ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, Goal-მა „ოქროს ბურთის“ რეიტინგი განაახლა. პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 4 პოზიციით წინ წაიწია და ახლა მე-7 ადგილზეა.

გამოცემა კვარაცხელიას შესახებ წერს:

„2024/25-ის სეზონში 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სერია А და საფრანგეთის თასი. გატანილი გოლებისა და შედეგიანი პასების რაოდენობა სრულად არ შეესაბამება ამ სეზონში მის თამაშს, მაგრამ ქართველმა პსჟ-სა და „ნაპოლიში“ ტიტულები მოიპოვა, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგაზე პარიზული გუნდის გამარჯვებაში საკვანძო როლი ითამაშა. ევროტურნირებზე მისმა ზოგიერთმა გამორჩეულმა ასპარეზობამ, განსაკუთრებით „ასტონ ვილასთან“ მეოთხედფინალში გატანილმა ბრწყინვალე გოლმა, რა თქმა უნდა, ყურადღება მიიპყრო და ახლა ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, რომ მეორედ მოხვდება „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატთა შორის“.

აღნიშნულია, რომ საბოლოო ცვლილებები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით შეიძლება დაფიქსირდეს.

ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება

1. უსმან დემბელე (პსჟ)

2. ლამინ იამალი (ბარსელონა)

3. რაფინია (ბარსელონა)

4. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

5.კილიან მბაპე (რეალი)

6. დეზირე დუე (პსჟ)

7. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

8. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)

9. პედრი (ბარსელონა)

10. ჰარი კეინი (ბაიერნი)

11. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)

12. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

13. ვიტინია (პსჟ)

14. ჟოაო ნევეში (პსჟ)

15. ვიქტორ დიოკერეში (სპორტინგი)

16. ნუნო მენდეში (პსჟ)

17. ვინისიუსი (რეალი)

18. ჯუდ ბელინგემი (რეალი)

19. ბრედლი ბარკოლა (პსჟ)

20. დეკლან რაისი (არსენალი)

nika
ტრებლი დადო, ხმამაღალი ნათქვამია. თასის ფინალში საერთოდ არ იყო, ჩემპიონატი ლამის უკვე განაღდებული ჰქონდათ, ლიგის ფინალურ ეტაპში ჩართვა კი არასაკმარისია ოქროს ბურთისთვის. რისთვისაც საკმარისია, ეგაა ათეულში მაღალი ადგილი კი და იმედია დაიკავებს
დავით
მასეთი ლოგიკით ალბანეთის ნაკრებს რომ ვერ მოუგებ იმ გუნდის წევრი ასეულსაც არ უნდა გააკარო
456
ლოლ ნაკრებების თამაშებს უყურე და მიხვდები რომ ნაკრებშიც კარგად თამაშობენ :))

ტრებლი დადო ამ სეზონში და ნაპოლიშიც მოიგო სერია ა, ამაზე კაი სეზონი რაღა უნდა ქონდეს :))) არ არის ის ფეხბურთელი ხვიჩა რო მაინცდამაინც 40+ გოლი გაიტანოს სეზონში. დანარცენებსაც არ დაუმსახურებით ხვიჩაზე მეტად ოქროს ბურთი
LL
საღოლ, ქოცო!
გიგა
იამალი არა ისა... ხვიჩაააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ზურა
წელს ვერა და გაისად, თუ ასე გააგრძელა თამაში, რეალური შანსი ექნება.
lasha
დონარუმა უფრო მაღლა უნდა იყოს. ისე გამოსდით ამათ რომ მეკარეს ფეხბურთელად ნაკლებად თვლიან :) რა უნდა ქნას მეკარემ რო დაფასდეს, გოლებს ხო არ გაიტანს და ჰეტრიკებს :)

რამდენი წლის ხართ, შვილები არ გყავთ, რომ მოგიარონ ? კიდევ კარგი, კომპიუტერის ყიდვა შეძელით და ინტერნეტის ფულიც გაქვთ, თორემ კომენტარების წერას ხომ ვერ შეძლებდით. დამავიწყდა პენსიაო და ასე არ შეიძლება, ყოველ თვეს უნდა აიღოთ,არ დაიკარგოს.
Sandro-ს
ხვიჩა მოიგებს. იამალი დაისვენებს იამალის ნახევარკუნძულზე.) ჩემი გჯერა? )
გოგა
ჩემი გადასაწყვეტი,რო იყოს, დონარუმას მოვცემდი ოქროს ბურთს, ხვიჩა ხუთეულში შესვლას იმსახურებს, იმედია საკლუბო ჩემპიონატზე, მოტივირებული იქნება ხვიჩა და კარგად წარმოაჩენს თავს და ამ ტურნირსაც მოიგებს პსჟ
ჟაირზინიო
ხვიჩა,გფარავდეს მამაზეციერი!!! რამდენი სიხარული მოუტანე ჩვენს გაჭირვებულ ხალხს...დაგვავიწყდა პენსია და შიმშილი. :)))
sandro
იამლი მოიგებს ოქროს ბურთს
123
რაფინიას და იამალს ლიგა არ მოუგიათ. ნაკრებში არაფრის გამკეთებლები არარიან. რა უნდათ აქ?
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს