სტადიონების უსაფრთხოება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და თასის თამაშებსაც სჭირდება და რეკომენდაციები და მოთხოვნები აქაც მრავლადაა
ევროთასების დაწყებამდე სტადიონებზე უსაფრთხოების თემას შევეხეთ და კლუბებისა და გულშემატკივრებისთვის საჭირო რეკომენდაციები გაგაცანით.

უსაფრთხოება მხოლოდ საერთაშორისო კი არა, ეროვნული ჩემპიონატისა და თასის თამაშებსაც სჭირდება და რეკომენდაციები და მოთხოვნები აქაც მრავლადაა. შევეცდებით, თქვენი ყურადღება ყველაზე საინტერესო ნიუანსებზე შევაჩეროთ.

ხაზს ვუსვამთ, განვიხილავთ ადგილობრივ მოთხოვნებს, თორემ დღეისთვის საერთაშორისო სტანდარტების მქონე მხოლოდ ერთი სარბიელი გვაქვს და მოედანი იმასაც არ უვარგა.

ჩვენს უმაღლეს ლიგაში ზოგ კლუბს ისეთი სტადიონი აქვს, შეხედვაც რომ არ გესიამოვნება, მაგრამ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება ამ არენებსაც მოეთხოვებათ. სხვა საქმეა, მათგან რამდენი პასუხობს მათ თუნდაც ნაწილს.

სათამაშო მოედნის სიგრძე უნდა იყოს 100-105 მეტრი, სიგანე კი - 64-68 მეტრი. გვერდითი ხაზიდან შემოღობვამდე მანძილი 5 მეტრს, ხოლო კარის ხაზიდან შემოღობვამდე 6 მეტრს უნდა შეადგენდეს. ამ კრიტერიუმს აშკარად ვერ აკმაყოფილებდა თემქის "შატილის" სტადიონი, მაგრამ რაკი "ვიტ ჯორჯია" მცხეთაში დაბრუნდა, "შატილი" უმაღლეს ლიგას (იმედია, სამუდამოდ) დაემშვიდობა.

სათადარიგოთა სკამი უნდა იყოს გადახურული და 13-ადგილიანი. გვერდითი ხაზიდან მისი დაშორება 4 მეტრი უნდა იყოს.

"თანაბარი და სწორი ბუნებრივი საფარი" - ვკითხულობთ მოთხოვნაში და დაგვეთანხმებით, ამ მოთხოვნას ბევრი სტადიონის საფარი ვერ აკმაყოფილებს, თუმცა რამდენიმე ქართული არენის ბოლოდროინდელი რეკონსტრუქცია გვაიმდებს, რომ ამ პრობლემას ეშველება. მისახედი კი, უპირველესად, ეროვნული სტადიონის გაზონია, რომელიც უკვე საერთაშორისო მასშტაბებით გვარცხვენს.

საფარზე არანაკლები პრობლემაა გასახდელები, რაც ბევრ სტადიონზე ელემანტარულ ჰიგიენურ და ვიზუალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს. გასახდელის ფართობი მინიმუმ 64 კვადრატული მეტრი უნდა იყოს, აუცილებელია, სულ ცოტა, 5 საშხაპე და ორი ტუალეტი, ასევე ტაქტიკური დაფა, საწერი და მასაჟის მაგიდები. აქ საჭიროა 23 ადგილი ინდივიდუალური საკიდებით.

მსაჯების გასახდელში, რომელიც მინიმუმ 16 კვადრატული მეტრი უნდა იყოს, აუცილებელია 5 ადგილი ინდივიდუალური საკიდებით და თითო ტუალეტი, ნიჟარა, საშხაპე, ტაქტიკური დაფა და საწერი და მასაჟის მაგიდები.

დელეგატის ოთახი უნდა იყოს ოთხადგილიანი, ესაზღვრებოდეს ფეხბურთელთა და მსაჯთა გადახდელებს და აღჭურვილი იყოს კომუნიკაციის საშუალებებით (ტელეფონით, ფაქსით, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერით). ცალკე ოთახია საჭირო სამედიცინო მომსახურებისთვის.

ყოველივე ამის უზრუნველყოფა შედარებით იოლია, ასევე შესაძლებელია სტადიონის ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოწყობა.

უზარმაზარ ხარჯებთან არც რადიოკვანძის მოწყობაა დაკავშირებული, მაგრამ ზოგ სტადიონს ეს ელემენტარული მოწყობილობაც არ გააჩნია. აღარაფერს ვამბობთ გულშემატკივრებისთვის საჭირო ტუალეტებზე, რომელიც სტადიონების უმეტესობას არ გააჩნია და ამას ბუნებრივად მოჰყვება მთელი რიგი უსიამოვნო სიტუაციები, განსაკუთრებით თამაშის დამსწრე მანდილოსნებისთვის.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის გასამართი ოთახი, ფაქტობრივად, ყველა უმაღლესლიგელ კლუბს აქვს. პირობებზე არაფერს ვიტყვით, იმაზეც მადლობლები ვართ, უამინდობისას მწვრთნელებთან გასაუბრება ღია ცის ქვეშ რომ არ გვიწევს. აი, მოთხოვნებში ნახსენებ დენის წყაროსა და ინტერნეტზე კი რა გითხრათ.

ბევრგან ელემენტარული პირობებიც კი არ არის ტელევიზიებისთვის, არადა, ამის გარეშე პირდაპირი რეპორტაჟების გადაცემა შეუძლებელია.

მოკლედ, სტადიონები მისახედი გვაქვს და იმედია, უახლოეს პერიოდში ამ კუთხით პატარა ნაბიჯებს მაინც გადავდგამთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
გტხოვტ მომსეროტ სადაა საკარტველოსსჰი ხელოვნურ საპარიანი საფეხბურტო მოედანი ადგილმდებარეობები მაინტერესებს .სინასტარ დიდი მადლობა
უძლევი
ეს სტატია ზუსტად აღწერს ქართული ფეხბურთის ერთერთ მთავარ პრობლემას: სტადიონების სავალალო მდგომარეობას და უსაფრთხოებას. სტადიონების გარემონტება და უსაფრთხოების დაცვა სახელმწიფომ უნდა იკისროს. შემდეგ გამოჩნდებიან ინვესტორებიც, მაგალითად შეიძლება ვისოლის მოყვანა. სახელმწიფომ გაარემონტა სტადიონი და გადასცა ვისოლს. ამ უკანასკნელმა კი ახალი საფარი დააგო და უვლის სტადიონს. ასეთი ნაბიჯები კვლავ უნდა გააგრძელოს სახელმწიფომ. მაგალითად ბათუმში, ლანჩხუთში, ანუ იქ სადაც სტადიონები არის მაგრამ სავალალო მდგომარეობაში. გარემონტება უფრო იაფი დაჯდება ვიდრე ახალის აშენება.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...