საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი, 30 მაისიდან, 8 ივნისის ჩათვლით ქალაქ ვენიგცელში მოემზადება.

ავსტრიული შეკრების ფარგლებში ჩვენი გუნდი, ამხანაგურ მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. 21-წლამდელები, რუმინელებს, 4 ივნისს, თბილისის დროით 20:30-ზე [18:30 - ცენტრალური ევროპის დრო], ფორაუს ურკრაფტ არენაზე დაუპირისპირდებიან.

8 ივნისს, ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მასპინძელ ქვეყანაში განაგრძობს. რუმინეთთან მატჩის რეპორტაჟის და სხვა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დღეს 25-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ტურნირის საბოლოო განაცხადი - სლოვაკეთში წამსვლელი 23 ფეხბურთელის ვინაობა, 4 ივნისს გახდება ცნობილი.

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).

21-წლამდე ნაკრები, ივნისში, ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატი 11-28 ივნისს, სლოვაკეთში ჩატარდება. საქართველო 11 ივნისს, პოლონეთს, 14 ივნისს, საფრანგეთსა და 17 ივნისს, პორტუგალიას შეხვდება.

Nakrebi.ge

Levani
ვინმე ბედოშვილი კი არა ვუყურე მაგის თამაშებს და მგელი ყოფილა. ზუსტად ისე თამაშობს რაც ქართველ ფეხბურთელებს აკლია,სუფთა გოლზე დაგეშილი მტაცებელი ცხოველივითაა,სულ წინ და გამწვავებაზე მიდის,მაგარი ბიჭი ყოფილა მართლა. ისევე როგორც ხარებაშვილი-არც მაგას ვიცნობდი და დავაკვირდი ნაკრებში დაძახების მერე-ეგეც ძაან მაგარი ბიჭია-მაღალი,ძლიერი,სწრაფი,ჭკვიანი,ტექნიკაც ნორმალური და რაც მთავარია ტემპში თამაშობს. უძახეთ თქვენ საქართველოს ჩემპიონატი და კი ჩეკავს ტალანტებს ინკუბატორივით. არა ბიჭო აზერბაიჯანის ჩემპიონატი ჯობია- კუბამეტრობით ფულს ატენიან ბრაზილიელებს სომხების ჯინაზე და მაინც 2 ფეხბურთელი ვერ გაზარდეს 30 წელია.

საფუძვლიანადაა გამოსაკვლევი ეს აზროვნება, რათა შემდგომ ესეთი არავინ მივაკაროთ ფედერაციას და სანაკრებო შტაბს. ჩვენ მოედანზე ყოველთვის უმაღლესი მიზნისკენ მსწრაფი ფეხბურთელები გვინდა.
zaza
სალია და ხარატიშვილი ???
ზედა მეზობელი
მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება,ამას მივაწვეთ და ნაკლებად დაისტრესებით
koro
ძალიან კარგი შემადგენლობაა ვიღაცა ბედოშვილის გარდა.
მეზღვაური
ბედოშვილი ნამდვილად აღმოჩენაა ჩემთვისაც.ტორპედოსაც რა გოლი გაუტანა დღეს.არც აბუაშვილზე და არც ოდიშარიაზე ნაკლები პოტენციალი არ აქვს.საზონოვის განაცხადში მოხვედრა კარგია,ჩემი აზრით წაიყვანენ ევროზე,რა თქმა უნდა ძირითადში არ იქნება,მაგრამ რომ რამე სკამიდან საზონოვის შემოსვლა უკვე ფუფუნებაა ჩვენი ნაკრებისთვის.კარგი შემადგენლობაა ნამდვილად,მაგრამ ერთადერთი ვინც არ მომწონს ამ ბიჭებიდან არის ოსიყმაშვილი... ვერ დავამუღამე ეგ ბიჭი რაღაც ვერც ნაკრებში,ვერც დინამოში,მისი ახლანდელო გუნდიც ისრაელის მთავარი ლიგიდან გავარდა. ჩემი აზრით სწორედ ოსიყმაშვილი და უგრეხელიძე ვერ მოხვდებიან ევროს საბოლოო განაცხადში.
მერაბ
კაია ბედოშვილის გამოძახება, დიდად არ ჩამოუვარდება აბუაშვილს, პერსპექტიულია. ახლა გაიაზრეთ, რო ორივეს ლიგის აუტსაიდერებში უწევთ თამაში. უცხოელ ლეგიონერებზე ლიმიტი გვაქვს დასაწესებელი, ესაა ამის მაუწყებელი. მერე გუნდები იძულებული გახდებიან ვიღაცა პაჭაპუჭა, დაბალი კლასის უცხოელი ლეგიონერების მაგივრად ადგილობრივ ფეხბურთელებს შეუწყონ ხელი და სათანადო პირობები. აღარ მოუწევთ აქედან უაზრო უცხოურ დაბალ ლიგებში გაქცევა.
Veto
ki mazgach,martali xar
G.LA
წარმატება ჩვენ იმედიან მომავლის ბიჭებს. ❤️ კარგი შემადგენლობა გვყავს და იმედია გვასახელებენ. მახარებს საზონოვის დაბრუნება.

სალია 18 წლისაც არ არის.ნიუკასლმაც პერსპექტივაზე გათვლით იყიდა.21 წლამდელებს, დღეს სჭირდებათ შედეგი.საზონოვის გამოჩენა სიაში,ძალიან გამიხარდა.რაკი სიაში ჩაწერეს,ესე იგი შანსი არსებობს,ჩემპიონატისათვის გამოჯანმრთელება და ფორმაში ჩადგომა მოასწროს.ძალიან მეეჭვება,მაგრამ გამოჯანმრთელებაც კარგი საქმეა.შემოდგომისათვის მაინც ხომ აკრეფს ფორმას. წინა ჩემპიონატზე ბევრი აგინებდა ფედერაციას,რატომ ხვიჩა არ ათამაშესო.მაშინ ხვიჩას რომ ეთამაშა,გიორგი გულიაშვილი უნდა ამოვარდნილიყო შემადგენლობიდან და რომ ამოვარდნილიყო,დღეს სარაევოში არ იქნებოდა.შესაბამისად იმ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელიც ვერ გახდებოდა.გიორგი გულიაშვილი,დღეს უკვე პირველ ნაკრებშია მიწვეული და ესე იგი,21 წლამდელთა ნაკრების მთავარი დანიშნულება,ამ შემთხვევაშიც შესრულებულია.
L.J.
Newcastlma rom iyida imas ar nishnavs nakrebshi adgili garantirebuli eqneba,shroma unda gaagrdzelos da yvelaperi kargad eqneba
მეზღვაური
ისე მართლა ერთადერთი ნომინალური ფორვარდი გორდეზიანია ამ ნაკრებში და ისიც არ გამოირჩევა მაინცდამაინც საგოლე ალღოთი. სავარაუდოდ კვერნაძე იქნება ცენტრფორვარდის პოზიციაზე ევროზე.
Levani
სალია რატო არ არის? დინამოშიც ვერ თამაშობს სხვებზე უკეთესად. ისე ერთი კარგი თავდამსხმელიც არ გვყოლია ამ ასაკში. კვერნაძე და აბუაშვილი ნომინალური თავდამსხმელები არ არიან. არც მამაგეიშვილი და ოდიშარია. ანუ ამ ასაკიდან თავდამსხმელს არ უნდა ველოდეთ ნაკრებში.

ვახტანგ სალია რატო არ არის გამოძახებული?ნიუკასლმა არ იყიდა ეგ ბიჭი?
იბერიელი
საქართველოს საამაყო შვილებო , გისურვებთ წარმატებებს, თქვენ ხართ საქართველოს მომავალი ,
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"