20 ივნისს იოჰან კრუიფის ინსტიტუტის და ჯანო ბაგრატიონის სახელობის აკადემიის თანამშრომლობის ფარგელებში გაიმართება საქართველოში პირველი სპორტული საგანმანათლებლო ფორუმი, ერთ დღიანი ფორუმი ემსახურება საქართველოში სპორტული განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და გლობალური ტრენდების გაცნობას.

სპორტული განათლების ფორუმი გაიმართება 20 ივნის თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია “-ში. ფორუმი თავს მოუყრის სპორტული ინდუსტრიის მთავარ ფიგურებს, რომლებიც იმსჯელებენ ახალ ტენდენციებზე, სტრატეგიულ გეგმარებაზე, სპორტის ფსიქოლოგიაზე და სპორტული მარკეტინგის ევოლუციაზე. იოჰან კრუიფის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი მონაწილეებით იქნება წარმოდგენილი — ფორუმის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მისი აკადემიური ნაწილის წარმომადგენლები, ასევე ინდუსტრიის პროფესიონალები.

ღონისძიება გააერთიანებს წამყვან პროფესიონალებს საერთაშორისო სპორტული ინდუსტრიიდან, რომლებიც გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ხედვებს სფეროში არსებული მიმდინარე გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა დამსწრე საზოგადოებისთვის, პირადად მოისმინონ გამომსვლელებისგან რა გზა გაირეს წარმატების მისაღწევად და როგორ დაიკავეს წამყვანი პოზიციები სხვა და სხვა სპორტულ ორგანიზაციებში.

სპორტული განათლების ფორუმი 2025-ის სტუმრებს შორის იქნებიან ცნობილი სპორტსმენები, მათ შორის ქართველი ფეხბურთის ლეგენდა შოთა არველაძე, გაიზკა მენდიეტა — ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი, ჟორდი პასკუალი — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული მენეჯმენტის სააგენტოს საფეხბურთო აგენტი, მარ როვირა როდრიგეზი — ყოფილი კალათბურთელი და სპორტული ფსიქოლოგი, დენიელ მარტინი — გამოცდილი და სერტიფიცირებული შოტლანდიელი აუდიტორი, სტრატეგიული ლიდერი, რომელიც ხელმძღვანელობს კომერციულ, ფინანსურ, ადამიანური კაპიტალის, ანალიტიკისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებებს, როსიო რუიზი — სპორტის მარკეტინგის სპეციალისტი, სევილიის უნივერსიტეტის ლექტორი სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით და ასევე იქნებიან სხვა საინტერესო სპიკერები.

იოჰან კრუიფის ინსტიტუტის სახელით ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ პროგრამების დირექტორი ლუკას დორდა და კორპორატიული ურთიერთობების ხელმძღვანელი ედგარ რომერო.

„ჩვენი მისიაა განათლების საშუალებით მოვამაზადოთ მომავალი სპორტული ლიდერები, მსგავსი ფორუმებზე ყოფნა გვაძლევს საშუალებას ხელი შევუწყოთ ისეთი მზარდი სპორტული ეკოსისტემების განვითარებას, როგორიც საქართველოა და დავუკავშირდეთ პროფესიონალებს, რომლებიც ერთუგულები არიან ინოვაციური, ეთიკური და მდგრადი სპორტული მენეჯმენტის“, – ამბობს ედგარ რომერო, იოჰან კრუიფის ინსტიტუტის კორპორატიული ურთიერთობების ხელმძღვანელი.

იოჰან კრუიფის ინსტიტუტი არის მსოფლიოში აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ამზადებს სპორტსმენებს, სპორტისა და ბიზნესის პროფესიონალებს სპორტის მენეჯმენტის ლიდერებად, დაარსებულია ლეგენდარული ფეხბურთელის იოჰან კრუიფის მიერ. კრუიფის ინსტიტუტი აერთიანებს აკადემიურ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად სპორტის ინდუსტრიაში.

ჯეიბიესი (ჯანო ბაგრატიონის სახელობის სპორტული აკადემია) წარმოადგენს ინსტიტუტს რომლის მიზანი არის საქართველოში ახალგაზრდა თაობას მისცეს საშუალება მიიღოს როგორც სპორტული ისე აკადემიური განათლება. 2025 წლიდან ჯეიბიეს აკადემია და იოჰან კრუიფის ინსტიტუტი დაპარტნიორდნენ. ჯეიბიესი 2025 წლის შემოდგომიდან შესთავაზებს სპორტული მენეჯმენტის სხვა და სხვა სახის 8-12 კვირიან კურსებს, ხოლო 2026 წლიდან სპორტული მენეჯმენტის მაგისტრატურას.

ფორუმის პარტნიორები არიან: კოკაკოლა, სილქ ჰოსფითალითი, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, ხოლო მედია მხარდამჭერია: სეტანტა სპორტი.

ფორუმზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ TKT.GE-ის ბმულს.

R

რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"