„კორიერე დელო სპორტის“ დირექტორი ივან ძაძარონი სარედაქციო წერილში წერს, რომ იანვარში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გაყიდვის გამო, „ნაპოლის“ მწვრთნელი ანტონიო კონტე აღშფოთდა და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის მიმართ ნდობა დაკარგა, მაგრამ სკუდეტოს მოპოვების შემდეგ, საჭირო გარანტიები მიიღო, დარჩენაზე დათანხმდა და გუნდის გაძლიერებაზე ზრუნვა დაიწყო.

„გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ „კვარას“ მემკვიდრის, პსვ-ს და ნიდერლანდების ნაკრების 25 წლის გარემარბის, ნოა ლანგის გადასაბირებლად მუშაობა განაახლა, რომელსაც ზამთარში ძალიან უნდოდა ნეაპოლურ გუნდში გადასვლა, თუმცა ეინდჰოვენური კლუბი არ დათანხმდა.

ლანგმა გასულ სეზონში ჩემპიონატის 29 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, პსვ-სთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 25 მილიონი ევროა. ნოას ქვეყნის ნაკრებში 13 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „ნაპოლიმ“ უკვე დაითანხმა თავის გუნდში გადასვლაზე კევინ დე ბრუინი (თავისუფალი აგენტი) და ლუკა მარიანუჩი (ემპოლი) და ედონ ჟეგროვას (ლილი) და ჯონათან დევიდის (თავისუფალი აგენტი) გადაბირებას ცდილობს.

ნეაპოლური კლუბის სურვილი აგრეთვე „სპორტინგის“ ბომბარდირის ვიქტორ დიოკერეშის დამატებაა, მაგრამ მისი ღირებულება 75 მილიონია და ძნელი წარმოსადგენია მიზანს მიაღწიონ, თუმცა ვინ იცის...

Bs
ახალი კვარა არა შაშვი! სულ კვარას ძიებაში უნდა იყვეთ თქვე უმადურებო და წუწურაქებო!
დავით 67
კარგია რომ სულ კვარას შემცვლელის ძიებაში არიან, მაგრამ ფილმი ნატვრის ხე მახსენდება ოთარ მეღვინეთუხუცესის გმირი სულ ნატვრის თვალს რომ ეძებს და ისე მოკვდება რომ მსგავსს ვერაფერს იპოვის.
Levani
ეს კვირაზე მაგარიც რო იყოს სიფათის გულისთვის ზამენას არ უნდა მოაშორო. რატო შეცვლაზე ყოლა და გუნდში არ აყვანა? ანუ დაბლოკილი გყავს,სხვაგანაც რო არ ითამაშოს. და ამით სამყაროს ეხმარები
zura222
სწყევლიი ? რა უნდა ზურიკოს იმ ფულისტ ვირთხასთან ? არცერთი ქართველიო აღარ უნდა წავიდეს ნაპოლიში !
მალხაზ ჯობავა
როგორც ერთი იყო მარადონა, ისე ერთი და განუმეორებელი დარჩება კვარა ნაპოლისთვის!!!
რობი
ზურიკო წაიყვანონ! ამას ბევრად აჯობებს. ზუკას 17 საგოლე მოქმედება ლიგა_1 ში ამას კი რეიტინგით 7-8 ჩემპიონატში 21 საგოლე მოქმედება
ბესო
ჯერ ნერესს დაადგეს თავზე გვირგვინი ვითომ ხვიჩას ჯინზე, ახლა ლანგი გამოჩხრიკეს... არადა, კვარა 10 თავით მაღლა დგას ორივე ერთად აღებულზე...საღოლ ხვიჩა, საზომ ეტალონად იქცა იტალიელებისთვის.
გია
ეს ისეთი კვარაა, როგორც მე პელე
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე