - აზერბიაჯნში თამაშს საქართველოში დაბრუნება მირჩევნიაო.

ჭედიას საქართველოში მობრუნებას "გაგრას" მთავარი მწვრთნელი ანატოლი პისკოვეციც ცდილობდა, მოლაპარაკებაც შედგა - "გაგრა" 22 წლის ფეხბურთელს პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გიორგის აზერბაიჯანულ კლუბთან კონტრაქტი 2011 წლის 30 აგვისტოს ეწურებოდა.

"გაგრაში" იმედოვნებდნენ, რომ კვიპროსულ "ანორთოსისთან" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებამდე გიორგის განაცხადში შეიყვანდნენ, მაგრამ მისი აზერბაიჯანში ჩასვლა უშედეგო აღმოჩნდა - "თურანის" პრეზიდენტი კონტრაქტის გაწყვეტაზე არ დათანხმდა.

ამასობაში დაიწყო აზერბაიჯანის ჩემპიონატი და ჭედიამ "თურანის" შემადგენლობაში პირველ ტურში ბაქოს "ინტერთან" ითამაშა. ყველამ ჩათვალა, რომ ის კვლავ აზერბაიჯანულ კლუბში რჩებოდა, მაგრამ გიორგიმ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება აღარ ისურვა.

კობა ჟორჟიკაშვილის თქმით, მას გათავისუფლების ცნობა აქვს და, წესით, ამ უქმეების ტურისთვის უნდა დავიმატოთო.

ბოლოს არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავიც: "მეტალურგის" გასაძლიერებლად საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა - ამიერიდან ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და მეტალურგიული კომბინატი კლუბზე ერთობლივად იზრუნებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"